აარჩიეთ თქვენს კანზე მორგებული წვერის საპარსი

თმის ვარცხნილობა თანამედროვე სამყაროში მოდის ნაწილი გახდა. დღესდღეობით ახალგაზრდებში პოპულარულია ბევრი ვარცხნილობა. მიუხედავად იმისა, რომ ვარცხნილობამ თვალსაჩინო ადგილი დაიკავა მოდის სამყაროში, ჩვენ ვხედავთ სალონში მიმავალთა რაოდენობის შემცირებას. ეს გამოწვეულია ახალი მოწყობილობებით, როგორიცაა თმის საკრეჭი, საპარსები და თმის ლაინერები. ამ ტექნოლოგიურად მოწინავე მოწყობილობებმა ადამიანებს საშუალება მისცათ შეეჭრათ თმა სახლებში.

წვერის საპარსი ძალიან მნიშვნელოვანი და კომფორტული მოწყობილობაა, საუკეთესო მეთოდი რომ ყოველდღიური რუტინა გაიადვილოთ. ბევრი ბრენდი უშვებს წვერისა და თმის საპარსს. მათ შორის არის რამდენიმე გამორჩეული და ხარისხიანი. მაგალითად philips, sokany, დ ასე შემდეგ.

 

წვერის საპარსი იყოფა მახასიათებლების მიხედვით:

  • უნივერსალური და სტანდარტული ტიპები
  • კვების რეჟიმი (აკუმულატორი და ქსელი)
  • მუშაობის ხანგრძლივობა
  • თავაკების რაოდენობა
  • დამატებითი ფუნქციები
  • გარეცხვის შესაძლებლობა
  • დამატებითი აქსესურები და სხვა

სველი თუ მშრალი პარსვა?

მთავარი პარამეტრი, რომელსაც  ელექტრო საპარსის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ,  მოწყობილობის პირია. კლასიკური მოდელები მხოლოდ მშრალი გაპარსვის შესაძლებლობას იძლევა. სამწუხაროდ, შესაძლოა, ასეთმა მოდელებმა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ეკონომიურია იმ მიზეზით, რომ არ საჭიროებენ დამატებით ხარჯებს სპეციალური საპარსების საყიდლად.

ამის საპირისპიროდ, სველი საპარსები შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურ მოდელებად, რადგან მათი გამოყენა შეიძლება როგორც სველ, ისე  - მშრალ კანზე.  სველი გაპარსვისთვის განკუთვნილი ელექტრო საპარსის უპირატესობა ისიცაა, რომ მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებისთვის მათი ყოველდღიური გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. არ იწვევს კანის გაღიზიანებას ან სიწითლეს.  გამაღიზიანებელი ეფექტის შესამცირებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გელი ან კრემი.

 

რომელი საპარსი უნდა აირჩიოთ თქვენი კანისთვის?

  1. მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებისთვის, რომლებიც  უპირატესობას ანიჭებენ საპარსების სახლში გამოყენებას, საუკეთესო ვარიანტია დაბალსიმძლავრიანი, ნაკლებად ბასრი დანების მქონე მოდელები.
  2. ვინც ხშირად მოგზაურობს, უმჯობესია აირჩიოს ბატარეით უზრუნველყოფილი, მშრალი საპარსის ფუნქციის მქონე საპარსი მოწყობილობა, რომელიც არ საჭიროებს გელის ან ქაფის გამოყენებას.
  3. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად გზაში იმყოფებიან, უმჯობესია უპირატესობა მინიჭოთ დიდი ბატარეის და სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე მოწყობილობებს. ასეთი მოდელები ხშირად იტენება  სპეციალური სტენდის საშუალებით.

პოპულარული მოდელები