ტოსტერი, მარწყვი, პიტნა - ტოსტი მზადაა
June 04, 2021საუზმის აუცილებლობის შესახებ სულ უფრო ხშირად შეხვდებით სტატიებსა და ბლოგებს. ცნობილი ინფლუენსერები, დიეტოლოგები, ნუტრიციოლოგები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები, თანხმდებიან რომ საუზმე იმუნიტეტის საუკეთესო დამცველია და აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას დილით კვებას.
დაფიქრდით, ახალგაღვიძებულ ადამიანს დილით რისი მომზადების რესურსი შეიძლება ჰქონდეს. თან თუ გავითვალისწინებთ მთელ რიგ მოთხოვნებს საუზმის მიმართ, რომ საუზმე უნდა იყოს გემრიელი, ვიტამინებით სავსე და ჯანმრთელი, დაბალკალორიული და ამავდროულად ნოყიერიც, თან ბევრი დრო არ უნდა დაგჭირდეს მის მოსამზადებლად, პირველ რიგში ტოსტი არ გაგახსენდათ?
მადის აღმძვრელი ფრანგული ტოსტების უამრავ ვარიაციას იპოვის დაინტერესებული ადამიანი ინტერნეტში, მაგრამ ჩემპიონი ტოსტის რეცეპტი მაქვს თქვენთვის, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმში ჯდება. ამისათვის დაგჭირდებათ მარწყვი, პიტნა და სენდვიჩის ტოსტერი, როგორც დამხმარე საშუალება გახუხული პური მოსამზადებლად. ამ რეცეპტით მომზადებული თქვენი ტოსტიც რომ საუკეთესო გამოვიდეს, დარწმუნდით, რომ სწორად შეარჩიეთ ტოსტერი. დიახ, არ მოგესმათ - ტოსტერი! ტოსტის მთავარი იგრედიენტი ხომ გახუხული პურია?! მხოლოდ კარგ ტოსტერს შეუძლია, რომ საუზმეზე დანახშირებული პურის იმედად არ დარჩეთ. ტოსტის პური უნდა იყოს ზომიერად გამომშრალი და ხრატუნა.
როგორც ცნობილი შეფი იოსები გვირჩევს, არაა აუცილებელი მაღალბიუჯეტიანი და მრავალფუნქციური ტოსტერი გვქონდეს სამზარეულოში, რომ გემრიელი საუზმის ფუფუნება მოვიწყოთ ყოველ დილით. ის თავის გამომწერებს, ნაკლებად ცნობილი ბრენდის - SENCOR -ის ტოსტერის შესახებ ესაუბრა, რომელიც ონლაინ განვადებით შეიძინა, თვეში 9 ლარად.
საჩვენებელ ვიდეოში, შეფ იოსები ჩვენი რეცეპტით ამზადებს ტოსტს: იღებს მარწყვს, ჭრის მცირე ზომის ნაჭრებად, ზემოდან აყრის 2 კოვზ შაქარს, რათა მარწყვმა წვენი გამოიღოს, პარალელურად კი, ტოსტერში 2 ნაჭერ პურს ბრაწავს. გახუხულ პურზე აწყობს წინასწარ დაჭრილს მარწყვს, ზემოდან აყრის დაქუცმაცებულ პიტნას, ხოლო თავსართად იყენებს მარწყვის წვენს. დასრულებული ტოსტი იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ დაგემოვნება მოგინდებათ.
გაითვალისწინეთ შეფ იოსების რეკომენდაციები და თქვენც მოიმზადეთ დაბალკალორიული საუზმე ყოველ დილით!
მრავალფუნქციური ტოსტერების საუკეთესო მწარმოებლების მიმოხილვა, იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები