ტომრიანი  საუკეთესო მტვერსასრუტები

მტვერსასრუტები, რომლებსაც ჩანთის ფორმის, იგივე ტომრის მტვრის შემგროვებლები აქვთ, ჩვენთვის დიდი ხანია ნაცნობია და ამ ტიპის მოდელებსაც ხშირად მიმოვიხილავთ ჩვენს ბლოგებში. როგორც წესი, ეს არის მარტივი ფუნქციონირების მქონე მოდელი, რომელიც სხვა მტვერსასრუტებისგან ხელმისაწვდომი ფასით განსხვავდება.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აღჭურვილობები ტომრის მუდმივ დასუფთავებას საჭიროებენ ვფიქრობთ, რომ კლასიკურ ერთეულებსაც აქვთ არსებობის უფლება და ამას მოწმობს კიდეც გაყიდვების მაჩვენებლები.

ასეთი მტვერსასრუტების ყიდვა  რეკომენდირებულია პატარა ბინისთვის ან აგარაკისთვის, სადაც იშვიათად  გამოიყენებთ მას.

Samsung VC24GHNJGBK - მძლავრი მტვერსასრუტი ტურბო ფუნჯით

მტვერსასრუტი Samsung აღჭურვილია ძლიერი ძრავით, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად შეისრუტოს ყველანაირი ჭუჭყი, თუნდაც ძალიან ფუმფულა ხალიჩებიდან. თუ სახლში  შინაური ცხოველები გყავთ, ამისთვის გათვალისწინებულია სპეციალური ტურბო ფუნჯი, რომლითაც მარტივად შეგიძლიათ მოაშოროთ ყველანაირი ბეწვი.

ამავე დროს, Silencio Plus Brush-ის სპეციალური დიზაინი ამცირებს ხმაურის დონეს 75 დბ- მდე. მტვერსასრუტს აქვს ორი ჩამონტაჟებული ფილტრი (კორპუსსა და სახელურზე), რომელიც აკონპენსირებს იმ ფაქტს, რომ მოწყობილობას არ აქვს ქსოვილისთვის განკუთვნილი საქშენები.

უპირატესობები:

  • მაღალი შეწოვის ძალა;
  • მტვრის კონტეინერის მაჩვენებელი;
  • 2 ჩამონტაჟებული ფილტრი;
  • ტურბო ფუნჯი;
  • დენის რეგულირება სახელურზე;
  • შემცირებული  ხმაურის დონე.

ნაკლოვანებები:

  • ტურბო ფუნჯის გამოყენება ამცირებს შეწოვის ენერგიას.

Samsung მტვერსასრუტი კარგად მუშაობს ნებისმიერი ტიპის იატაკზე ან ხალიჩაზე და  შესაფერისია  ისეთი სახლებისთვის, სადაც ცხოველები ცხოვრობენ.

Miele SDAB3 - წმენდა შეუზღუდავი არეალით

გლუვი და ფაფუკი ზედაპირების, ისევე როგორც რბილი ავეჯის გაწმენდის პრობლემა საერთოდ არ აქვს Miele SDAB3 მტვერსასრუტს. გარდა ამისა, გააჩნია მრავალი საქშენები, რომლებიც არ კაწრავენ ზედაპირს.

ფართო ზომის მტვერსასრუტის მტვრის ტომარა  საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ იგი დიდი ხნის განმავლობაში და სპეციალური ინდიკატორის წყალობით აკონტროლოთ შევსების დონე.

უპირატესობები:

  • კომპლექტში შედის 5 საქშენი;
  • შესაძლებელია ჰორიზონტალური და ვერტიკალური პარკინგი;
  • მტვრის ტომრის სრული მაჩვენებელი;
  • მტვრის შემგროვებელი ფართო  ტომარა;
  • დენის რეგულირება.

ნაკლოვანებები:

  • არ არქვს ტურბო ჯაგრისი.

Miele მტვერსასრუტი შესანიშნავია ნებისმიერი საშუალო ბინის გასაწმენდად . მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია მრავალი დამატებითი ფუნქცია, ის საკმაოდ კარგად ასრულებს თავის საქმეს.

Miele SKMR3 Blizzard CX1 Comfort PowerLine - პრემიუმ კლასის მტვერსასრუტი

საშუალო ძრავის 1.1 კვტ სიმძლავრის მიუხედავად, მტვერსასრუტი უზრუნველყოფს დასუფთავების მაქსიმალურ ეფექტურობას. Miele Vortex Technology-ის წყალობით, 100 კმ / სთ ჰაერის ნაკადი ისრუტავს როგორც ნამსხვრევებს, ასევე - მტვერს.

მტვრის ტომრის გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ ერთი მოძრაობით, რომლითაც მტვერი ზუსტად თავსდება ურნაში და არ იფანტება ჰაერში. სპეციალური ფილტრი, რომელიც ინარჩუნებს წვრილ მტვრის ნაწილაკებს, ავტომატურად იწმინდება.

მტვერსასრუტს აქვს გადახურებისგან დაცვის ფუნქცია. ერგონომიული სახელური კი ამცირებს ხელების დაძაბვას. ასევე გათვალისწინებულია რეზინის ბორბლები, რომლებიც 360 °-ით ბრუნავს და მტვერსასრუტით გადაადგილებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

უპირატესობები:

  • გლუვი დაწყება;
  • ჰაერის მაღალი  დინების სიჩქარე;
  • მტვრის ტომრის მოსახერხებელი გაწმენდა;
  • შემცირებული ხმაურის დონე;
  • თვითწმენდადი ფილტრი;
  • კაბელის ავტომატური დახვევის ფუნქცია.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

პოპულარული მოდელები