ალკოჰოლის შემცველი სამედიცინო ხსნარები
April 19, 2022სადეზინფექციო საშუალებები სხვადასხვა რამისთვის გამოიყენება, მაგალითად როგორიცაა, ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების საწინააღმდეგოთ. მისი გამოყენება კი ყევლა ოჯახში განსაკუთრებით დაიწყეს კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ და ალბათ თვქენც მიხვდით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სადეზინფექციო საშალებების ხარისხს.
ალკოჰოლის შემცვლელი სამედიცინო ხსნარები
დღესდღეისობით მედიცინის მუშაკებში დაფუძნდა ის წესი, რომ ისისნი ხელის გასაწმენდად და სადეზინფექციოდ იყენებენ ისეთ ხსნარებს, ან პროდუქტებს, სადაც მაღალი რაოდენობით არის შესული ალკოჰოლი, ან ის ხსნარები, რომლებიც ალკოოლის მაღალ კონცენტრაციას შეიცავენ.
ალკოჰოლის რაოდენობა უნდა იცვლებოდეს 60-80%-ს შორის. სწორედ ეს თანაფარდობა იძლევა სხვადასხვა ბაქტერიისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზას.
ასეთი შემადგენლობა ძალზე ეფექტურია არა მხოლოდ მიკრობების, არამედ სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში მაგალითად, როგორიცაა: აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, გრიპი, პნევმონია, ადენოვირუსები და სხვა.
რომელი სადეზინფექციო ხსნარების ხმარებაა დაშვებული?
არ არის რეკომენდირებული სუნამოებისა და საღებავების შემცველობის მქონე ხსნარების გამოყენება. წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი ოდენობით შეიძლება მოქმედებდეს, როგორც დამხმარე ნივთიერება, რომელსაც ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
მეოთხეული ამონიუმის ნაერთები ეფექტურად ებრძვიან პათოგენურ ორგანიზმებს, ხოლო ქლორის შემცველი პროდუქტებისგან განსხვავებით, ისინი არატოქსიკურია ადამიანისა და ცხოველებისათვის. ამავე დროს, ზედაპირის დამუშავებისას, არ იწვევენ კოროზიას.
პოპულარული მოდელები