ბალგარკას შეუძლია დაჭრას ლითონის, ხის და კრამიტის მასალა!

ბალგარკა   მრავალფუნქციური გამოყენებისაა. მას შეუძლია დაჭრას  ლითონის, ხის და კრამიტის   მასალა. ასევე გამოიყენება სხვადსხვა მატერიის ზედაპირის გასასუფთავებლადა და გასაპრიალებლად.

ასევე, რკინის იარაღების გასალესად და ფორმის მისაცემად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებულია უსაფრთხოების გარკვეული რისკები, შექმნილია ისეთი მოდელები, რომელიც შეძლებისდაგვარად გვიცავს დაზიანებისგან.

მუშაობისას უმჯობესია თუ მაინც დავიცავთ უსაფრთხოების ზომებს, რომელსაც ექსპერტები გვირჩევენ.

 

ბალგარკის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის შენარჩუნება, არასწორი მოხმარების შემთხვევაში ის  შესაძლოა ძალიან საშიშ იარაღად იქცეს. სანამ დაიწყებთ დარწმუნდით, რომ გაცვიათ დამცავი სამოსი, მათ შორის სათვალეები, ნიღაბი და ხელთათმანები.

ამ ინსტრუმენტის შერჩევისას, მომხმარებელი, ძირითად ყურადღებას ამახვილებს საჭრელი დისკის ზომასა და მოტორის სიმძლავრეზე.

თუმცა  გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. მათ შორის, პნევმატური ან ელექტროენერგიის წყარო, rpm და arbor ზომა. ამ ასპექტების მიხედვით, შევარჩიეთ 3 მოდელი მათი გამძლეობითა და სამუშაოს შესრულების ხარისხით.

ბალგარკა იდეალური იარაღია მეტალისა და ბლოკების დასაჭრელად და გასაპრიალებლად. თუმცა ფაქტია, რომ ეს იარაღი ბევრი ადამიანისთვის რთული გამოსაყენებელია. მხოლოდ სწორი და შესაფერისი ცოდნის გამოყენებით ხდება ბალგარკა უსაფრთხო და მოსახერხებელი იარაღი. ჩამოთვლილი რამდენიმე რჩევა სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

გამომდინარე იქიდან, რა დანიშნულებით და პერიოდულობით გსურთ ამ ელექტრო ხელსაწყოს გამოყენება, ზომაც და მახასიათებლებიც შესაბამისად უნდა შეარჩიოთ.

 

მახასიათებლები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:

ძირითადი და აუცილებელი

  • სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე, ბრუნვების რიცხვი წუთში
  • დისკის დიამეტრი - სტანდარტულად 125მმ-დან 230 მმ-მდე
  • წონა

ფუნქციები

  • გადახურებისგან დაცვა
  • დამატებითი სახელური
  • გამშვები ძაბვის შეზღუდვა
  • სიჩქარის რეგულირება

 

პოპულარული მოდელები