თმის საკრეჭების საუკეთესო მოდელები - რეკომენდაციები

 თუ თქვენ უბრალო ვარცხნილობას ატარებთ, არ არის საჭირო მუდმივად ძვირადღირებულ სალონებში ვიზიტი, რადგან საუკეთესო თმის საკრეჭების   საშუალებით, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ იდეალური ვარცხნილობის გაკეთება. როგორ? ამას ჩვენი ბლოგის საშუალებით გაიგებთ.

თმის საპარსები ან საკრეჭები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. მაგალითად,  ყველაზე უბრალო მოდელებს რამდენიმე თავი აქვს, ხოლო უფრო თანამედროვე მოწყობილობები აღჭურვილია სხვადასხვა საქშენით, რომლითაც შეგიძლიათ არა მხოლოდ თმის შეჭრა,  არამედ სხეულის ნებისმიერი ზონიდან არასასურველი თმის მოშორება.

რამდენ ხანს შეუძლია საკრეჭებს მუშაობა ?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამედროვე ტრიმერებს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საქშენი,  რომელიც არეგულირებს თმის შეჭრის სიგრძეს.

 თმის საკრეჭი მანქანის  მიერ შესრულებული ვარხნილობა,  შეიძლება იყოს 0.5-დან 45 მმ სიგრძემდე დიაპაზონში ,  ხოლო პროფესიონალური თმის საკრეჭების  პოზიციის რაოდენობამ  შეიძლება 41-მდე მიაღწიოს .

სიმართლე გითხრათ, სახლის პირობებში თმის შეჭრისთვის, მაქსიმუმ 6 პოზიცია  სრულიად საკმარისია. მაგალითად,  Philips საკრეჭებს  შეუძლიათ 0.5-დან 25 მმ-მდე თმის სიგრძის რეგულირება.

როგორი ტიპის დანები არსებობს?

თუ თმის საკრეჭის ყიდვა გსურთ,  გაითვალისწინეთ, რომ ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ ის მასალაა, რომლისგანაც  დანები მზადდება. მაშ ასე, დავიწყოთ თითოეული მათგანის კონკრეტულად განხილვა:

ფოლადი - გამოიყენება ბიუჯეტურ მოდელებში, რომლებიც სწრაფად თბება. ერთი სიტყვით,  ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი;

კერამიკა - არ თბება და ძალიან გამძლეა. გარდა ამისა, საფარი ჰიპოალერგიულია და ეს კომპონენტი განკუთრებით  მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ ბავშვებისთვის თმის შეჭრას;

ტიტანის საფარი - ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც ძალიან დიდხანს ძლებს და უძლებს ნებისმიერ დაზიანებას (ისევე როგორც კერამიკის მასალა).

როგორ დავტენოთ ან შევინახოთ საკრეჭები?

თმის საკრეჭის გამოყენება შესაძლებელია როგორც ქსელიდან,  ასევე ელემენტების საშუალებით ან სულაც ორივენაირად.

თუ შეარჩევთ პირველ ვარიანტს, უნდა გაითვალისწინოთ,  რომ  კომფორტული სამუშაოსთვის კაბელის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 3 მეტრი. თუ მრავალჯერადი დატენვის მქონე ტრიმერი  გსურთ,  მაშინ კვების ელემენტის ხანგრძლივობა მინიმუმ 30 წუთი უნდა იყოს, რადგან  უფრო მოკლე პერიოდში რთულია თმის შეჭრა.

მესამე ვარიანტი ოპტიმალურია, ვინაიდან ელემენტის დაცლის შემდეგ, ასეთი საკრეჭები საშუალებას გაძლევთ მოწყობილობა დააკავშიროთ ქსელთან და ასე გააგრძელოთ მუშაობა.

როგორი ძრავა უნდა შევარჩიოთ ?

თანამედროვე თმის საპარსები აღჭურვილია ორი ტიპის ძრავით: ვიბრაციული და მბრუნავი. პირველი ტიპის მოწყობილობები არ არის შექმნილი სქელ თმაზე მუშაობისთვის, რადგან მათი სიმძლავრე 15 ვტ-ს არ აღემატება,  ხოლო მუშაობის საშუალო დრო 20 წუთია. გარდა ამისა, ასეთი მოწყობილობები საკმაოდ ხმაურიანია.

პროფესიონალური თმის საკრეჭების მწარმოებელი WAHL იყენებს საკუთარ ლიცენზირებულ  ვარიანტს ვიბრაციული ძრავისთვის, რომელიც მუშაობს დიდი ხნის განმავლობაში და არც ზედმეტად არ ხურდება.

წარმოგიდგენთ თმის საკრეჭების რეიტინგულ მოდელებს:

WAHL Aqua Groom

მსოფლიოში ცნობილი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი საპარსია , რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიშოროთ არასასურველი თმა სხეულის ნებისმიერი ზონიდან. ლითიუმ-იონის ბატარეის დამსახურებით, მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობა გრძელდება 180 წუთის განმავლობაში.

კომპლექტში შედის  6 პოზიციისთვის  განკუთვნილი რეგულირებადი საქშენები (2, 4, 6, 8, 10, 12 მმ). როგორც სახელიდანაც ჩანს, საპარსები განკუთვნილია შხაპის ქვეშ გამოსაყენებლად: სხეული მთლიანადაა დაცული წყლისგან. დანის ამოღება ძალიან მარტივია და შესაძლებელია ონკანის ქვეშ გარეცხვაც,  რაც ტრიმერის მოვლას მნიშვნელოვნად აადვილებს.

MOSER 1884-0050 Li + Pro: ნახევრად პროფესიონალური თმის საკრეჭი

თმის საკრეჭი Moser  საკმაოდ ძვირადღირებულია , რომელსაც შეუძლია იმუშაოს როგორც ავტონომიურად,  ისე - ქსელიდან. ამავე დროს, მბრუნავი ძრავის (იგივე თავების) წყალობით,  საკმაოდ ძლიერი და სწრაფია (5200 rpm).

თმის შეჭრის სიგრძე მერყეობს 0.7-დან 25 მმ-მდე, ხოლო  სიგრძის პარამეტრების რაოდენობაა 11 ერთეული.

Panasonic ER-GP80

მანქანას აქვს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი. პირველი,  დისკის სიგრძის რეგულირება (0.8-დან 2 მმ-მდე) დანართების შეცვლის გარეშე. მეორე -  მოსახერხებელი ბაზა,  სადაც შეგიძლიათ დასატენად განათავსოთ მოწყობილობა. მესამე - სპეციალური X ფორმის პირები, რომლებიც უმკლავდება ნებისმიერ თმას.

პოპულარული მოდელები