სათამაშო მანეჟების შერჩევის კრიტერიუმები
January 25, 2021მანეჟები შესანიშნავი საშუალებაა პატარა „მკვლევრის“ ყველა იმ საფრთხისგან დასაცავად , რომელიც შეიძლება თითოეულ ნაბიჯზე ელოდეს. დედას კი აძლევს იმის საშუალებას, რომ დაკავდეს საოჯახო საქმეებით.
რომელი სათამაშო მანეჟების ყიდვა სჯობს ბავშვისთვის?
უპირველეს ყოვლისა, არჩევანი დამოკიდებულია პროდუქტის დანიშნულებაზე: მანეჟს გამოიყენებთ დასაძინებლად, სახლში სათამაშოდ თუ გარეთ ყოფნისთვის. მოდელები განსხვავებულია თითოეულ შემთხვევაში. მაგრამ შერჩევისას არსებობს ზოგადი მოთხოვნებიც.
მასალების უსაფრთხოება, რისგანაც მზადდება სათამაშო მანეჟი - უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივ ხეს ან ლითონს, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ტოქსიკური ლაქით ან საღებავით. გამოყენებული პლასტმასი არ უნდა შეიცავდეს მავნე კომპონენტებს.
დიზაინის უსაფრთხოების მიმართ გასათვალისწინებელია შემდეგი მოთხოვნებია:
- მანეჟი არ უნდა იკეცებოდეს სპონტანურად;
- შესაკრავები უნდა იყოს მხოლოდ ჩაღრმავებული, რომელიც არ უნდა ჩანდეს ზედაპირებზე;
- ბადე უნდა იყოს მცირე ზომის უჯრედებით, რათა ბავშვების თითები არ გაიჭედოს;
- ბორბლების საკეტი;
- რბილი ზედაპირები და მომრგვალებული კუთხეები.
Leco IT Home
რუსული წარმოების ამ მოდელს აქვს დიდი ფართობი და არასტანდარტული ფორმა. მისი აწყობა მარტივია - შესაკრავები არ აქვს, ხოლო მეტი სტაბილურობისთვის მილები ჩასმულია ერთმანეთში.
ბადე საიმედოდ იცავს ბავშვს, მოზარდებს კი საშუალებას პერიოდულად თვალი ადევნონ. ჩარჩოს მასალა გამძლეა, რომელიც დაცულია უსაფრთხო პლასტმასის მილებით. გვერდების 75 სმ სიმაღლე ხელს შეუშლის ბავშვის გადმოვარდნას, ხოლო მშობლებისთვის მოსახერხებელი იქნება ბავშვების ამოყვანა.
უპირატესობები:
- დიდი ზომა;
- შეკრების სიმარტივე;
- დაბალი ფასი.
ნაკლოვანებები:
- ბადის დიდი ზომის უჯრედები.
Lionelo LO-Simon - მოსახსნელი ჩამოსაკიდი სათამაშოებით
პოლონური მოდელი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც სათამაშო მანეჟი, რომელიც ღია ფერისაა და მარტივად შეცვლადი ჩამოსაკიდი სათამაშოები აქვს. ამავე დროს, ეს არის მყუდრო საბავშვო საწოლი მრავალი დამატებითი ფუნქციით.
მრავალფეროვან უპირატესობებს შორის აღსანიშნავია ის, რომ თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ საფენები მანეჟის გვერდითა დახურულ კალათებში, გამოუცვალოთ ბავშვს ტანსაცმელი გამოსაცვლელ მაგიდაზე, დაიცვათ კოღოებისგან და სხვა.
უპირატესობები:
- მრავალფუნქციურობა;
- კედლების რბილი მასალა - ეკო თეთრეული;
- ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა;
- აქსესუარების მდიდარი ნაკრები;
- მანეჟის გამოყენება შესაძლებელია ბავშვის პირველივე დღეებიდან 3 წლამდე.
Bertoni (Lorelli) Sleep'n'Dream Rocker - მუსიკალური კარუსელით
Lorelli მანეჟი ძალიან კომფორტული და ფუნქციონალურია, რადგან 6 თვემდე ბავშვს შეუძლია დაიძინოს ზედა დონეზე, რომელიც სრულიად უსაფრთხოა.
ქვედა დონე გამოიყენება როგორც სათამაშოდ, ასევე საწოლად. გამოსაცვლელ მაგიდაზე კი მოსახერხებელი იქნება ბავშვისთვის ტანსაცმლის შეცვლა.
თაროებსა და ჯიბეებშიი შესაძლებელია ბავშვის პატარა ნივთების მოთავსება. კოღოებისგან დასაცავად კი გამოიყენება სპეციალური ბადეები. ბავშვის გასართობად კი გათვალისწინებულია მუსიკალური კარუსელი.
უპირატესობები:
- მრავალფუნქციურობა;
- ბორბლები თავისი ფიქსაციით;
- საკეცი მექანიზმი;
- მუსიკალური სათამაშოების არსებობა.
ნაკლოვანებები:
- პატარა გამოსაცვლელი მაგიდა.
პოპულარული მოდელები