ზაფხულში საკითხავი - ტრფობაი და დიდებაი კონდინციონერისაი

სეზონის დადგომისთანავე, განსაკუთრებით ზაფხულში ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელსაც სიცხისგან შეღონებული სახის დანახვისას სვამენ: „კონდინციონერი არ გაქვს?!“ თითქოს, ჩვეულებრივი მოვლენაა, არა?

მიდიხარ, არჩევ, უკვეთავ, გიმონტაჟებენ და ყველა ბედნიერია. განსაკუთრებით, გაგანია ზაფხულში მის სიახლოვეს მჯდარი პიროვნება, რომელსაც ყველა მხრიდან უბერავს გრილი ჰაერის ნაკადი და ხშირად ავიწყებს, რომ გარეთ  +45-ია..

მაგრამ რამდენჯერ დაფიქრებულხართ, რა გზა გამოიარა  სიგრილემ, ვიდრე ის ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით ხელმისაწვდომი გახდებოდა?! ნათელია, მისი შექმნის მომენტშიც აწუხებდათ სიცხე. შეიძლება  უფრო მეტადაც კი, თუმცა მაშინ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო და გაგრილება მარტივ სიამოვნებას არ წარმოადგენდა.

უძველესი გაგრილების სისტემები სხვადასხვა ქვეყნებში

მაგალითად, მდიდარი რომაელები იყენებდნენ  აკვედუკების შესანიშნავ სისტემას წყლის ცირკულაციისთვის, რომელიც სიგრილეს უნარჩუნებდა საცხოვრებლის კედლებს.

რომაელი იმპერატორი ელაგაბალუსი კი უფრო კრეატიული აზროვნების აღმოჩნდა და შემოქმედებითი მიდგომით საკითხისადმი, გადაწყვიტა თოვლი მთებიდან - პირდაპირ მის ბაღებში აღმოჩენილიყო, სატვირთო ვირების მეშვეობით.

ჩინეთში ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ გამოიგონეს ე.წ ვენტილიატორი, რომელიც დაახლოებით ოთახის  ზომის იყო და მექანიკურად მოჰყავდათ მოქმედებაში, ხოლო ახლო აღმოსავლეთში „ქარიან კოშკებს“ აშენებდნენ-სისტემა ქარის ბრიზს „იჭერდა“ და შენობაში ავრცელებდა.

მაგრამ ვის მიუძღვის  უზარმაზარი წვლილი იმაში, რომ  დღესაც  საბრალო რომაელებივით ან ჩინელებივით არ ვწვალობთ, ახლავე მოგიყვებით:

ეტყობა, ამერიკაში სიცხე სხვებზე მეტად აწუხებდათ. ან უბრალოდ ჩათვალეს, რომ კრეატიული მიდგომები და ანტიკური გამოცდილება თანამედროვე სამყაროს ფორმირების პროცესში საკადრისი გამოსავალი არ არის. ამიტომ ადგნენ და გამოიგონეს.  

პირველი ელექტრონული კონდინციონერი

პირველი ელექტრონული კონდინციონერი უილის  ჰავილანდ  კარიერმა  გამოიგონა 1902 წელს. გაგიკვირდებათ თავიდან ის ტიპოგრაფიაში, ბეჭდვის გასაუმჯობესებლად გამოიყენებოდა. გაცილებით პოპულარული იგი თომას მიჯლის მიერ ფრეონის მიგნების შემდეგ გახდა, 1928 წელს.

ამ დროიდან უკვე  დაიწყეს ფიქრი კონდინციორების გამოყენებაზე საყოფაცხოვრებო და საწარმო დანიშნულებით. გამაგრილებელი სისტემა  ხალხის  თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, დიდ  კორპორაციებში, ყოველთვის მისწრება იქნებოდა. პირველი კონდინციონერები კინოთეატრებში დამონტაჟდა.

1932 წლამდე  სახლისთვის ის შეუფერებლად  დიდი ზომის მოწყობილობად და ფუფუნების საგნად რჩებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც  შულცმა და  შეიმანმა  გამოიგონეს კონდინციონერი, რომელიც ფანჯარაზეც დაეტეოდა, მის შინ გამოყენებას ახალი პოტენციალი მიეცა.

მართალია, თავიდან მაღალი ფასის  გამო დიდად გაყიდვადი პროდუქტი ვერ გამოდგა. სამაგიეროდ, ჰენრი გალსონმა შექმნა ეკონომური ვერსია, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იყო და მასიურად დაიწყო კონდინციონერების წარმოება რამოდენიმე მწარმოებელთან ერთად.

1947 წელს უკვე  43 ათასი იყო გაყიდული. იმის აღსანიშნავად, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს  გაგრილებას  ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 100 მილიონი ამერიკელის სახლში მოიპოვება კონდინციონერი.

მაშინ როდესაც აზიისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში ტემპერატურის მატებისთანავე მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემენ, როგორ გადავურჩეთ  სიცხეს. ოღონდ, გადარჩენა, ამ შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენას გულისხმობს.

საქართველოში ამჟამად კონდინციონერების მოხმარება საშუალოზე მაღალი მაჩვენებლით შეგვიძლია შევაფასოთ, ვინაიდან, თანამედროვე ტექნოლოგიები, დარეგულირებული ბაზარი და ოფიციალური მწარმობელების შიდა  კონკურენცია პროდუქტს ხელმისაწვდომს  ხდის ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისთვის.

ამას ხელს უწყობს ისიც, რომ კონდიციონერები განვადებით ყველა ტექნიკის მაღაზიაში იყიდება.

განსაკუთრებული მოთხოვნით კი კორეული გიგანტის, სამსუნგის კონდიციონერები ხასიათდებიან.

ყოველ შემთხვევაში, ყველა დიდი შენობა, სასიცოცხლო ობიექტები, კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და გასართობი დაწესებულებები კარგად იაზრებენ, რამხელა დისკომფორტია სიცხე და რა ბედნიერებაა გაგრილება, მაშინც როდესაც გარშემო ყველაფერი იწვება.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას   

პოპულარული მოდელები