სარეცხი მანქანის ტიპები და თანამედროვე მოდელები
October 15, 2019სარეცხი მანქანები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან დაიხვეწა და განვითარდა.
სარეცხი მანქანები ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით - თუ რამდენად კარგად ასუფთავებენ და აშორებენ ლაქებს, რამდენ ენერგიასა და წყალს მოიხმარენ და რამდენად რბილ ქსოვილს გვინარჩუნებს.
ჩვენ, ასევე, აღვნიშნავთ სხვადასხვა რეჟიმებს, როგორიცაა რბილი ტანსაცმელი და სწრაფი რეცხვა. არის თუ არა გამაჯანსაღებელი დასუფთავების ციკლი და დამოწმებულია თუ არა NSF-ის მიერ.
ბრენდები ყოველ ჯერზე აუმჯობესებენ მის თვისებებს, რათა უფრო მარტივი გამოსაყენებლი იყოს.
მისი კომფორტის მახასიათებლები მოიცავს - მართვის პანელის შეფასებას, უხმაუროა თუ არა ის, რამდენად ადვილია კარების გახსნა და დახურვა, ასევე, რამდენად ადვილად არის შესაძლებელი თქვენი სარეცხის ჩატვირთვა მანქანაში.
ფრონტალური თუ ვერტიკალური ჩატვირთვის
პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ შერჩევისას არის მისი ჩატვირთვის ტიპი. გსურთ ვერტიკალური ჩატვირთვისა თუ ფრონტალური გირჩევნიათ.
კარგი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტესტების მიხედვით, ორივე ტიპი კარგად ასუფთავებს ტანსაცმელს. ფაქტობრივად, ვერ შეამჩნევთ განსხვავებას, თუმცა ჩვენი გამოკითხვები აჩვენებს, რომ წინა ჩატვირთვის სარეცხი მანქანა უკეთესად ასრულებს თავის მოვალეობას.
საბოლოო არჩევანი მაინც თქვენს გემოვნებაზეა, მაგრამ მე წარმოგიდგენთ სუკეთესო სარეცხი მანქანების ორ სახეობას, რათა უკეთესად გაერკვეთ ამ ტექნიკის თავისებურებებში.
Samsung Flex Wash Washing Machine
ეს ორმაგი მოვალეობის მქონე მანქანა გთავაზობთ ორი ცალ-ცალკე კონტროლირებადი განყოფილების ქონის შესაძლებლობას.
სარეცხი მანქანის ქვედა განყოფილება შექმნილია დიდი დატვირთვისთვის და აქვს სუპერ დასუფთავების რეჟიმები, რომელიც მოიცავს გამაჯანსაღებელ და ორთქლის პარამეტრებს.
თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ხუმთმაგი წმენდის რეჟიმი, რომ ბოლომდე მოაშოროთ ყველანაირი სარეცხი საშუალება სარეცხს.
ზემოთ მოთავსებული განყოფილება დამზადებულია დელიკატებისთვის - მარტივად გახუნებადი სარეცხი ან ისეთი ტანსაცმელი, როგორიცაა ბინძური ბლუზი.
ქაშმირის სვიტერები, გარეცხვის შემდეგ, არის სუფთა და დაზიანების გარეშე. მრავალგზის ჩატარებული ტესტები აჩვენებენ, რომ სამსუნგის სარეცხი მანქანები მიმართულია ქსოვილების ჯანსაღი დასუფთავებისა და მოვლისკენ.
MAYTAG High-Efficiency Top Load სარეცხი მანქანა - ძალიან იაფად
ამ სარეცხ მანქანას აქვს ტრადიციული ცენტრის აჟიტორი, მაგრამ მაინც იმდენად დიდია შიგნით, რომ არასდროს წავა კომპრომისზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი გათვლილია ენერგიის დაზოგვისა და ეფექტურობისთვის, შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი, Deep Fill-ის საშუალებით.
PowerWash-ის ციკლი ხელს უწყობს ზედმეტად ჭუჭყიანი ტანაცმლის გაწმენდას და იმ შემთხვევაში თუ გეჩქარებათ, RapidWash-ის რეცხვის რეჟიმი 30 წუთზე ნაკლები დროში დაასრულებს ციკლს.
მან, ასევე, გაიარა ტექნიკის დასუფთავების ტესტები, ნორმალურ ციკლზე, და შედეგებმა აჩვენა, რომ მისი სწრაფი და ნორმალური რეცხვის რეჟიმები ძალზედ ეფექტურია.პოპულარული მოდელები