საშუალო სიმძლავრის საუკეთესო პერფორატორების მიმოხილვა
February 16, 2021რომელია საუკეთესო პერფორატორი სახლის პირობებში გამოყენებისთვის? ამ კითხვას დეტალურად ვუპასუხეთ დღევანდელ ბლოგში.
ბეტონის გატეხვა, ქვის გაბურღვა, კედლების გატეხვა შესაძლებელია პერფორატორით , ხოლო მისი დასარტყამი მექანიზმი წარმოდგენილია ზამბარიანი მექანიზმით.
Makita HR2470
Makita პერფორატორი SDS-Plus chuck-ით, რომელიც განკუთვნილია სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გათვალისწინებულია მუშაობის სამი რეჟიმი: ბურღვა, ჩაქუჩი და კომბინირებული. გამოიყენება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის.
დარტყმის ენერგიაა - 2.7 ჯ, ხოლო სიმძლავრე 780 ვტ-ია. 1100 ბრუნვის სიჩქარით შეუძლია ბეტონისა და აგურის კედლების გატეხვა, ასევე 24 მმ დიამეტრის მქონე ხვრელების გაბურღვა. სიჩქარის კონტროლერი ადაპტირებულია მუშაობის რეჟიმებთან.
კომპლექტში შედის ქეისი და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული ჩამკეტი. დარტმის სიხშირე წუთში 4500-ია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
მახასიათებლები:
- ბიტის დაყენება 40 პოზიციაზე;
- 3 სამუშაო რეჟიმი;
- ბურღვის სიღრმის შემზღუდველი;
- გათვალისწინებულია ელექტრონული სიჩქარის კონტროლი;
- მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ხე) - 32 მმ;
- მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (მეტალი) - 13 მმ;
- მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ბეტონი) - 24 მმ.
BOSCH GBH 2-28 F
ძლიერი და ეფექტური BOSCH პერფორატორი , რომელიც აღჭურვილია ინტელექტუალური KickBack Control ტექნოლოგიით. დამზადებულია Heavy Duty ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც აერთიანებს საიმედოობას, შესრულების მაღალ ხარისხსა და ენერგიას მთელი მუშაობის განმავლობაში.
გაჭედილი საბურღის ან გადატვირთვის შემთხვევაში, მოწყობილობა იცავს ოპერატორს რყევებისგან, ხოლო რელიეფური რეზინის სამაგრი შთანთქავს ვიბრაციას.
3.2 ჯ ზემოქმედების ძალა საკმარისზე მეტია საყოფაცხოვრებო სამუშაოსთვის. უფრო მეტიც, ეს უკვე პროფესიონალური იარაღია. სიმძლავრე 880 ვტ-ია, ხოლო ბრუნვის სიჩქარე 1300 rpm. დარტყმის სიხშირე წუთში 4000-ია.
მახასიათებლები:
- დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი;
- ინსტრუმენტის ჩაძირვის სიღრმისა და სიჩქარის რეგულირება;
- ამორტიზაციის მექანიზმი;
- მბრუნავი დამხმარე სახელური;
- მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ხის) - 30 მმ;
- მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (მეტალი) - 13 მმ;
- მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ბეტონი - ბურღი) - 28 მმ.
Hammer PRT 800 CE PREMIUM
ძლიერი პერფორატორი საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, რომლის ენერგია 3 ჯ-ია. საკმარისია თაბაშირის გასაბურღად, ფილების დემონტაჟისთვის, გატეხვისა და ბურღვისთვის.
სწრაფადმცვლელ ვაზნას არ სჭირდება გასაღები ინსტრუმენტის შესაცვლელად. უსაფრთხოების ღილაკი ხელს უშლის მუშაობის დროს მომხმარებლის დაზიანებას.
მახასიათებლები:
- საპირისპირო ბრუნვის ფუნქცია;
- კომპაქტური ზომებით მოსახერხებელია მუშაობა რთულ მისადგომ ადგილებში;
- საბურღის დახრილობის ცვალებადი კუთხე;
- არ თბება საშუალო დატვირთვით მუშაობისას.
Bosch, Makita, Hitachi პერფორატორების შედარება იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები