ხელოვნური ნაძვის ხის უპირატესობები ბუნებრივთან შედარებით

ზამთრის არდადეგების მოახლოებასთან ერთად, ყველანი ვიწყებთ ფიქრს  ნაძვის ხის შერჩევაზე. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად  გაიზარდა ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვის ტენდენცია, რადგან ისინი ეკონომიური და გამძლეა.

თუმცა, იმისათვის, რომ პროდუქტი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად  მოგემსახუროთ, საჭიროა ყურადღებით მიუდგეთ არჩევის პროცესს. მაგრამ საინტერესოა - როგორ შევარჩიოთ სწორად ხელოვნური ნაძვის ხე ?

ხელოვნური ნაძვის ხეების უპირატესობები

უპირველეს ყოვლისა, ბევრი ადამიანი ხელოვნურ ნაძვის ხეს სწორედ ფულის დაზოგვის მიზნით ირჩევს, რადგან მისი გამოყენების საშუალო ვადა 10 წელია, მაგრამ სათანადო შენახვითა და მოვლით, ეს დრო კიდევ უფრო  შეიძლება გაიზარდოს. ყოველწლიურად, ბუნებრივი ნაძვის ხის ყიდვა  უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ერთხელ ხელოვნური ნაძვის იაფად ყიდვა .

პროდუქტის უპირატესობებში შედის სუნის არარსებობა.

ძლიერი სუნის გამო, ცოცხალი ნაძვის ხის დადგმა არ არის რეკომენდებული ისეთ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ან ორსულები ცხოვრობენ. ხელოვნური ნაძვი ჰიპოალერგიულია და არ წარმოქმნის არანაირ სირთულეებს.

ხის პრაქტიკულობა

ხელოვნური ნაძვის ხის დადგმა და დაშლა ნებისმიერ დროს შეიძლება. არ გექნებათ იმაზე სანერვიულო, რომ ხე დაიწყებს გახმობას ან დაშლას. პროდუქტის დამონტაჟებაც შედარებით  ადვილია, რადგან კომპლექტს მოყვება სპეციალური ჯვრის ფორმის სადგამი, რომლითაც ხე მეტ სტაბილურობას ინარჩუნებს და  წიწვებიც არ იშლება.

დიზიანი

ხელოვნური ნაძვის ხეები  უკეთესად გამოიყურება, რადგან ყველა მხრიდან ტოტები სიმეტრიულია და არ რჩება ცარიელი ადგილები, ასევე შესაძლებელია იყიდოთ ხელოვნური ნაძვის ხე დათოვლილი და სხვა მრავალი გაფორმებით. მოსახერხებელია მისი მორთვაც, თანაბრად ნაწილდება სათამაშოები, საახალწლო ნათურები  და წვიმები.

ზრუნვის სიმარტივე

ხელოვნური ხის შენახვა და მოვლა ძალიან მარტივია. ინსტალაციის დაწყებამდე საჭიროა, რომ თავისუფალი ადგილი ნესტიანი ტილოთი გაწმინდოთ, ხოლო დღესასწაულის დასრულების შემდეგ, ფრთხილად უნდა დაშალოთ და შეინახოთ მზისგან დაცულ ადგილზე.

ხელმისაწვდომობა

ხელოვნური ხის გაყიდვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, ზაფხულშიც კი. აქვე შეგახსენებთ იმასაც, ნებიმისმიერი ზომისა და დიზაინის ნაძვის ხეების იაფად ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც, ხოლო ნებისმიერ შერჩეულ მოდელს სრულიად უფასოდ, ნებისმიერ მისამართზე მოგაწვდით.

ხელოვნური ხის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

ხის ზომა და ინსტალაციის ადგილი სახლში

ყიდვის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ, სად განათავსებთ ნაძვის ხეს სახლში. ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხე არ ბლოკავდეს ოთახის კარებს ან ფანჯრებთან მისასვლელ სივრცეს. ხის მოხერხებულად გაფორმებისთვის, დარჩენილი უნდა იყოს თავისუფალი ადგილი.

სიმაღლე

მოდელები წარმოდგენილია 50-დან 500 სმ-მდე, მათგან კი თავად უნდა შეარჩიოთ ზომა. გაითვალისწინეთ ჭერის სიმაღლე და ასევე საკუთარი ფინანსები. როგორც წესი, ბინებისთვის 1.5-1.8 მ სიმაღლის ნაძვის ხეებს ირჩევენ.

დიზაინი

დიზაინის მიხედვით, ხელოვნური პროდუქტები შეიძლება დაიყოს ორ ტიპად: დასაკეცი და დასაშლელი. ორივე ვარიანტის დაშლა-აწყობა შესაძლებელია რამდენიმე წუთში.

სახლის ინტერიერის საახალწლოდ მორთვის საინტერესო ვარიანტები, ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ. დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები