ხორცსაკეპი მანქანა, ბლენდერი და კომბაინი - ტექნიკის შედარება
November 18, 2020ხორცსაკეპი ყველა სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამზადოთ ხორცის ფარში, მოამზადოთ ძეხვეული, ქაბაბი და სხვა ნახევრად მზა ფაბრიკატები.
თუკი ადრე მხოლოდ ხელის ხორცის გასატარებელი მანქანები იყო გაყიდვაში, დღეს ასეთი მოდელები ჩანაცვლებულია მაღალი ხარისხის ელექტრო ხორცსაკეპი მანქანებით , რომლებიც მნიშვნელოვნად ზოგავენ დროსა და ძალისხმევას.
ბლოგების აღწერაში ხშირად აღვნიშნავთ, რომ თანამედროვე ხორცის მანქანები რამდენიმე ფუნქციასაც ითავსებს, რის გამოც თავისუფლად ანაცვლებენ სხვადასხვა სამზარეულო წვრილ ტექნიკას .
ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით, ხოცრსაკეპებთან ყველაზე ახლოს დგას ბლენდერი და სამზარეულო კომბაინი ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მანქანის კონკრეტული მოდელების განხილვამდე, სამივე ამ ტექნიკის მცირე მიმოხილვა შემოგთავაზოთ.
რომელია უკეთესი: ბლენდერი , კომბაინი თუ ხორცსაკეპი მანქანა ? თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც შედარებითი ანალიზისთვის წარმოგიდგინეთ.
ხორცსაკეპი
დადებითი:
- მაღალი სიმძლავრე;
- ხორცის სწრაფი დამუშავება;
- ხორცის ნახევარფაბრიკატების წარმოების შესაძლებლობა;
- მარტივი მართვა.
მინუსები:
- მინიმალური ფუნქციები.
ბლენდერი
დადებითი:
- შესაფერისია მცირე რაოდენობის პროდუქტების დასაბლენდერებლად;
- კომპაქტის ზომა;
- მობილური, ადვილად პორტატული;
- შენახვის დროს არ იკავებს დიდ ადგილს;
- გამოიყენება ბავშვის საკვების მოსამზადებლად.
უარყოფითი:
- ცუდად დამუშავებული ნედლი ხორცი;
- ერთჯერადად ვერ ამუშავებს პროდუქტების დიდი მოცულობას.
სამზარეულოს კომბაინი
დადებითი:
- მრავალფუნქციური მოწყობილობა;
- შესაძლებლობებით ცვლის ბლენდერს, ხორცსაკეპსა და წვენსაწურს;
- არ დაგჭირდეთ დამატებითი საქშენების შეძენა, ყველაფერი კომპლექტში შედის;
- უამრავი დანები და საქშენები;
- ნაწილები სწრაფად იხსნება და ირეცხება.
მინუსები:
- ყოველთვის არ შეუძლია მყარი და ტყავიანი ხორცის გადამუშავება;
- დიდ ადგილს იკავებს სამზარეულოში.
ახლა კი განვიხილოთ კონკრეტული მოდელის ხორცსაკეპები:
kenwood_mg_700
ხორცსაკეპი მანქანის სიმძლავრე 2000 ვტ-ია, რომელიც უწყვეტად 20 წუთის განმავლობაში მუშაობს და 1 წუთის განმავლობაში შეუძლია 3 კგ ხორცის გადამუშავება. ძარა და უჯრა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც ადვილად იწმინდება ნებისმიერი ჭუჭყისაგან.
ნაკრებში შედის ხორცის დასამუშავებელი 2 დისკი, ასევე ძეხვისა და ქაბაბის მოსამზადებელი თავები. მოდელს აქვს 2 სამუშაო სიჩქარე და რევერსის ფუნქცია. ძრავის დამცავი ფუნქცია ხელს უშლის მის გადახურებას.
მოწყობილობის დადებით მახასიათებლებში მომხმარებლები აღნიშნავენ: ფართო უჯრას, გრძელ 1.6 მ სიგრძის კაბელს, მკვეთრ დანას, გამარტივებულ მუშაობას, დაბალ ხმაურსა და ვიბრაციის დონეს.
უპირატესობები:
- ხორცის მაღალი დონით დამუშავების შესაძლებლობა;
- გადახურების დროს გათიშვის ფუნქცია;
- გრძელი დენის კაბელი;
- 2 სიჩქარე და რევერსის ფუნქცია;
- მთლიანად ლითონის კორპუსი.
უარყოფითი:
- ღირებულება
Panasonic MK-ZJ2700
ხორცსაკეპი Panasonic დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს დიასახლისებში, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ხორცის ფარშის, ძეხვისა და ქაბაბის მომზადება. ხორცსაკეპი მანქანა წუთში 2,9 კგ-მდე ხორცს ამუშავებს და დანადგარის მაქსიმალური სიმძლავრეა 2700 ვატი.
ხორცის საჭრელის კორპუსი კომბინირებულია, რომელიც დამზადებულია პლასტმასის და უჟანგავი ფოლადისგან.
ფეხები სტაბილურია, რომელიც მუშაობის დროს ხელს უშლის დანადგარის მოძრაობას. ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ძალიან მარტივია თითოეული ნაწილის გარეცხვა.
უპირატესობები:
- მაღალი სიმძლავრე;
- რევერსის ფუნქცია;
- სათავსო უჯრა კაბელისა და თავების შესანახად;
- დაბალი ხმაურის დონე;
- კაბელის სიგრძე - 1,8 მ
უარყოფითი:
- მაღალი ფასი.
Polaris ბრენდის ხორცსაკეპი მანქანები ჩვენს წინა ბლოში მიმოვიხილეთ.
პოპულარული მოდელები