საუკეთესო ჭურჭლის სარეცხი მანქანა
September 20, 2019მოგეხსენებათ, ჭურჭლის ხელით რეცხვას დიდი დრო მიაქვს. თანამედროვე მსოფლიო კი უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა დიასახლისების საუკეთესო მეგობარია . იდეალური სამზარეულოს საიდუმლო სისუფთავეშია, რასაც bosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები გვთავაზობს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ bosch-ის ჭურჭლის სარეცხ მანქანას. მანქანის ზომა სტანდარტულია, 12 კომპლექტიანი. მომუშავე კამერა უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რაც კოროზიისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ძირი კი პოლინოქსისგანაა.
წურჭლის სარეცხი მანქანის მართვა გამარტივებულია მბრუნავი რეგულატორისა და ღილაკების საშუალებით.
ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჭურჭლის სარეცხ მანქანებს შორის .
ასევე, display-ზე შეგვიძლია თუ რა ხანგრძლივობაა ჭურჭლის სარეცხის რეცხვის დროს. მანქანას, ასევე, ინდიკატორები გააჩნია, რომელიც გვანიშნებს წყლის მიწოდების შეფერხებას, ან მარილის და სარეცხი საშუალებების ნაკლებობას.
გარდა ამისა, ის A1 + კლასის ენერგოეფექტურობითაა სერთიფიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ წელიწადში სულ რაღაც 290 კილოვატს მოიხმარს, 280 სტანდარტულ გარეცხვაზე. Active water ყველაზე ეკონომიური ჭურჭლის სარეცხი მანქანების სერიაა.
რეცხვის ერთი ციკლისთვის საკმარისია მხოლოდ 11 ლიტრი წყალი. ბოშის ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ასევე, გამოირჩევა დაბალი ხმაურის დონით.
უფრო კონკრეტულად კი ამ მოდელს ხმაურის დონე სულ რაღაც 48 დეციპრილი აქვს. რაც შეეხებაჭურჭლის სარეცხი მანქანის შიგთავსს, მას გააჩნია 2 თარო: ქვედა თაროზე შეგვიძლია ჩავალაგოთ, როგორც ტაფები, ქვაბები და თეფშები, ასევე, ჩანგლები და კოვზები.
მეორე თაროზე შეგვიძლია ჩავალაგოთ, როგორც პატარა თეფშები, ასევე, ჭიქები. აქვს ჩასაკეცი ელემენტები, რაც დაგვეხმარება ფიქსაციისთვის.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფასდაკლებით გახლავთ ხელმისაწვდომი და აღნიშნულ მოდელს 4 ძირითადი და 3 დამატებითი ფუნქცია გააჩნია და ის .
ინტენსიური რეცხვა გამოიყენება ძალიან დაბინძურებული ქვაბებისა და ტაფების რეცხვისთვის.
ტემპერატურა ამ რეჟიმის დროს 70 გრადუსია. სტანდარტული რეცხვა გამოიყენება შერეული სხვადასხვა ტიპის ჭურჭლის რეცხვისთვის, რომლის დროსაც ტემპერატურა 65 გრადუსია.
ეკო რეჟიმის დროს მანქანა ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოითხოვს. წყლის ტემპერატურა კი აღნიშნული რეჟიმის დროს 50 გრადუსია.
სწრაფი რეცხვა გამოიყენება ნაკლებად დაბინძურებული ჭურჭლის რეცხვისთვის, სტანდარტული შრობის გარეშე, რეცხვის ხანგრძლივობა 29-33 წუთია, ხოლო წყლის ტემპერარურა-45 გრადუსი.
დამატებითი პროგრამების მხრივ ჭურჭლის სარეცხი მანქანა აღჭურვილია შემდეგი ფუნქციებით:
- დროის გადავადებით-სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეცხვის გადავადება 24 საათამდე.
- განახევრებული რეცხვა-ჭკვიანი ჭურჭლის სარეცხი მანქანა საშუალებას გვაძლევს არ დაველოდოთ სარეცხი მანქანის მთლიანად შევსებას. შეგვიძლია შევავსოთ მხოლოდ ზედა ან ქვედა კალათა, რის დროსაც დავზოგავთ ელექტრო ენერგიის 15%-ს, ხოლო წყლის 25%-ს.
- ჰიგიენური რეცხვა-ჭურჭელი ირეცხება და შრება მაღალ ტემპერატურაზე, ბაქტერიებისა და მიკრობების 99,9% ქრება.
აღნიშნულის გამოყენება ეფექტურია, როგორც ბავშვის ჭურჭლისთვის, ასევე კონტეინერბისა და სამზარეულოს დაფების გასარეცხად.
პოპულარული მოდელები