საუკეთესო ელექტრო საპარსები

 მწარმოებლები  ელექტრო წვერის საპარსების იმდენად მრავალფეროვან ასორტიმენტს გვთავაზობენ, რომ ჩვეულებრივი მყიდველისთვის  ცოტა რთულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება. მაგრამ ნუ ინაღვლებთ, რადგან დღევანდელი ჩვენი მიმოხილვა დაგეხმარებათ გაიგოთ სხვადასხვა ელექტრო საპარსების უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.

რომელი ელექტრო საპარსის ყიდვა სჯობს?

დანის მექანიზმის მოქმედებით, ყველა ელექტრო საპარსები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: მბრუნავი და ბადისებრი. ასევე არსებობს სხვა ტექნოლოგიებიც,  მაგრამ ისინი ფართოდ არ გამოიყენება,  ამიტომ მათ არ განვიხილავთ.

მბრუნავ მექანიზმში,  გვირგვინი მოძრაობს წრიულად, რომელიც ქმნის ბრტყელ საპარს დისკს;

ბადისებრ თავებში დანა მოძრაობს წინ და უკან. ასე პარსვის არეალიც იზრდება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისიც, თავად დიზაინი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სახის კონტურებზე გაყოლას.

მბრუნავი საპარსები უფრო გლუვი და მშვიდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პარსვა უფრო სწრაფად ხდება, ასეთი მოდელები ზოგიერთ ადამიანში კანის გაღიზიანებას იწვევს.

კვების ბლოკის ტიპი - საპარსი მანქანები შეიძლება იყოს მაგისტრალური, დატენვადი ან ჰიბრიდული (ქსელი და ბატარეები ერთად). რა თქმა უნდა, ბატარეებზე მომუშავე ვარიანტი უფრო მოსახერხებელია, მითუმეტეს  მოგზაურობისას, მაგრამ ამასთან, ასეთი მოწყობილობები უფრო ძვირი ღირს.

დანადგარი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მშრალი,  ასევე სველი (წყლის ქვეშ) პარსვის შემთხვევაში, ხოლო მეორე ვარიანტი მოიცავს გელის,  ქაფის და სხვა დამატენიანებლის გამოყენებას, რომელიც  აუმჯობესებს პარსვის ხარისხს და ამცირებს კანის გაღიზიანების რისკს.

Panasonic ES-SL41-R

საპარსი დანადგარის სამმაგი ბადე მის ქვეშ მალავს  ქირურგიული ფოლადის მქონე 30 გრადუსიან პირებს, რომლებიც შექმნილია Nanotech ტექნოლოგიით. საპარსი მოწყობილობა სტაციონარულია, რომელიც მშრალი პარსვის შემთხვევაშიც კი არ აღიზიანებს კანს.

უპირატესობები:

  • ლამაზი კომფორტული სხეული;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • პარსავს ძალიან სუფთად;
  • კომპლექტში შედის დასატენი სადგამი.

ნაკლოვანებები:

  • სუსტი ელემენტი, რომლის დატენვას 15 საათი სჭირდება.

საპარსს აქვს უნივერსალური დამტენი, რომელიც შესაფერისია მოგზაურობისთვის (100-240 V).

Philips S5400 / 06

ტრადიციულად, Philips  წვერსაპარსს   აქვს კომფორტული დიზაინი, რომელიც არ სრიალებს ხელებში . პირები მბრუნავია, რომელიც უზრუნველყოფს გლუვ გაპარსვას ზედმეტი გაღიზიანებისა და სიწითლის გარეშე.

უპირატესობები:

  • ძალიან მოქნილი ელექტრო საპარსი , რომელსაც სამი დამოუკიდებელი საქშენი აქვს;
  • მუშაობს თითქმის ჩუმად;
  • აქვს მოსახსნელი საპარსები;
  • ტევადი ბატარეა, რომელიც საკმარისია 45 წუთიანი უწყვეტი მუშაობისთვის.

ნაკლოვანებები:

  • საპარსებს არ აქვთ სიგრძის რეგულირება

Braun 7865cc Series 7

თავისი კლასის ერთ-ერთმა საუკეთესო მოდელია, რომელსაც Braun -ისთვის დამახასიათებელი მბრუნავი ბადის თავი და ენერგიის რეგულირების სისტემა აქვს. ასევე გათვალისწინებულია ღილაკი 5  სხვადასხვა რეჟიმისთვის.

უპირატესობები:

  • კარგად ეგუება სახის კონტურებს;
  • არ იწვევს კანის გაღიზიანებას;
  • ხანგრძლივი მუშაობა 50 წუთამდე გრძელდება;
  • არსებობს დატენვის ორი მეთოდი - სადგამითა და კაბელით

ნაკლოვანებები:

  • მუშაობს მხოლოდ აკუმულატორზე;
  • მასალევბის მოძიება საკმაო სირთულეს წარმოადგენს.

საპარს მოყვება სტაციონარული დამუხტვის სადგამი და ასევე ბაქტერიული წმენდის ფუნქცია.

Philips Prestige SP9862

Philips პრემიუმ საპარსი  განახლებული მოდელია, რომელსაც სამი მბრუნავი თავი აქვს და შეუძლია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობა.

დანების ნანო-სიმკვეთრე საპარსის ხანგრძლივ გამოყენებაზე მიუთითებს, ხოლო მის ნაკრებში შედის საპარსი-სტაილერი SmartClick წვერისთვის, საწმენდი ფუნჯის და მოსახერხებელი კორპუსი.

უპირატესობები:

  • დატენვის ორი რეჟიმი - სრული (1 საათში) და სწრაფი (5 წუთში);
  • ელემენტის დაცლის დროს აქვს ციფრული აღნიშვნა;
  • საპარსის სიღრმის მარეგულირებელი;
  • არ აღიზიანებს კანს;
  • სველი მეთოდით გაპარსვა არ ზრდის პარსვის დროს.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

პოპულარული მოდელები