რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე

ალბათ  გსმენიათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროზე „ემირატების სასახლე“ რომელიც არაბთა გაერთიანებული საიმიროების დედაქალაქ აბუ-დაბიშია.

სწორედ ამ სასტუმროს 2010 წელს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე ამშვენებდა, რომელიც დაახლოებით 11.4 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

სინამდვილეში ნაძვის ხის ფასი  რამდენიმე ათას დოლარს არ აღემატებოდა, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ არა ნაძვს, არამედ მის მორთულობას, საუბარია ბრილიანტების, ოქროს, მარგალიტების, საფირონებისა და ზურმუხტის ექსტრემალურ რაოდენობაზე.

ალბათ ყველა ადამიანისთვის საახალწლო ნაძვის ხეები და მათი მორთვა სათამაშო ბურთებით , წვიმებით და სხვა საახალწლო რეკვიზიტებით ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია, თუმცა „ემირატების სასახლეში“ საახალწლო მოსართავების გარდა ნაძვის ხეს ამშვენებდა საათები, ყელსაბამები,
სამაჯურები და სხვადასხვა ძვირადღიებული ნივთები.

წინა პოსტი: საახალწლო ნაძვის ხეების შესახებ

თუ ფიქრობთ რომ ამხელა ხარჯი ერთი ნაძვის ხისთვის ძალიან ბევრია არ უნდა დაგავიწყდეთ რომ საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროზე, სადაც ჩვეულებრივ მდიდარი ვიზიტორები სტუმრობენ მას, აქედან გამომდინარე  სასტუმროსთვის, რომელსაც აქვს ოქროს ბარები, პირადი თვითმფრინავები და  სხვა ფუფუნების შეთავაზების საშუალება, ნაძვის ხის ღირებულება 11,4 მილიონი აშშ დოლარი  პატარა მოვლენაა.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას

პოპულარული მოდელები