ტელევიზორის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები Samsung და LG
December 15, 2020თანამედროვე ტელევიზორები მულტიმედიური მოწყობილობებია, რომელთაც შეუძლიათ ქსელში დამოუკიდებლად შესვლა და გამოსახულების პარამეტრების შეცვა ფილმის ტიპისა და ოთახის განათების ხარისხის გათვალისწინებით. ასევე განსაზღვრავენ მფლობელების სურვილის შესაბამის ვიდეო-კონტენტს და სრულად ცვლიან მონიტორებს კომპიუტერული თამაშებისთვის.
დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ LG და Samsung ტელევიზორების მიმოხილვა, რომლითაც შესაძლებელი გახდება ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვა და მათი უარყოფით-დადებითი მხარეების განსაზღვრა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ წინასაახალწლოდ, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შემოთავაზებული გვაქვს ფასდაკლებები ტელევიზორებზე , ასევე შესაძლებელია ტელევიზორების განვადებით ყიდვა , რომელსაც სრულიად უფასოდ ნებისმიერ მისამართზე მოგაწვდით.
LG 43UK6200 43 დიუმიანი (2018)
LG ტელევიზორი გამოირჩევა დაბალი ფასითა და თნამედროვე ფუნქციებით. ამავდროულად, ელეგანტური მეტალის ჩარჩოში მოთავსებული ტელევიზორი აჩვენებს მაღალი რეზოლუციის სურათებს, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან, ნათელ, მდიდარ ჩვენებას.
მოწყობილობა აღჭურვილია ყველაფრით, რაც გჭირდებათ 4K კონტენტის კომფორტული ყურებისთვის: HDR10 Pro, Smart-TV , ჩაშენებული ტიუნერი და მედიაფლეერი, USB ფლეშ დისკზე ჩაწერის ფუნქციით.
მძლავრი 4 ბირთვიანი პროცესორი უზრუნველყოფს Smart-TV ფუნქციების გამართულად მუშაობას, პროგრამების სწრაფად დატვირთვას, ზრდის სურათის კონტრასტს და სიმკვეთრეს.
სპეციალური აუდიოტექნოლოგიის გამოყენების წყალობით, ტელევიზორი გამოირჩევა კარგი ჟღერადობითა და ხმით.
მახასიათებლები:
- ზომები (დგომის გარეშე) – 97.5 x 61.5 x 8 სმ;
- რეზოლუცია - 3840 x 2160, 4K UHD, HDR;
- სიხშირე - 50 Hz;
- ხმა - 20 (2 x 10) W;
- დამატებითი ფუნქციები - ხედვის კუთხეები 178 °, ხმის კონტროლი.
დადებითი:
- მისაღები ფასი;
- კარგი ხმა.
Samsung UE43TU8000U 43 დიუმიანი (2020)
თანამედროვე მოდელი, რომელიც წარმოდგენილია მკაცრ, მაგრამ ელეგანტურ დიზაინში. ნებისმიერ გამოსახულებას ტელევიზორი მაღალი დეტალებით, ბუნებრივ ფერებითა და კარგი კონტრასტით აჩვენებს. მართვა მარტივი და ინტუიციურია, ხოლო პაკეტში შედის დისტანციური მართვის პულტი.
ხმის კონტროლი ასევე შესაძლებელია სმარტფონიდან - სპეციალური AirPlay 2 პროგრამის საშუალებით. ინტუიციური ინტერფეისი Tizen პლატფორმაზე მარტივი გამოსაყენებელია. ასევე წარმოდგენილია დიდი რაოდენობით პროგრამები, რომელთა შეძენა შესაძლებელია Samsung მაღაზიიდან.
სასიამოვნო ბონუსია Ambient ინტერიერის რეჟიმი. ანუ, როდესაც ტელევიზორი გათიშულია, შესაძლებელია საყვარელი ფოტოების განთავსება ეკრანზე და მათი დათვალიერება. ასევე აღსანიშნავია ტელევიზორის უკანა მხარეს განთავსებული ფონი, რომელიც ქმნის კედელთან შერწყმის ვიზუალურ ეფექტს.
მახასიათებლები:
- ზომები (დგომის გარეშე) – 96.3 x 62.7 x 5.9 სმ;
- რეზოლუცია - 3840 x 2160, 4K UHD, HDR;
- სიხშირე - 100 Hz;
- ხმა - 20 (2 x 10) W.
დადებითი:
- შესანიშნავი ჩვენება;
- ელეგანტური დიზაინი.
ხელმისაწვდომი ღირებულების Haier ტელევიზორების მიმოხილვა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები