სარეცხი მანქანის სახეობები, რეცხვის რეჟიმები და პროგრამები

სარეცხი მანქანები იყოფიან ფრონტალური და ვერტიკალური ჩატვირთვის მოდელებად . თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

ასევე განსხვავდებიან ცალკე დასადგამი და ჩასაშენებელი სარეცხი მანქანები. დასადგამ მოდელებს ხშირად სააბაზანოში აყენებენ, უფრო იშვიათად - სამზარეულოში, ისინი ჩასაშენებელ მოდელებზე ოდნავ იაფი ღირს.

თუ სააბაზანო ან სამზარეულო ოთახის ინტერიერის დიზაინის შენარჩუნება გსურთ, მაშინ ეს უკანასკნელნი მოძებნეთ. ასეთი სარეცხი მანქანის წინა მხარე ავეჯის კარით შეგიძლიათ დამალოთ. ცალკე დასადგომები არის ფრონტალური და ვერტიკალური ჩატვირთვით, ხოლო ჩასაშენებელი - მხოლოდ ფრონტალურით.

სარეცხი მანქანები ფრონტალური ჩატვირთვით ბაზარზე ყველაზე მე ტია. შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ადამიანმა სხვა სახეობის შესახებ არც კი იცის. მათი უპირატესობა აშკარაა - მანქანის ჩაშენებაა შესაძლებელი ან ახალ ბინაში მისთვის განკუთვნილი ადგილის დაგეგმვა, ანდა მისი ზედა ნაწილის თაროსავით გამოყენება.

ასეთი სარეცხი მანქანების ტევადობა 7-9 კილოგრამს აღწევს, რაც მნიშვნელოვანია დიდი ოჯახისთვის. თუმცა მათ ასევე უარყოფითი თვისებები გააჩნიათ. პირველ რიგში დიდი გაბარიტები.

თუ სარეცხი მანქანა ვერტიკალური ჩატვირთვით სააბაზანოს ვიწრო კუთხეში ეტევა, ფრონტალური ჩატვირთვის მანქანა ამის საშუალებას არ მოგცემთ.

რა თქმა უნდა, არსებობს უფრო კომპაქტური მოდელებიც, მაგრამ ისინი ნაკლებად პრაქტიკულები არიან. ვერტიკალური ჩატვირთვის მანქანების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტანსაცმლის ამოღება ან ჩამატება რეცხვის პროცესშია შესაძლებელი. თანაც წელში მოხრა არ მოგიწევთ. 

რაც შეეხება ვერტიკალური ჩატვირთვის სარეცხი მანქანების ნაკლს - რეცხვის ხარისხი არც თუ ისეთი კარგია. ამასთან ერთად ჩასატვირთი ტანსაცმლის მოცულობა ოდნავ პატარაა ფრონტალური ჩატვირთვის მანქანებთან შედარებით - ისინი 5-6 კილოგრამზეა გათვლილი, როცა ფრონტალურებში 10 კილოგრამიც კი ეტევა.

რეცხვის რეჟიმები და პროგრამები

ნათელია, რომ ადამიანს უნდა, მეტი ჰქონდეს და ამავე დროს ნაკლები გადაიხადოს. ამიტომაც მწარმოებლები უშვებენ ბევრი სხვადასხვა ფუნქციის მქონე სარეცხ მანქანებს, რომლებიც სულ მცირედით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მომხმარებლები კი სიხარულით ყიდულობენ ასეთ დანადგარებს და არც კი ფიქრობენ სჭირდებათ ესა თუ ის ფუნქცია თუ არა. 

ბამბის რეცხვის რეჟიმი, ფერადი ტანსაცმლის სხვადასხვა ტემპერატურით რეცხვის რეჟიმი, დელიკატური ტანსაცმლის რეცხვის რეჟიმი, სწრაფი რეცხვა - აი ყველაზე საჭირო პროგრამები.

ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი ფუნქციაა ექსპრეს-რეცხვა - პროგრამა, რომელიც თითქმის სუფთა ტანსაცმლის სწრაფად და ეფექტურად გარეცხვის საშუალებას იძლევა.

ეს ძალიან მოსახერხებელია, როდესაც საჭიროა ტანსაცმლის უბრალოდ განახლება (მაგალითად სპორტის შემდეგ). დანარჩენი რეჟიმები სპეციფიურია. მაგალითად სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარეცხვა შესამაბისი რეჟიმით გაცილებით შედეგიანია, ვიდრე მათი ხელით გარეცხვა.

მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში სპორტული ფეხსაცმლის გარეცხვა... ამ შემთხვევაში ან ფეხსაცმლის გადაგდება მოგიწევთ ან სარეცხი მანქანის შეკეთება. განახევრებული ჩატვირთვა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როდესაც გასარეცხი ტანსაცმლის მოცულობა არაა საკმარისი სრული ჩატვირთვისთვის.

რეცხვა ხორციელდება უფრო სწრაფად, მცირდება დატვირთვა სარეცხ მანქანაზე. ამ რეჟიმის დროს ხდება წყლის 30% და ელექტროენერგიის 25%-მდე ეკონომია. თანამედროვე სარეცხ მანქანებს ბალანსის კონტროლის ფუნქციაც გააჩნია.

თუ თეთრეული ერთ გორგლად შეიკრა, სარეცხი მანქანა ცდილობს მის დაშლას ბარაბნის სხვა მიმართულებაში დატრიალებით. თუ არაფერი გამოვიდა, მაშინ გაწურვა დაბალ ბრუნებზე წავა ან საერთოდაც არ იქნება. სარეცხი მანქანის სიცოცხლის ვადა იზრდება, ხმაურის და ვიბრაციის დონე კი მცირდება. 

კიდევ არსებობს გაჟონვისგან დამცავი ფუნქცია - გაჟონვის შემთხვევაში წყდება წყლის მიწოდება. არასტაბილური ძაბვისგან დაცვის ფუნქციაც ძალიან სასარგებლოა. ზოგი მოდელი აღჭურვილია მოწყობილობით, რომელიც თიშავს სარეცხ მანქანას ძაბვის მოულოდნელი თამაშის დროს.

ისინი ასევე იმახსოვრებენ ბოლო რეჟიმს გარკვეული დროით და ენერგომიწოდების აღდგენის შემდეგ აგრძელებენ რეცხვას იმავე ეტაპიდან.

ზოგიერთ სარეცხ მანქანას აქვს საშრობიც , ეს ძალიან მოსახერხებელი, თუმცა ძვირადღირებული ფუნქციონალია.

წინასწარი რეცხვა - საწყისი ეტაპია ძალიან ჭუჭყიანი ტანსაცმლის წესრიგში მოსაყვანად.

ამ რეჟიმში თეთრეული 2 საათის განმავლობაში 30 °С ტემპერატურის წყალში რჩება და მხოლოდ შემდეგ იწყება ძირითადი პროგრამით რეცხვა.  თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ ფუნქცია დამატებითი გავლება ნამდვილი შველაა თქვენთვის.

გავლების ყოველი ციკლის შემდეგ ირთვება ცენტრიფურა და სარეცხი საშუალების ნარჩენები მთლიანად ქრება.

გადავადებული სტარტი - შესაძლებლობა თვითონ დანიშნოთ პროგრამის დაწყების დრო. ყოველი გავლების შემდეგ მანქანა აწარმოებს წყლისგან დაცლას და სარეცხის გაწურვას, შემდეგ კი გამწოვის საშუალებით ზედმეტი ქაფისგან თავისუფლდება.

ესაა ქაფის წარმოქმნის კონტროლი. ასეთი ფუნქცია რეცხვას უსაფრთხოს გახდის და ჰერმეტულობის დარღვევას გამორიცხავს, თუ თქვენ ზედმეტი ან შეუსაბამო სარეცხი საშუალება გამოიყენეთ.

ზოგ მოდელს ჩაშენებული მიკროპროცესორი გააჩნია ინტელექტუალური რეცხვისთვის . სარეცხი მანქანა აანალიზებს ქსოვილის სახეობას და დაბინძურების დონეს, წონის თეთრეულს და ამოწმებს აქვს თუ არა მას ლაქები.

თქვენ უთითებთ დროს ის კი ოპტიმალურ პარამეტრებს გთავაზობთ, აკონტროლებს რეცხვის პროცესს და მის კორექტირებას ახდენს თუ ეს აუცილებელია. ყველაფერი მარტივად და ხარისხიანად. 

ასევე არსებობს, პრემიუმ-კლასისთვის დამახასიათებელი, ეგზოტიკური პროგრამები. მაგალითად ბალიშების, რბილი სათამაშოების და ჩვეულებრივი სათამაშოების რეცხვის რეჟიმიც კი. პროგრამების შერჩევის დროს ყურადღება გაამახვილეთ თქვენთვის საჭირო პროგრამებზე და არ იხელმძღვანელოთ პრინციპით რაც მეტია - მით უკეთესი.

პოპულარული მოდელები