საუკეთესო წნევით სარეცხი აპარატები მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე

  ნებისმიერი აღჭურვილობის მახასიათებლები - მთავარი კრიტერიუმია, რომელსაც ყიდვის დროს არსებით ყურადღებას ვანიჭებთ.  მაგრამ არსებობს უამრავი დამატებითი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ,  ვინც პირადად გამოიყენეს ასეთი მოწყობილობები.

ჩვენი დღევანდელი ბლოგი დაკავშირებული იქნება კერხერის წნევით სარეცხი აპარატების მიმოხილვაზე , სადაც განვიხილავთ არა მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებს.

საუკეთესო საყოფაცხოვრებო წნევით სარეცხი მანქანები

ასეთი მაღალი წნევით სარეცხი აპარატის მთავარი დადებითი მახასიათებელი ისაა , ზომიერად ეკონომიური,  მაგრამ საკმარისად მძლავრი მოწყობილობებია.

Karcher K 7 Compact

დადებითი მახასიათებლები :

  • Karcher წნევით სარეცხი აპარატი ბიუჯეტური კლასისაა, რომელიც გერმანიის ქარხნებში იწარმოება და თავისთავად მასალებისა და აწყობის ხარისხზე მიუთითებს;
  • 10 მეტრიანი შლანგის სიგრძე საკმარისზე მეტია ნებისმიერი მანქანის გასარეცხად. რაც შეეხება მასალას,  დამზადებულია მაღალი ხარისხის რკინისა და რეზინისგან;
  • კონკურენტ მოდელებთან შედარებით, აპარატის მაღალი სიმძლავრე და წნევა საშუალებას გაძლევთ უფრო სწრაფად გარეცხოთ ავტომობილი;
  • მობილობა -  გარეგნულად აპარატი ჩვეულებრივ  ბორბლებიან მტვერსასრუტს ჰგავს, რომლის გადაადგილება ჩვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე იოლად შეიძლება;
  • შეუძლია მუშაობა როგორც ცენტრალური წყალმომარაგების სისტემიდან, ისე წინასწარ შეგროვებული წყლის ღია კონტეინერიდან (თუ საკმარისი მოცულობაა).

Karcher K 7 Compact

უარყოფითი მახასიათებლელი:

  • მოწყობილობა ძალიან მგრძნობიარეა დენის ხარისხზე. მაგალითად, თუ ძაბვა „თამაშობს“, (რაც ხშირია საზაფხულო აგარაკებისთვის), მაშინ  აპარატი სტაბილიზატორის გარეშე ვერ იმუშავებს;
  • მოწყობილობის კორპუსზე არ არის გათვალისწინებული  პისტოლეტის დასამაგრებელი, ამიტომ თავად უნდა განსაზღვროთ როგორ მოათავსებთ მათ სხვა საქშენებთან;
  • მაღალი სიმძლავრე  პროპორციულად მაღალი წყლის მიწოდებას გულისხმობს;
  • მაღალი წნევის აპარატის შლანგის წონა, განსაკუთრებით როდესაც წყლით სავსეა, მისი სიძლიერის პროპორციულია;
  • სტანდარტული საქშენების სიგრძე არ არის საკმარისი იმისათვის, რათა მაღალი მანქანების სახურავებამდე მიაღწიოს. (მაგალითად,  ჯიპებზე, სატვირთო ატომობილებზე და ა.შ.) ამ შემთხვევაში, გჭირდებათ სტენდი ან დამატებითი გრძელი დანართები.

მართალია, მწარმოებელმა  აღნიშნულ აპარატზე საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი დააწესა, მაგრამ შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ  მოდელი მისი ტექნიკური მახასიათებლებითა და სიმძლავრით ახლოსაა პროფესიონალურ მოდელებთან.

Karcher K 5 Premium

მობილური სარეცხი აპარატი, რომელიც ძალიან კომფორტულია სახლის  პირობებში გამოსაყენებლად. მუშაობს 2.1 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავით, ხოლო წყლის გადინება საათში 500 ლიტრია.

დადებითი მხარეები:

  • მაღალი სიმძლავრე, რომელიც საშინაო დავალებების შესასრულებლად საკმარისზე მეტია;
  • აპარატის შლანგის  შენახვა ძალიან მოსახერხებელია, რადგან თავსდება სპეციალურად მისთვის განკუთვნილ კორპუსზე;
  • სწრაფად აწყობის შესაძლებლობა;
  • მუშაობს როგორც ცენტრალური წყალმომარაგების სისტემიდან, ისე - წყლით სავსე ავზებიდან;
  • ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდი - 2-დან 5 წლამდე, რომელიც დამოკიდებულია შეძენის ადგილმდებარეობაზე

უარყოფითი მხარეები:

  • სტანდარტული ქაფის კონცენტრატორი ან არ მუშაობს სწორად, ან არ არსებობს მისი მკაფიო და გასაგები აღწერა. მანქანის რეცხვის დროს, თუკი საჭიროა სარეცხი საშუალების გამოყენება, მომხმარებელთა უმეტესობას ურჩევნია ცალკე შეიძინოს ქაფის გენერატორი;
  • ძალიან ცხელ ამინდში, ავზიდან წყლის გამოყენებისას, საჭიროა ტემპერატურის მონიტორინგი. თუ  ტემპერტაურა  40° C-ზე მეტია, მაშინ სარეცხი ტუმბო შეიძლება გადახურდეს;
  • 8 მეტრიანი  შლანგის სიგრძე  იდეაში საკმარისია საშინაო მოხმარებისთვის, მაგრამ  მწარმოებლის სიხარბეზე  მაინც მიუთითებს.

თუ გსურთ შეიძინოთ ბრენდული და ამავე დროს იაფიანი მაღალი წნევით სარეცხი აპარატი , მაშინ კერხერის ეს მოდელი, სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ნამდვილად შეგვიძლია გირჩიოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ აპარატს ძალიან ცოტა კონკურენტი ჰყავს ფასის, ხარისხისა და მახასიათებლების გათვალისწინებით.

 ბლოგით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ წნევით სარეცხი აპარატების შერჩევის რეკომენდაციებს. 

პოპულარული მოდელები