საუკეთესო ბალახის საკრეჭები
October 23, 2020ელექტრო ბალახის საკრეჭების ეს მცირე რეიტინგი მოიცავს ყველაზე წარმატებულ მოდელებს, რომლებიც ხასიათდება მოხერხებულობითა და ხანგრძლივი მუშაობით.
Stihl FSE 71
ბალახის სათიბი გამოირჩევა D სახელურის ზოლით , რომელიც დაგეხმარებათ რთულ რელიეფზე ადვილად მისასვლელად. ბარის სიმაღლეა 120 სმ, რის გამოც შესაფერისია ნებისმიერი სიმაღლის მომხმარებლისთვის.
დადებითი:
- მსუბუქი წონა (4 კგ) საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ თუნდაც ერთი ხელით;
- მაღალი მანევრირება მოღუნული ლილვით და კომფორტული სახელურით;
- ძუა კარგად და თანაბრად თიბავს ბალახს;
4 ჰექტარამდე ადგილებზე შეგიძლიათ შეუფერხებლად და ძრავის გადახურების გარეშე მუშაობა;
დამცავი საფარი კომპაქტურია ამიტომ, ბალახის
ტრიმერის საშუალებით შეგიძლიათ დეკორატიული ხიდებისა და ბუჩქების ქვეშ მუშაობა.
მინუსები:
- სუსტი მავთული - რამოდენიმე წლის მუშაობის შემდეგ, ის წყდება კორპუსიდან;
- ნაკრებში არ შედის მხრის სამაჯური ამიტომ, საჭიროა მისი ცალკე შეძენა.
Hyundai GC 1000
ელექტრო სათიბი ს ძირითადი სახელური რეზინისაა, რომელიც ხელს უშლის ოპერატორის ხელიდან გასრიალებას. ბაღის ინსტრუმენტის 1000 W-იანი სიმძლავრე უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას, რაც ამ ბრენდისგან გასაკვირი არცააა.
დადებითი:
- რევოლუციების ნაკლები რაოდენობისა და მათი თანდათანობითი ზრდის გამო, დაწყებისას დანა უხეშად არ მოძრაობს;
- ძლიერი დამცავი საფარი უძლებს ქვისგან, ხეებისგან და ქვიშისგან მიყენებულ დარტყმებს;
- მაღალი დატვირთვის შედეგადაც კი ბრუნვის სიჩქარე არ ვარდება;
დასაკეცი ყდა და ორი ლილვი ამარტივებს კომპაქტურ ტრანსპორტირებასა და შენახვას;
ნაკრებს მოყვება მხრის სამაჯური და სახრახნისი;
38 მმ-იანი სათიბის სიგანე უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას.
მინუსები:
- როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, 5.2 კგ წონის გამო სწრაფად იღლება მარცხენა ხელი, ამიტომ გადაბმულად მუშაობა შეუძლებელია;
- ძუას შეცვლილას მუდმივად ცვივა ორი საყელური, რომლის დამაგრება დამატებით დროსა და უნარს მოითხოვს;
- დანით მუშაობისას, ძლიერი ვიბრაცია გადაეცემა ოპერატორის ხელს ამიტომ, პროცესის დასრულების შემდეგ, ხელები ცოტახანი შეშუპებული გექნებათ;
- მოყვება ინფორმაციული ინსტრუქცია, რომელშიც ცუდი ხარისხის სურათებია.
Black+Decker GL8033
ელექტრო ბალახის ტრიმერი Black+Decker GL8033 კონკურენტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქვს კომფორტული D-ფორმის სახელური, ასევე საყრდენი როლიკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაადგილოთ ინსტრუმენტი და მოთიბოთ ბალახი ღობეებთან ახლოსაც კი.
Black+Decker ბალახის სათიბი წარმოდგენილია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზეც, რომლის ღირებულება მოდელებისა და მახასიათებლებლების მიხედვით განსხვავებული, მაგრამ ძალიან ხელმისაწვდომია.
დადებითი:
- ძალიან მსუბუქია და მისი მართვა შესაძლებელია ერთი ხელით;
- კომპლექტს გააჩნია დამატებითი თავები, რაც ბუჩქების ან სქელი ბალახის მოთიბვას ამარტივებს;
- დენის კაბელი მტკიცედ არის მიმაგრებული კორპუსზე;
- 800 ვტ სიმძლავრის წყალობით, იგი უმკლავდება მკვრივ ბალახსაც;
- მბრუნავი სხეული მდგრადია ქვებისა და ხეების მიმართ.
მინუსები:
- ვიწრო დამცავი საფარი მთლიანად ვერ იფარება ბალახებისგან;
- მოკლე ძუას გამო, ტრიმერებიც ასევე მოკლეა;
- მოწყობილობას აქვს კონკრეტული დამატებითი თავი გამაგრებული ძუით, რომლის პოვნა ბაზარზე ძნელია.
თუ ბენზინზე მომუშავე ბალახის სათიბს ეძებთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს , რომელიც გადაწყვეტილების მიღებას გაცილებით გაგიმარტივებთ.
პოპულარული მოდელები