ხელის ვერტიკალური მტვერსასრუტები

თუკი სახლის ან ბინის ყოველდღიური დასუფთავებისთვის მძლავრი და მოსახერხებელი მტვრესასრუტების ყიდვა   გსურთ, მაშინ ეს აღწერა ნამდვილად თქვენთვისაა. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებული ხელის ვერტიკალური მტვერსასრუტები , რომლებიც ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტზე გაყიდვების მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია.

Tefal TY8871RO

Tefal მტვერსასრუტის  ელემენტის ხანგრძლივობაა 55 წუთი, დატენვას კი  360 წუთს ანდომებს .  დამატებით  გათვალისწინებულია დატენვის დონის სენსორი. მტვრის ავზის მოცულობა 0.5 ლიტრია, ხმაურის დონე კი 82 დბ-მდეა. ნაკრებში შედის ტურბო ფუნჯი და Delta Vision სამკუთხა ჯაგრისის თავი LED განათებით. მოწყობილობის წონა 3.4 კგ-ია.

მტვერსასრუტის გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ  დიდ ბინებსა და სახლებში, რადგან ელემენტის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათამდეა. გარდა ამისა, მოსახერხებელი მოდელია, რომელიც დასუფთავებისას ზედმეტ დისკომფორტს არ შეგიქმნით. კონტეინერი ადვილად იწმინდება ჭუჭყისგან და ასევე გათვალისწინებულია ვერტიკალური პარკირების შესაძლებლობა ბაზის სადგამზე მიბმის გარეშე.

დადებითი:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • მანევრირებადი, ადვილად კონტროლირებადი - ფუნჯის ტრიალი ადვილია ტახტის, მაგიდის ფეხების გარშემო და კუთხეებში მოსაქცევად;
  • 3 ოპერაციული რეჟიმი - მოწყობილობა მუშაობს მაქსიმუმ 20 წუთის განმავლობაში, დაბალი ენერგიით - 55 წუთი;
  • მოსახერხებელია როგორც მუშაობა, ასევე -  შენახვა;
  • ერთი დატენვა საკმარისია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობისთვის;
  • კარგად იწოვს სხვადასხვა ნამსხვრევს.

მინუსები:

  • ელექტრო ენერგიის მაღალი მოხმარება;
  • მძიმეა;
  • დამატებითი დანართები არ არის კომპექტში წარმოდგენილი.

Philips FC 6169

ხელის უსადენო მტვერსასრუტი Philips 40 წუთის განმავლობაში დამოუკიდებლად, უპრობლემოდ  მუშაობს , რომელიც  დატენვას დაახლოებით 5 საათს ანდომებს (300 წუთი). მტვრის ავზის მოცულობა 0.6 ლიტრია, ხოლო ხმაურის დონე 83 დბ-მდე აღწევს. მტვერსასრუტის საერთო წონა სულ რაღაც 3.2 კგ-ია.

დადებითი :

  • ლამაზი, ელეგანტური დიზაინი;
  • სანდო მოწყობილობა;
  • დანართების ამოღება და ინსტალაცია მარტივია;
  • მოსახერხებელი და სწრაფი მტვერსასრუტი .

მინუსები:

  • ელემენტი სუსტია;
  • ნაკრებში HEPA ფილტრის ნაკლებობა.

BBK BV 2526

მოდელის შეწოვის ძალაა 100 ვტ., ხოლო ბატარეის ხანგრძლივობაა 25 წუთი. წინა მოდელებისგან განსხვავებით, აღნიშნული ხელის მტვერსასრუტი   იტენება შედარებით სწრაფად - სულ რაღაც 3 საათში (240 წუთში). მტვრის ავზის მოცულობა 0,.75 ლიტრია. ხმაურის დონე  კი დაბალი  აქვს - 72 დბ.  მოწყობილობის წონა 2.8 კგ-მდეა.

 

დადებითი:

  • მოსახერხებელი დიზაინი - ადვილად ასუფთავებს, რომელიც მუშაობის დასრულების შემდეგ შესაძლებელია განთავსდეს თავის ბაზაზე, სადაც ელემენტი იმუხტება;
  • დაბალი ფასი;
  • ძლიერი ძრავა, რომელიც კარგად ასუფთავებს მტვერს. ტურბო ფუნჯი ადვილად აშორებს თმასა და ცხოველის ბეწვს;
  • იტენება სწრაფად ამიტომ, ყოველთვის მზად არის სამუშაოდ.

პოპულარული მოდელები