ბურღის პირების ნაკრები, კომპაქტურად და მარტივად გამოყენებისთვის

ბურღის პირების ნაკრები, ყველა ვინც მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე და იარაღებს აქტიურად იყენებს, მისთვის ეს საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთია. საჭიროა სწორად შეარჩიოთ ხარისხიანი ბურღის პირები, რომლებიც დიდი ხნით გაგიძლებთ.

ბურღის პირების ნაკრები გამოიყენება ლითონის, ხისა და ბეტონის ხვრელების დასამუშავებლად, რომელთა თავები ერგება ხრახნებს, დრელებსა და პერფორატორებს.

 

როგორ შევარჩიოთ ბურღის პირები?

  1. მასალებისთვის ვარგისიანობა - დანადგარი არ არის ცვალებადი, ამიტომ კონკრეტული მასალისთვის გამოიყენება მხოლოდ მისთვის შესაფერისი საბურღი თავები.
  2. მჭრელი ნაწილი - პირები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმისა და დიამეტრის, რომელიც აუცილებელია სწრაფი ბურღვის შესასრულებლად. გვირგვინებიანი ფორმები ქმნის დიდი დიამეტრის ხვრელს მაგალითად,  საკეტის ჩასმისთვის.
  3. დიამეტრი - ბურღის პირები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს 1.0-დან 55 მმ-მდე დიამეტრით. ზომა შეირჩევა მომავალი ხვრელის გათვალისწინებით. 10 მმ ზომის ბურღვის დროს, დასრულებული ხვრელი იქნება 11 მმ.
  4. სიგრძე - მისი შერჩევა დამოკიდებულია ხვრელის საჭირო სიღრმეზე. ინდიკატორი მერყეობს 3-დან 90 სმ-მდე.
  5. სამუშაო ნაწილის ტიპი - საბურღის სხეული შეიძლება იყოს ცილინდრული სპირალის სახით (ხვრელების შესაქმნელად), კონუსური (სხვადასხვა დიამეტრის ხვრელების სწრაფი ბურღვისთვის) და საფეხურებიანი.
  6. ფერი - ინსტრუმენტი მზადდება სწრაფადმჭრელი ფოლადისგან, რომელიც ვერცხლისფერია. ეს არის ყველაზე იაფიანი, მაგრამ ხანმოკლე ვარიანტი. შავი თავებს ამაგრებენ ორთქლზე და საჭრელი კიდე უფრო ბასრი ხდება.

    BOSCH-ის ბურღის პირების ნაკრები

    BOSCH-ი არც ამ ეტაპზე ჩამორჩა და შემოგვთავაზა ხარისხიანი და ძლიერი ბუეღის პირები. ქართულ ბაზარზე ის მაღალ მოთხოვნადია.

    ამ ნაკრებში წარმოდგენილია საბურღი თავები 1.0-დან 13 მმ დიამეტრითა და 3.4-დან 13.3 სმ სიგრძით. არის განსხვავებული ფორმისა და ზომის თავები.

    მასში არის, კომპლექტებისა და ინდივიდუალური თავაკების დიდი არჩევანი, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავები იყიდება გამძლე ქეისით, რომლის წყალობითაც, სადაც არ უნდა წაიღოთ ნაკრები, იარაღები არ დაზიანდება.

     

    პოპულარული მოდელები