თანამედროვე მოდელის წყლის გამაცხელებლები
November 13, 2020როდესაც წყლის გამაცხელებლებზე ბლოგებს ვწერთ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად თანამედროვე ტიპის მოდელები შემოგთავაზოთ, რომლებშიც მრავალფეროვანი ფუნქციური შესაძლებლობების გარდა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები.
თუკი ელექტრონიკის ბაზარს თვალს გადაავლებთ, აუცილებლად ნახავთ თუ რაოდენ ფართო ასორტინტითაა წარმოდგენილი წყლის გამაცხელებლები, მაგრამ როგორც წინა ბლოგში, ასევე დღეს, შევეცდებით მხოლოდ საუკეთესო მოდელები შემოგთავაზოთ, რომლებიც ზედმეტი პრობლემების გარეშე მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.
Haier ES50V-R1 (H)
ცილინდრული წყლის გამაცხელებელი მექანიკური მართვით. დამონტაჟებული გათბობის ელემენტს შეუძლია 75 გრადუს ტემპერატურაზე წყლის გათბობა. თერმომეტრი მდებარეობს ქვედა ნაწილში, რაც ამარტივებს გათბობის კონტროლს იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა განთავსდება ჭერზე.
დადებითი:
- მუშაობის დროს ძნელად გაიგებთ ხმაურს;
- აქვს ლამაზი დიზაინი;
- კარგი იზოლაცია - ინარჩუნებს სითბოს დიდხანს;
- სრულად მოწესრიგებული ელექტრული ნაწილი;
- ფოლადის გათბობის ელემენტი კარგად არის დაცული კოროზიისგან და ნადებისგან;
- ჩამონტაჟებული დაცვა წყლის არარსებობის შემთხვევაში.
მინუსები:
- კონტეინერიდან წყლის სრულად ამოწურვის საშუალება არ არსებობს - თუ გამაცხელებელი ზამთარში, ცივ ამინდში გარეთ დაგრჩებათ, შეიძლება ზოგიერთი მილი გაიყინოს (საჭიროა დახურული სარქველების მოხსნა და სითხისგან დაცლა);
- ჩინურიდან ინსტრუქციების ცუდი თარგმანი;
- სამონტაჟო ფირფიტას შეიძლება ასიმეტრიული ხვრელები ჰქონდეს, ამიტომ ქვაბი უსწორმასწოროდ თავსდება კედელზე.
მოდელი გამოირჩევა ვიწრო კორპუსით, რომლის სიგანე და სიღრმე 370x380 მმ-ია. მოსახერხებელია აბაზანაში ან საპირფარეშოში უკან, ცალკე კედელზე მოთავსება.
Polaris Vega IMF 50H
2.5 კვტ-იანი გამაცხელებელი ელემენტის წყალობით, Polaris წყლის გამაცხელებელი განსაკუთრებით სწრაფი გათბობით გამოირჩევა, რომელიც აღჭურვილია გადახურებისგან დამცავი სისტემით, ასევე ჩართვისა და გათბობის მაჩვენებლებით.
დადებითი:
- მარტივი მართვა;
- წყლის სწრაფი გათბობის ფუნქცია ზოგავს ლოდინის დროს;
- გათბობის ელემენტს აქვს უჟანგავი ფოლადის კორპუსი, რომელიც დამატებით იცავს მაგნიუმის ანოდს;
- მოწყობილობის სიღრმე 248 მმ-ია და დიდ ადგილს არ იკავებს.
მინუსები:
- ნაკრებში არის შედის 16 მმ დიამეტრის ჭანჭიკები, რომელთა ცალკე პოვნა საკმაოდ რთულია. შედარებით შესაფერისია 10 მმ დიამეტრის მქონე ჭანჭიკები, მაგრამ ესენიც ცალკე უნდა იყიდოთ;
- ციფრული ეკრანის მიუხედავად, მართვა მაინც მექანიკურია;
- მაღლა განთავსების შემთხვევაში, მარეგულირებელთან მისვლა მოუხერხებელია.
50 ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს მუშაობის კომფორტს და შეყვანილი პარამეტრების მარტივ მართვას. მოდელი აღჭურვილია ეკრანით. რომელიც აჩვენებს თერმომეტრს.
მოწყობილობის მეორე უპირატესობა ჰორიზონტალურად განთავსების შესაძლებლობაა, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილს. მოსახერხებელია მისი განთავსება სამზარეულოში, მაგრამ მხოლოდ ტემპერატურის შესასწორებლად მოგიწევთ სკამზე დადგომა.
Polaris Vega SLR 80V
ელეგანტური წყლის გამათბობელი ვერცხლისფერ კორპუსში, რომლის გათბობის ელემენტის სიმძლავრე 2,5 კვტ-ია. მოწყობილობა აღჭურვილია ციფრული ეკრანით.
დადებითი:
- ეკრანზე აისახება სითხის ტემპერატურის ზუსტი მაჩვენებელი;
- უჟანგავი ფოლადის კონტეინერი;
- 2.5 კვტ სიმძლავრის მოხმარება არ გადატვირთავს გაყვანილობას;
- მკაფიო და განახლებული ინსტრუქციები;
- გათვალისწინებულია მუშაობის დროს გადახურებისგან დაცვა, რაც უზრუნველყოფს დამატებით საიმედოობას;
- შეგიძლიათ გაათბოთ გარკვეული მოცულობის წყალი და გამორთოთ მოწყობილობა, რაც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ცხელი წყალი კიდევ ერთი დღის განმავლობაში და არ დახარჯოთ ენერგია მის გაცხელებაზე.
მინუსები:
- ზომები - 516x944x288 მოითხოვს საკმარის ადგილს ინსტალაციისთვის;
- დაჩქარებული გათბობის ფუნქცია არ აქვს და დიდხანს უნდა ელოდოთ, სანამ სითხე მინიმუმ 50 გრადუსამდე არ მივა.
ARISTON-ის წყლის გამაცხელებელებლების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები