საუკეთესო სალესი მანქანები
October 19, 2020ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში მუდმივად ვიყენებთ სხვადასხვა სარემონტო იარაღებს . დანიდან დაწყებული ფრეზით დასრულებული, ყველას სიამოვნებს ასეთ იარაღებთან მუშაობა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუკი მათი კიდეები სწორი და მკვეთრია. ამიტომ, დღეს წარმოგიდგენთ საუკეთესო სალესი მანქანების რეიტინგს, ხოლო არსებული მასალა დაგეხმარებათ სხვადასხვა საჭიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო ინსტრუმენტის შერჩევაში.
ყიდვამდე, პირველ რიგში, აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სალესი დანადგარი , რისთვისაც ყველაზე უკეთ დაგვეხმარება კონკრეტული მოდელების საფუძველზე მახასიათებლების მიმოხილვა.
ELITECH ST 600С
ლითონის კორპუსის მქონე კარგად აწყობილი სალესი მანქანა. აქვს 600 ვტ სიმძლავრე, რომელიც ადვილად უმკლავდება ნებისმიერ დავალებას. მოწყობილობის საერთო ლილვზე გადის ძრავა, რომლის კიდეების გასწვრივ დამონტაჟებულია ორი წრე: მარცხნივ მცირე ზომის დისკით და მარჯვნივ - დიდით. ორივე რგოლის დიამეტრია 200 მმ, ხოლო სიგანე 2.5 სმ. აბრაზიული ელემენტები ჩასმულია მყარ გარსაცმში.
მწარმოებელს არ დავიწყებია მოსახერხებელი განათების შესახებ, რომლის გადაადგილებაც ნებისმიერ წერტილზე მარტივი შესაძლებელია. ჩამრთველი ღილაკი რეზინისაა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს მარტივი, მაგრამ სქელი ფირფიტები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე დატვირთსაც გაუძლონ. მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად ირკვევა, რომ ძლიერი სალესი აპარატი მყარად დგას მაგიდაზე, რის გამოც მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტულია.
უპირატესობები:
- გამადიდებელი სათვალე;
- კარგი აღჭურვილობა;
- მძიმე (12 კგ) და კარგად გაწონასწორებული.
უარყოფითი:
- ინსტრუქციებში ძალიან მცირე ინფორმაციაა დანადგარის აწყობის შესახებ;
- სათავსო, რომელიც ნაწილების გაგრილებაზეა პასუხისმგებელი ძალიან მცირე ზომისაა;
- პატარა ქვების განთავსება შეუძლებელია;
- ძრავა თბება ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.
ზოგადად, მოწყობილობის შეძენის დროს, ერთ-ერთი რასაც ყურადღება ექცევა და ჩვენც მუდმივად ვაკეთებთ ამაზე ხაზგასმას - სიმძლავრეა, რადგან ეს ინდიკატორი განსაზღვრავს ძრავის შესაძლებლობას და იმას, თუ რამდენად გაუძლებს დატვირთით მუშაობას. საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტებისთვის 150-250 ვატი საკმარისია, ხოლო პროფესიონალური გამოყენებისათვის, დანადგარების სიმძლავრე 600 ვტ-მდე უნდა იყოს. Wert GM 0315
სალესი მანქანა ორი პატარა დისკით, რომელთა დიამეტრი 150 მმ-ია, ხოლო სიგანეა 16 მმ. ძრავის სიმძლავრე 250 ვტ-ია, მაგრამ სიჩქარე პროფესიონალური აღჭურვილობის დონეზეა, რომელიც შეადგენს 2950 rpm-ს. ჩამრთველის ღილაკი დაცულია წყლის შეღწევისგან.
მოწყობილობის ხელმისაწვდომი ფასი გავლენას ახდენს დანადგარის ზომაზე, ამიტომ ეს ელექტრო სალესი ინსტრუმენტი არ არის შესაფერისი დიდი იარაღებისა და აღჭურვილობის გასასწორებლად .
უპირატესობები:
- მოიხმარს მცირე ელექტროენერგიას;
- დამატებით მოყვება ორი ნათურა;
- მაღალი ბრუნვის სიჩქარე - 2950 rpm;
- ყველაზე დაბალი ღირებულება;
- წონა 5 კგ - შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილზე.
უარყოფითი:
- პლასტმასის კორპუსი;
- საჭიროა ბაზაზე დაფიქსირება;
- ცუდი აღჭურვილობა;
- განკუთვნილია მხოლოდ მცირე წრეებისთვის.
სალეს დანადგარებზე დამატებითი ინფპრმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ: სალესი - საშიშროებები და გაფრთხილება
პოპულარული მოდელები