თანამედროვე საკერავი მანქანები - შერჩევა ტიპების მიხედვით

 ის, ვისაც კერვა განსაკუთრებულად უყვარს, კარგად იცის, რომ საკერავი მანქანები ერთმანეთისგან მუშაობის სპეციფიკით განსხვავდება. არსებობს ელექტრო-მექანიკური, ელექტრონული და კომპიუტერული საკერავი მანქანები, რომლებიც ფასის, ფუნქციებისა და მახასიათებლების მიხედვით განსხვავებულია.

როგორ განვსაზღვროთ საკერავი მანქანის კონტროლის ტიპი:

მარტივი მექანიკური მოდელები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და მათი შეძენა უკვე თითქმის შეუძლებელია. თანამედროვე საკერავი მანქანები  მართვის ტიპის მიხედვით, შეიძლება დაიყოს  შემდეგ ჯგუფებად:

  • ელექტრო-მექანიკური;
  • ელექტრონული;
  • კომპიუტერული.

ელექტრომექანიკური საკერავი მანქანები

ელექტრომექანიკური, რომელსაც ხელის საკერავ მანქანებადაც მოიხსენიებენ   აღჭურვილია ჩამონტაჟებული ძრავით , რომელიც მუშაობს ქსელის საშუალებით. ეს არის მარტივი და საიმედო მოდელი,  რომელიც ადვილად უმკლავდება თხელსა და მკვრივ ქსოვილებს.

ასეთი მოწყობილობების ღირებულება დაბალია და დაზიანების შემთხვევაში, შეკეთებაც იაფია. ამასთან, როდესაც დიდი მოცულობის მასალების შეკერვა ხდება საჭირო,  სიჩქარე შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი.

ელექტრო საკერავი მანქანები

ელექტრო მოდელები აღჭურვილია ელექტრონული მართვის ძრავით, რომლის წინა პანელზე განთავსებულია  მთავარი მართვის ღილაკები და ეკრანი, რომელიც ასახავს მუშაობის ინდიკატორებს.

ელექტრო მანქანებს, ძალიან ჩქარ რეჟიმში,  შეუძლიათ უამრავი ოპერაციების შესრულება. ამდენად, ასეთი მოწყობილობები სასარგებლოა არა მხოლოდ სახლის პირობებში გამოსაყენებლად,  არამედ პროფესიონალურ სამკერვალოებსა და ატელიებში.

მოწყობილობები წარმატებით უმკლავდებიან როგორც თხელ,  ისე მკვრივ ქსოვილებს. მოდელის ძირითადი ნაკლოვანება შეკეთების მაღალ ფასია.

კომპიუტერული საკერავი მანქანები

ყველაზე სრულყოფილი და მოწინავე მოდელები, სწორედ თანამედროვე ტიპის  კომპიუტერული საკერავი მანქანებია. მოწყობილობები აღჭურვილია ოპერაციული სისტემებით,  რომლებიც ასრულებენ ყველაზე რთულ სამუშაოებს.

შესრულებული ოპერაციების ფართო სპექტრი (200-მდე) საშუალებას გაძლევთ შეკეროთ და დაამუშაოთ ნებისმიერი ტიპის-სისქის ქსოვილი,  მაგრამ ასეთი მოდელები  ძირითადად  განკუთვნილია მაინც მოდის დიზაინერებისათვის.

მანქანას აქვს მაღალი სიჩქარე და  მაქსიმალური სიზუსტე, რომელიც დაგეხმარებათ  ნებისმიერი დავალებების შესრულებისას. ამასთან, გახსოვდეთ, რომ მოდელის შეძენა და შეკეთება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ინფორმაციული მიმოხილვის შემდეგ, საინტერესოა კონკრეტულად მოდელების განხილვა, რომელიც მახასიათებლებსა თუ შესაძლებლობებს  უკეთ დაგვანახებს:

Janome 4120 QDC

ძირითადი მახასიათებლები:

  • კონტროლის ტიპი - კომპიუტერული;
  • შატლის ტიპის - მბრუნავი ჰორიზონტალური;
  • სიმძლავრე - 35 ვტ;
  • საკერავი სიჩქარის რეგულირება - გლუვი.

ტექნიკური მახასიათებლები: კომპიუტერულ მოდელს აქვს ფუნქციების  უზარმაზარი რაოდენობა - 402. მანქანა იყენებს მბრუნავ ჰორიზონტალურ კაუჭს,  რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ  ძაფი არ აიბურდოს შიგნით.

ფუნქციების ასარჩევი სენსორული პანელი და ეკრანი ოდნავ გადახრილია, რაც რეჟიმების დაყენებისას ძალიან მოსახერხებელია.

ფუნქციონალურობა: მანქანა მარტივად ამუშავებს წვრილსა და მკვრივ მასალებს, ხოლო მის შესაძლებლობებში შედის სამუშაო, ელასტიური,  დეკორატიული,  ოვერლოკის და სხვა ნაკერების შექმნა. მანქანას აქვს 4 ენის ანბანი, მათ შორის ლათინურიც.

დადებითი მახასიათებლები:

  • ფუნქციების ფართო სპექტრი;
  • მაგიდის ფართო მოცულობა, რომელიც მოსახერხებელია დიდი ზომის ნივთებისთვის;
  • ორი ნემსით კერვის შესაძლებლობა.

მინუსები:

  • არ არის გათვალისწინებული კერვის მრჩეველი.

Brother ModerN210e

ძირითადი მახასიათებლები:

  • კონტროლის ტიპი - კომპიუტერული;
  • შატლის ტიპი - მბრუნავი ჰორიზონტალური;
  • კერვის სიჩქარის რეგულირება - გლუვი

ტექნიკური მახასიათებლები: კომპიუტერული ფუნციებით აღჭურვილ საკერავ მანქანას 210 ოპერაციის შესრულება შეუძლია. წინა პანელზე განთავსებულია  რეჟიმების არჩევის ღილაკები,  რომელთა მნიშვნელობა აისახება ეკრანზე.

ნაკერის სიგრძე და ნაკერის სიგანე ავტომატურად რეგულირდება. ფუნქციების დაზუსტება შესაძლებელია მარცხენა პანელზე არსებული საკერავი სახელმძღვანელოს გამოყენებით.

ფუნქციურობა: მანქანას შეუძლია შეასრულოს ყველა სახის ნაკერი: სამუშაო, ელასტიური, დეკორატიული, ზიგზაგი და ა.შ. მოდელი მუშაობს ყველა ტიპის ქსოვილთან, დაწყებული თხელი, დასრულებული სქელი მასალებით.

დამატებით კომფორტს მანქანასთან მუშაობისას  უზრუნველყოფს ნემსის პოზიციონირების შესაძლებლობები და წნევის ფეხით რეგულირება.

დადებითი მახასიათებლები;

  • მრავალფუნქციურობა;
  • ოპერაციების მაღალხარისხიანი შესრულება;
  • საკერავი ტყუპი ნემსი;
  • პედლის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა;
  • კომპაქტურობა და მსუბუქი წონა.

 ინტერნეტ მაღაზია ისურვეს საიტზე თვქენ შეგხვდებათ საკერავი მანქანების ფართო არჩევანი, სადაც აუცილებლად ნახავთ თვენი გემოვნებისა და საჭირო ფუნქციონალის შესაბამის მოდელს .

პოპულარული მოდელები