საუკეთესო ნოუთბუქები სტუდენტებისთვის

სტუდენტებს სწავლისა თუ მუშაობის პროცესში მუდმივად სჭირდებათ თანამედროვე ტიპის  ნოუთბუქები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულ სამსახურს გაუწევენ.    ჩანაწერების გაკეთება, სტატიების წერა, ფოტოების დამუშავება, ფილმების მონტაჟი, პროექტებზე მუშაობა და სხვა სასიკეთო საქმეების კეთება, ნოუთბუქების ძირითადი დანიშნულებაა.  

რადგან სტუდენტებისთვის ნოუთბუქები სწავლის პროცესის  განუყოფელი ნაწილია , მათი შერჩევისას,  ითვალისწინებენ ისეთ ძირითად ფაქტორებს როგორიცაა: ფასი, ელემენტის ხანგრძლივობა, პროცესორის მუშაობა, მეხსიერება, ზომა, წონა , კლავიატურა და ეკრანი. თითოულ ფაქტორს კი უფრო ვრცლად ქვემოთ განვიხილავთ. 

ნოუთბუქის შერჩევისას, ყველა სტუდენტს ერთი და იგივე პრიორიტეტი , რა თქმა უნდა, არ  აქვს. პირობითად, შესაძლოა, კინემატოგრაფიის სტუდენტს უფრო ძვირადღირებული ნოუთბუქი დასჭირდეს,  რადგან მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია მაღალხარისხიან ეკრანზე მაღალი ხარისხის ვიდეოების მონტაჟი, ხოლო სტუდენტები, რომლებიც დაკავებულნი არიან პროგრამირებით ან ვიდეო თამაშებით, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ძლიერი პროცესორის არსებობა.

აქვე, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ  ჩვენს საიტზე წარმოდგენილ  ნოუთბუქებს , ხოლო მათი შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით. 


ახლა კი ის მახასიათებლები განვიხილოთ, რომელთა შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ:

ფასი:  უნივერსიტეტში სწავლა, თავისთავად, ფინანსებთანაა დაკავშირებული. სტუდენტები იხდიან სწავლის, საცხოვრებლის დასახადს, ამდენად , მისი შეძენა ყოველთვის ხელგაშლილობასთან შეუძლებელია  დავაკავშიროთ.  ასეთ შემთხვევებში, სტუდენტები ნაკლებად ძვირადღირებულ ნოუთბუქებს ყიდულობენ, რომლებიც გაუმკლავდებიან მიმდინარე სასწავლო კურსებს და ექნებათ მთელი სწავლის განმავლობაში.

ელემენტის ხანგრძლივობა:  გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტებს მუდმივად უწევთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის მყარი ელემენტის არსებობა.

ზომა და წონა:   თუკი თქვენს  ნოუთბუქს მუდმივად თან დაატარებთ უნივერსიტეტში, მაშინ სასურველი და ამავე დროს მეტად მოსახერხებელია 13 დიუმიანი, 2 კილოგრამამდე წონის.

კლავიატურა:  მნიშვნელოვანია, რომ ჩვეულებრივი თუ სენსორული კლავიატურა შეხებისას იყოს მგრძნობიარე და არ გჭირდებოდეთ მასზე ზედმეტი ძალდატანება.

პროცესორი:  მერვე თაობის Intel Core ულტრა დაბალი სიმძლავრის პროცესორი საკმაოდ გამოსადეგია, მაგრამ თუ ნოუთბუქი გჭირდებათ ფილმების სამონტაჟოდ, ფოტოების დასარედაქტირებლად ან უბრალოდ სათამაშოდ, მაშინ უმჯობესია უფრო მძლავრი პროცესორით  შეძენა.

მეხსირება:   მინიმუმისთვის 8 GB  ოპერატიული მეხსირება საკმარისია, მაგრამ თუ უფრო დატვირთვადი ნოუთბუქი გჭირდებათ, მაშინ 16 GB-იანი უნდა შეარჩიოთ.

იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერ მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს , ჩვენ გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებსაც. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მარტივი პროცედურების გავლით მიიღეთ ნივთი დღესვე.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები