თმის საკრეჭი - საჭირო რჩევები
September 17, 2019გინდათ იყოთ ყურადღეს ცენტრში ?! გსურთ გამუდმებით თქვენზე ისაუბრონ?! მაშინ დაუჯერეთ ჰილარი კლინტონის სიტყვებს: - როდესაც მსურს, რომ რაიმე სერიოზული თემა ჟურნალის გარეკანზე მოხვდეს მე ვიცვლი ვარცხნილობას -
თუ ამ სიტყვებმა დაგაინტერესათ, მაშინ არანაკლებ დაგაინტერესებთ პირველი თმის საკრეჭი აპარატის ისტორიაც , რომელიც ლეო ჯ. ვოლის სახელს უკავშირდება. სწორედ ამ ადამიანმა შექმნა პირველი ელექტრო თმის საკრეჭი.
მან პირველად შეიმუშავა ხელნაკეთი კლიპერი მასაჟისტი ბიძის, დოქტორ ფრანკ ვალისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, ლეო თავის გამოგონებას ნერგავდა სხვადასხვა საპარიკმახეროებში და შენიშნა, რომ იგი დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, შესაბამისად ხელსაწყოს გაუმჯობესების პერსპექტივაც საკმაოდ რეალური ჩანდა.
ამ გამოგონების წყალობით მამაკაცებს საშუალება ეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, დამღლელი სალონური ვიზიტების გარეშე, მიიღონ მათთვის სასურველი ვარცხნილობა.
ალბათ დაგებადათ კითხვა, თუ რატომ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე თქვენი ვარცხნილობის მოწესრიგება. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - თქვენ თვიდან თვემდე დაზოგავთ უამრავ ფულს და სულ ცოტა გაზრდით დროს სალონში ვიზიტებს შორის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვარცხნილობის შესწორებას შეძლებთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების გარეშე სალონებში, რაც, შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება თქვენი დროის დანაზოგზე - ამაში ე.წ. თმის საპარსი დაგეხმარებათ .
არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ თქვენი პირადი გამოცდილება მოგვიანებით დაგეხმარებათ, რათა სტილისტს ზუსტად აუხსნათ სასურველი ვარცხნილობის აღწერილობა.
რა თქმა უნდა, თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ თმის რადიკალურად მოკლედ შეჭრა მანქანით. უამრავი მოდური თმის ვარცხნილობა შეიძლება მივიღოთ ამ უკანასკნელის მეშვეობით. ყველაფერს, რაც თქვენ უნდა იცოდეთ ამის შესახებ, ამ სტატიაში ნახავთ!
თავდაპირველად უნდა მოძებნოთ სასურველი თმის სტილი. უმჯობესია, თუ პირველ ჯერზე რაიმე მარტივ ვარცხნილობას შეარჩევთ.
სანამ უშუალოდ საკრეჭს მიუახლოვდებით და თმის შეჭრას დაიწყებთ, იზრუნეთ თქვენი მასალის მომზადებაზე. გქონდეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ შეწყვეტა.
უმეტეს შემთხვევაში, მიზანშეწონილია თმის დასველება. ბევრი პარიკმახერი იწყებს თავის ერთ მხარეს და შემდგომ განაგრძობს ამ გზით თავის უკანა მხარეს. ამის ნაცვლად, მე გირჩევთ ჯერ ორივე მხრიდან გაჭრათ, კისერს კი ბოლოს დაუთმოთ დრო, რომ არ დაგავიწყდეთ, თუ როგორ დაამუშავოთ მეორე მხარე.
კისრის მიდამოში მუშაობა კი ყოველთვის გამოწვევაა, თუნდაც დამატებით სარკეს ფლობდეთ. უმარტივესი გზაა ვინმეს სთხოვოთ ამ ადგილის შეკრეჭა ან მინიმუმ თმის შემცირება.
როგორც წესი, თმა თავის ზედა ნაწილზე შედარებით გრძელია. მოცემულ ადგილს დაამუშავებთ მაკრატლით და სავარცხლით თუ თმის საკრეჭით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოკლე თმას ატარებთ. თუ ძალიან სქელი თმა გაქვთ, გამოიყენეთ გამათხელებელი საკრეჭი.
რაც შეეხება სტილისტიკას, თმის მოკლედ შეჭრისას შეგიძლიათ უბრალოდ თმის ბუნებრივად გაშრობა და შემდეგ რამდენიმე გელის გამოყონება. თმა კი, რომლის სიგრძე 2.5 სანტიმეტრს აჭარბებს, ჯერ უნდა გაშრეს თმის ფენით და ფორმაში უნდა იქნას მოყვანილი.
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გსურთ ამ მეთოდით თქვენი თმის მთლიანად შეჭრა თუ მხოლოდ მცირედი შესწორებების შეტანა, ამიერიდან, ამ ტექნიკით შეძლებთ დაზოგოთ ბევრი ფული.
თუმცა, თუ გნებავთ გადახედეთ 5 მთავარ ფაქტორს, რომელიც ჯობს თმის საკრეჭის შეძენისას გაითვალისწინოთ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები