თხევადკრისტალური ტელევიზორების მოწყობილობა

თხევადკრისტალური ტელევიზორის მოწყობილობა - ორი გამჭირვალე პანელი, რომელთა შორის განთავსებულია თხევადი კრისტალების ფენა.
ამ ტიპის ეკრანზე სურათი არ ციმციმებს. ეს იმიტომ, რომ განსხვავებით კინოსკოპურისგან, ეკრანზე სურათი მწკრივისებურად გამოდის.

LCD ტელევიზორების სასარგებლოდ მეტყველებს დაბალი ენერგომოხმარება და სურათის შესანიშნავი მოყვანილობა.  დროთა განმავლობაში მათი ეკრანი არ იწვება, რადგან ისინი არ ქმნიან ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს ისე, როგორც პლაზმის, სწორედ ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება კომპიუტერის მონიტორადაც.

LCD ტელევიზორი გამოყოფს ნაკლებ სითბოს და მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას . LCD ტელევიზორების მინუსია, ის, რომ არ გამოირჩევიან კარგი ხილვადობით.

ხილვადობის დიდი კუთხის შემთხვევაში გამოსახულების ხარისხი მაინც იკარგება, მიუხედავად იმისა, რომ 170 და მეტი  გრადუსია მითითებული მათ ტექნიკურ პასპორტში. 

აგრეთვე, ამ ტიპის ტელევიზორებს რჩებათ პრობლემა რეაქციის დროსთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოსახულება დეგრადირდება  სურათის სწრაფი ცვლილების დროს.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია როცა ანდროიდ ტელევიზორები გვაინტერესებს.

პლაზმასთან შედარებით აქვს დაბალი ხარისხის შავი ფერი, რომელიც უფრო ნაცრისფერია, ვიდრე შავი.

თხევად კრისტალური ტელევიზორების ზომა 110 დიუმამდე აღწევს, ფასი კი იზრდება ზომის გაზრდასთან ერთად. LCD ტელევიზორის სოცოცხლის ხანგრძლივობა, ისევე, როგორც პლაზმის 60 000 - 100 000 საათია. მაგრამ თუ სხვა დაზიანება არ აქვს, შესაძლებელია გამოვცვალოთ მისი სინათლის წყარო და არა ეკრანი, რაც ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

თხევადკრისტალური ტელევიზორების უკანა განათების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს - ლამპის საფუძველზე ცივი კათოდით - CCFL და დიოდური ინდიკატორის საფუძველზე - LED (Light-Emitting Diode).

კიდევ უფრო მაღალი კონტრასტულობითა და ბუნებრივი ფერებით გამოირჩევა LED ტელევიზორები , რადგან LCD ტელევიზორში ლამპა ცივი კათოდით ანათებს მთელ ეკრანს, ხოლო LED ტელევიზორებში, დიოდების რაოდენობიდან გამომდინარე, მართვის სქემა ახდენს რამოდენიმე დიოდის დაბნელებას იმ მონაკვეთზე, სადაც ეს საჭიროა.

გადახედეთ 2019 წლის საუკეთესო სმარტ ტელევიზორებს , უამრავი საერთაშორისო შეფასების მიხედვით.

ასევე, LED ტელევიზორები ბევრად თხელია, ვიდრე LCD, მოიხმარს კიდევ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო მეტია.

პოპულარული მოდელები