არსებობს რამდენიმე რამ, რაც გასათვალისწინებელია სეკატორის შეძენისას.
September 03, 2022სეკატორი შეუცვლელი ბაღის ხელსაწყოა, რომელიც აუცილებელია ბაღის მოწესრიგებისთვის. სეკატორები არის მარტივი ხელის ხელსაწყო , რომელიც გამოიყენება გასხვლისთვის, მკვდარი ფოთლების მოშორებისთვის, ასევე ხილის, ბოსტნეულის მოსაკრებად.
გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ ყვავილების ბაღი, აუცილებლად დასჭირდება სეკატორი, რადგან მისით მარტივად ხდება ყვავილების მოვლა.
დღესდღეისობით, ტექნიკის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ შეიქმნა ელექტრო სეკატორი, რომელიც ჩვეულებრივ, მექანიკურ სეკატორზე უფრო სწრაფად და მარტივად მუშაობს და მუშას კიდევ უფრო უადვილებს ამ პროცესს.
არსებობს რამდენიმე რამ, რაც გასათვალისწინებელია სეკატორია შეძენისას.
მიზანი:
უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ იმაზე, თუ რას მოჭრით. Მაგალითად, იქნება ეს ყვავილები, ვაზი თუ ტოტები?
მას შემდეგ რაც შეიტყობთ სეკატორის ძირითად დანიშნულებას, შეგიძლიათ აირჩიოთ სეკატორის ტიპი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება თქვენს მიზნებს.
კომფორტი:
შემდეგ, იფიქრეთ კომფორტზე. სეკატორი არის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებთ მრავალჯერ და შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში მოგიწიოთ მისით მუშაობა.
შეძენამდე, სცადეთ სეკატორი ხელში დაიჭიროთ. თუ თქვენ გაქვთ ძალის ან მოძრაობის პრობლემები, იფიქრეთ მის წონასა და დიზაინზე. და დააკვირდით, რომ მას მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი ქონდეს.
პოპულარული მოდელები