გააუმჯობესეთ ბავშვის სისწარფე და წონსაწორობა ბატუტის მეშვეობით!

ბატუტი ბავშვების გართობის ერთ-ერთი საყვარელი და რაც მთავარია უსაფრთხო საშუალებაა. ბატუტი ეს არის ძალიან მარტივი და ფუნქციური სპორტული მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებსა და სრულიად ოჯახს, აქტიურად დაისვენოს და იმხიარულოს. გარდა ამისა, ბატუტს იყენებენ არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ სპორტული მიზნებისთვის და წონის დაკლებისთვის.

მოდით, ვაღიაროთ, რომ ბავშვები მუდმივად მოწყენილნი არიან, განსაკუთრებით ადრეულ თუნეიჯერულ ასაკშ ყოფი ბავშები, რომელთაც მუდამ სიახლე და ახალი რამ სურთ. ისინი გამუდმებით გთხოვენ, იყიდოთ მათთვის ახალი სათამაშოები, რომლებსაც ძალიან სწრაფად მოიწყენენ. შემდეგ კი ისევ იგივე პროცესიიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ბატუტი შედარებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი სათამაშოები (და მართალია, საჭირო მასალების რაოდენობის გათვალისწინებით), თქვენი შვილები მუდმივად იპოვიან ბატუტებთან თამაშის ახალ გზებს.

ხტუნვა ძალიან სახალისოა, რადგან ბავშვების უმეტესობისთვის ეს არ არის აქტივობა, რომელსაც ხშირად აკეთებენ. ბატუტები მათ სიახლის შეგრძნებას აძლევს. ბატუტზე ასვლისა და თამაშის მრავალი გზა არსებობს. შეადარეთ ეს ჩვეულებრივ წინასწარ შეფუთულ სათამაშოებს, რომლებითაც ბავშვებს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ, გასაკვირი არ არის, რომ ისინი მუდმივად მოწყენილნი არიან.

ბატუტზე ხტუნვა ავარჯიშებს მთელ სხეულს, ხოლო ძალა, რომელსაც ხტუნვა წარმოქმნის, ხელს უწყობს კუნთების აშენებას და ცხიმების სწრაფად წვას. კუნთები, რომელსაც ამუშავებს ბატუტი, მოიცავს ფეხებს, ბარძაყებს, მკლავებს, თეძოებსა და მუცელს. მას ასევე აქვს დამატებითი სარგებელი, რომელიც აუმჯობესებს სისწრაფესა და წონასწორობას.

ბატუტის ვარჯიშებს კარგი გავლენა აქვს:

  • გულის მუშაობაზე;
  • ენდორფინების წარმოების ხელშეწყობაზე;
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე;
  • წონის დაკლების ხელშეწყობაზე;
  • მხიარული განწყობის შექმნაზე.

პოპულარული მოდელები