სხვადასხვა დიზაინის სამზარეულო სასწორები
October 06, 2020საჭმელების მომზადება, სწორად გათვლილი ინგრედიენტების გარეშე ზოგჯერ ძალიან რთულია. გარკვეული პროდუქტის სიჭარბემ ან ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კერძის გემოვნების შეცვლა. ამიტომ, ამის თავიდან ასარიდებლად, ყველაზე კარგი გამოსავალი სამზარეულოს ელექტრო სასწორებია .
დღეს წარმოგიდგენთ მოკლე აღწერას იმასთან დაკავშირებით თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მათი შეძენისას და ბოლოსკენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ მოდელებსაც.
სხეულის და თასის მასალა
ელექტრონული სასწორების წარმოებისთვის გამოიყენება ისეთი ხარისხიანი მასალები როგორიცაა:
- ფოლადი;
- მინა;
- პლასტმასი;
- ხე.
გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი მასალა არ მოქმედებს მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე. განსხვავება, ჩვეულებრივ, მხოლოდ ფასშია.
მასის ლიმიტი
ელექტრო სასწორები ერთმანეთისგან პროდუქტების მაქსიმალური წონით განსხვავდება. ამიტომ, დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ტიპებს:
ელექტრონული კოვზები და ჭიქები - მოწყობილობებს შეუძლიათ მაღალი სიზუსტით გაზომონ 0.5 კგ-მდე წონის პროდუქტები;
თასის ან პლატფორმის მოდელები - სამზარეულოს სასწორების უმეტესობა განკუთვნილია 5 კგ-მდე საკვების ასაწონად;
პლატფორმის სასწორები - ბრტყელი ზედაპირის მქონე მოდელებს შეუძლიათ 10 კგ-მდე პროდუქტის აწონვა ;
საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, 5 კგ ლიმიტის მქონე პატარა სასწორები, როგორც წესი, საკმარისია.
REDMOND RS-736
სასწორი მართკუთხა პლატფორმისაა, რომელიც დაფარულია მინით. მოწყობილობას აქვს პროდუქტების წონის შესაძლებლობის მაღალი მაჩვენებელი - 8 კგ-მდე. სასწორს შეუძლია გაზომოს: გრამებში, მილილიტრებსა და გირვანქებში.
წინა მხარეს არის თხევადკრისტალური დისპლეი და სენსორული პანელი. სპეციალური სენსორების სიგნალით ხდება იმის შეტყობინება, რომ მოხდა მაქსიმალური წონის გადაჭარბება და სასწორის კვების ელემენტის ამოწურვა.
ძირითადი მახასიათებლები:
- მაქსიმალური წონის შესაძლებლობა - 8 კგ;
- შეცდომა - 1 გრ;
- წარმოების მასალა - მინა/პლასტმასი (ბაზა);
- წონა - 430 გრ.
დადებითი მახასიათებლები:
- მრავალფუნქციურობა;
- ადვილია მოვლა;
- წონის გადატვირთვის მაჩვენებელი;
- დიდი ეკრანი.
მინუსები:
- მინის ზედაპირებზე მუშაობისას, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
REDMOND RS-M723
მოწყობილობა დამზადებულია მართკუთხედის ფორმითა და მომრგვალო კიდეებით. წინა მხარე დამზადებულია პრიალა ფოლადისაგან. გარდა ამისა, სასწორები აღჭურვილია რეზინისებური ფეხებით, რათა ნებისმიერ ზედაპირზე შეინარჩუნოს სტაბილურობა.
ეკრანის გვერდებზე გათვალისწინებულია ჩართვისა და საზომი ერთეულის შესარჩევი ღილაკები. შეგიძლიათ განსაზღვროთ პროდუქციის წონა გრამებში, კილოგრამებსა და გირვანქებში.
ძირითადი მახასიათებლები:
- მაქსიმალური წონა - 5 კგ;
- გაზომვის სიზუსტე - 1 გრ;
- მასალა ლითონი/პლასტმასი (ბაზა);
- წონა - 500 გრ.
დადებითი:
- სტაბილურობა;
- სიმძლავრე;
- გაზომვების სიზუსტე;
- გადატვირთვის შემთხვევაში მითითება.
მინუსები:
- მოუხერხებელი ღილაკები.
პოპულარული მოდელები