აჩუქე, სამზარეულოს კომბაინი!
June 04, 2021სამზარულოს კომბაინის გაგონებაზე, ჩემსავით თქვენც ვეებერთელა რკინის აგრეგატი წარმოგინდათ თვალწინ? და, ვერც თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიკეთეების გამო შეიძლებოდა დაგეთმოთ მისთვის საკმაოდ მოზრდილი ადგილი სამზარეულოში, როცა თვითონ სამზარეულოებს მინიმალისტურ, იაპონურ სტილში აწყობთ?
ფაქტია, ინფორმაცია არ მაქვს სამზარეულოს კომბაინთან დაკავშირებით. საკითხში გასარკვევად და საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად გუგლის საძიებოს მივაკითხე და ვკითხე: რა არის სამზარეულოს კომბაინი და რატომ ღირს მისი შეძენა? რა მახასიათებლებით უნდა გამოირჩეოდეს? სად ვიყიდო და რა ღირს კარგი სამზარეულოს კომბაინი?
თურმე, სამზარეულოს კომბაინი ყოფილა შეუცვლელი ნივთი ოჯახში. უფრო მეტიც, მე რომ მკითხოთ, ოდესმე, დიასახლისის დამხმარე საშუალებებს შორის, საუკეთესოს გამოსავლენად კონკურსი თუ ჩატარდება, პირველი ადგილი უდავოდ უნდა გადაეცეს. ბლენდერი, ჩოფერი, ხორცსაკეპი, წვენსაწური, ყავის საფქვავი, ციტრუსის პრესი, ცომსაზელი და კიდევ 20-მდე წვრილი საოჯახო ტექნიკის ფუნქცია აქვს შეთავსებული ამ ერთ ნივთს!
ცნობილი ტექნიკის მწარმოებლების გვერდებს გავეცანი და შეთავაზებებში ყველგან შემხვდა სამზარეულოს კომბაინი. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ ქართველი მომხმარებლები - PHILIPS, KENWOOD, GORENJE, BRAUN, PANASONIC -ის ბრენდებს მიიჩნევენ ყველაზე ოპტიმალურად. გამოხმაურებების მიხედვით, გავარკვიე, რომ მომხმარებლები სამზარეულოს კომბაინის შერჩევისას , ფასისა და ხარისხის მახასიათებლების და მათი ერთმანეთთან შესაბამისობის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას.
საბოლოოდ, ჩემს კითხვაზეც მივიღე პასუხი. როგორც აღმოჩნდა, არსებობს მცირე და დიდი ზომის სამზარეულოდ კომბანიები და ისეთი დიასახლისებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყენებენ საოჯახო ტექნიკას, მათთვის იდეალურია მცირე ზომის კომბაინი. ზომის გამო, მოსახერხებელია მისი შენახვა და ამით მნიშვნელოვნად იზოგება ადგილი სამზარეულოში.
ყველაზე მეტად, ახალგაზრდა ოჯახებისთვის საჩუქრის შერჩევისას ვიბნეოდი ხოლმე, რა შეიძლება ყოფილიყო ერთდროულად კომფორტული, მოსახერხებელი, ფუნქციური და მრავალფეროვანი. თუ საჩუქარს თქვენც ამ კრიტერიუმებით აფასებთ, შეარჩიეთ სამზარეულოს შესაბამისი ზომის კომბაინი და აჩუქეთ თქვენს მეგობარს, მეზობელს ან ნათესავს. ამის შემდეგ, მერწმუნეთ, მათ ოჯახში ყოველთვის იქნებით სასურველი სტუმარი.
ასევე Philips, Kitfort, Kenwood - თანამედროვე სამზარეულო კომბაინების მიმოხილვა იხილეთ ლინკზე.
პოპულარული მოდელები