სასარგებლო ინფორმაცია მშობლებისთვის!

თქვენ, როგორც მშობელს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გაკისრიათ ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მშობელმა არ უნდა მიიჩნიოს მეორეხარისხოვნად, ან უმნიშვნელოდ, როგორ  გადაადგილდება მისი შვილი ავტომანქანით.

მინიმუმ, იმაზე ხომ მაინც ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვი კალთაში არ უნდა იჯდეს?

ძალიან სამწუხარო სტატისტიკები ქვეყნდება ყოველწლიურად, რამდენი ათასი მცირეწლოვანი ბავშვი შავდება და/ან მსხვერპლად ეწირება მანქანების ავარიებს.

ავტომანქანის სავარძლების გამოყენება და უფრო მეტად კი, მისი სწორად გამოყენება,  ხელს უწყობს ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილებას.

მწარმოებლები, ქარსითის ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობენ დაინტერესებულ ადამიანს. თუ არ გვექნება ინფორმაცია, ჩვენ რა გვჭირდება და რის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება პირიქით - დაბნეულობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

თქვენი შვილისთვის შესაფერისი მანქანის სავარძლის შერჩევისას, გაითვალისწინეთ  ბავშვის ასაკი, სიმაღლე და განვითარების ეტაპი.

ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) ყოველწლიურად ცვლის და ხვეწავს რეკომენდაციებს, ბავშვების მანქანებით უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ.

მშობლის ვალდებულებაა, მუდმივად ეცნობოდეს სიახლეებს და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს შვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან საქმე ხომ მისთვის ყველაზე ღირებულს ეხება!

ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

  • ჩვილები - საბავშვო სავარძელი უნდა დამაგრდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე იმგვარად, რომ ბავშვი იყურებოდეს სახით უკანა შუშისკენ. სავარძლების უმეტესობას აქვს შეზღუდვები ბავშვების მაქსიმალურ ასაკს, წონასა და სიმაღლესთან დაკავშირებით.
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვები - ბავშვები, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს ჩვილების წონასა და სიმაღლის ზღვარს, ამ ასაკის ბავშვებისთვის ნებადართულია, მანქანის სავარძლის იმგვარი პოზიციონირება, როდესაც სახით წინა შუშას უყურებენ.
  • სკოლის ასაკის ბავშვები - ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ უსაფრთხო სავარძლის მექანიზმი იცვლება და ეწოდება ბუსტერი (BOOSTER). მისი გამოიყენება ხდება მანამ, სანამ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი სწორად ვერ ჩაჯდება და ვერ მოხერხდება მისი ჩაკეტვა.
  • მოზრდილი ბავშვები - როდესაც ბავშვების ასაკობრივი და ფიზიკური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ მათ სწორად მოირგონ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი, ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი აქსესუარების გამოყენების საჭიროება აღარ არის.  თუმცა, სავალდებულოა, რომ 13 წელზე ნაკლები ასაკის ყველა ბავშვი იჯდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე.

პოპულარული მოდელები