უკაბელო ვერტიკალური მტვერსასრუტები

ბოლო პერიოდში,  ვერტიკალური უკაბელო   მტვერსასრუტები განსაკუთრებით პოპულარული ხდება ამიტომ,  ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც მუდმივად ემატება თანამედროვე მოდელები.

თუ სახლისთვის ან  ბინისთვის კომპაქტური მტვერსასრუტების ყიდვა გსურთ, მაგრამ მრავალფეროვანი არჩევანის ფონზე გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება , დღევანდელი ჩვენი ბლოგი აუცილებლად დაგეხმარებათ ამ საკითხის გადაჭრაში.

მტვერსასრუტების უმეტესობა ფუნქციონალურობითა და ავტონომიურობით ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ მათ შორის მაინც არსებობს მცირე განსხვავებები. ჩვენ შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ მოდელების მახასიათებლებზე, რათა გამოვყოთ თითოეული მოდელის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე.

Jimmy JV85 Pro

რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს  ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მძლავრი მტვერსასრუტი .

მოდელის გამორჩეული თვისება LED დისპლეია, რომელიც აჩვენებს ბატარეის მდგომარეობასა და მოქმედ სამუშაო რეჟიმს. ფუნქციონირებს მხოლოდ 3 რეჟიმში: ტურბო რეჟიმში მუშაობს 15 წუთი, საშუალო  რეჟიმში 30 წუთი და 70 წუთი ეკონომ რეჟიმში.

აკუმულატორის მოცულობაა 2500 mAh. სრულ დატენვას კი დაახლოებით 3-4 საათი სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ელემენტი იხსნება და მათი შეძენა შეგიძლიათ ცალკეც. ტურბო რეჟიმში მაქსიმალური ხმაური არ აღემატება 82 დბ-ს. მტვრის კონტეინერის მოცულობა კი 600 მილილიტრია.

კომპლექტში შედის: მოქნილი ლითონის მილი, რბილი მილი, ტურბო ჯაგრისი მატყლისა და ცხოველის ბეწვისთვის, ტურბო ფუნჯი ხალიჩებისთვის და ცალკე ოთხი დანართი: ავეჯის, ვიწრო ადგილების, ლეიბებისა და დელიკატური წმენდისთვის.

დადებითი:

  • სიმძლავრე;
  • LED ეკრანი განთავსებულია სახელურზე;
  • მდიდარი აღჭურვილობა;
  • ტურბო ფუნჯი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად თმებისა და ცხოველი ბეწვისთვის;
  • დაბალი ხმაურის დონე;
  • მოსახსნელი ბატარეა.

მინუსები

  • ფასი.

მაღალი ენერგია და თანამედროვე დიზაინი ამ მოდელის მთავარი უპირატესობაა, რომელიც სხვა კონკურენტი მტვერსასრუტებისგან ძალიან გამოარჩევს. მომხმარებელთა შეფასებებისა და გამოცდილების თანახმად, 150 ავტ სიმძლავრე, რომელიც Jimmy JV65 და Dreame V11 მტვერსასრუტს აქვს, საკმარისია ბინის სრულფასოვანი დასუფთავებისთვის.

Dreame V11

რეიტინგში მეორე ადგილზეა უსადენო მტვერსასრუტი , ხოლო LED დისპლეის არსებობა უფრო მოსახერხებელია გამოსაყენებლად.

აკუმულატორის სიმძლავრეა 3000 mAh.  სრული დატენვით, ეკონომიურ რეჟიმში, შეუძლია 90 წუთამდე მუშაობა. მაღალი შეწოვის სიმძლავრეა 150 ავტ, რომელსაც ცალკე  იატაკის გასაპრიალებლად რეჟიმი აქვს. კომპლექტში შედის ვიწრო ადგილების, ავეჯისა და ლეიბების დასასუფთავებელი საქშენები.

დადებითი:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • კარგი ავტონომია;
  • დახვეწილი დიზაინი და ერგონომიკა.

მინუსები:

  • ტურბო რეჟიმში შემცირებული მუშაობის დრო;
  • კომპლექტაცია.

Jimmy JV65

რეიტინგში მესამე ადგილზეა მაღალი ენერგიისა და გაფართოებული კომლექტაციის მქონე მტვერსასრუტი. კომლექტში შედის: ტურბო ფუნჯი თმებისა და ცხოველის ბეწვისთვის, ტურბო ფუნჯი ხალიჩებისთვის, ვიწრო ადგილებისთვის, ავეჯისთვის, ლეიბებისთვის, დელიკატური წმენდისთვის.

მტვრის კონტეინერის მოცულობა 500 მილილიტრია. აკუმულატორის სიმძლავრეა 2500 mAh, ენერგიის ხანგრძლივობა კი 70 წუთია. ტურბო ფუნჯის საშუალებით, ბატარეის ხანგრძლივობა მცირდება მაქსიმუმ 8 წუთამდე, სტანდარტული რეჟიმში 22 წუთამდე და ეკონომიურ რეჟიმში 45 წუთამდე.

დადებითი:

  • აღჭურვილობა;
  • დაბალი ხმაურის დონე.

მინუსები:

  • მუშაობის შემცირებული დრო ტურბო რეჟიმში.

ტომრიანი მტვერსასრუტების საუკეთესო მოდელების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები