რომელი მტვერსასრუტის ყიდვაა უკეთესი სახლისთვის - მიმოხილვები
September 17, 2020თუ კი სახლისთვის მტვერსასრუტის ყიდვას ფიქრობთ, სასურველია განსაზღვროთ არა მხოლოდ მისი სიმძლავრე , არამედ სხვა დამატებითი პარამეტრები, რომლებიც წარმოაჩენს მუშაობის ხარისხსა და გამოყენების სიმარტივეს.
ჩვენს შემთხვევაში, განისაზღვრება მოწყობილობის კორპუსი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ჰორიზონტალური, ისე - ვერტიკალური.
მტვერსასრუტის შერჩევისას, ასევე გაითვალისწინეთ ის ნიუანსი, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ახერხებს მოწყობილობა ოთახების დასუფთავებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცით მის ეკოლოგიურ კეთილგანწყობასაც. მახასიათებლებში გადაამოწმეთ თუ რა რაოდენობის მტვერს აბრუნებს მტვერსასრუტი ოთახში. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ნიუანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიით დაავადებულთათვის და ისეთი ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებია.
ვერტიკალური მტვერსასრუტი თუ ჩვეულებრივი?
ეს მოწყობილობების ორი ძირითადი ჯგუფია, რომელთა შორის განსხვავების დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. ვერტიკალურს სპეციალური სამაგრი ჯოხი აქვს, რომლის ქვედა ნაწილში მოთავსებულია საწმენდი ჯაგრისი. მტვრის კონტეინერი კი სხეულზე, სახელურს შორისაა ჩამონტაჟებული.
სტანდარტულსა და ჰორიზონტალურ ხელის მტვერსასრუტებს აქვთ ძრავა და ნაგვის კონტეინერი, ხოლო მტვრის ჯაგრისი დამაგრებულია მოქნილ შლანგზე, რომლის მეორე ბოლო უკავშირდება მოწყობილობის კორპუსს.
ის თუ რომელი მტვერსასრუტის ყიდვა სჯობს, ეს ინდივიდუალური საკითხია, რადგან ორივე მათგანის დიზაინს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ არჩევამდე.
ვერტიკალური მტვერსასრუტი
შერჩევისას პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის აპარატის წონა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა დეტალი დამაგრებულია ძირითადად სხეულზე, შესაძლოა გაგიჭირდეთ მტვერსასრუტის მანევრირება.
თუ ეს საკითხი თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს, მაშინ მოძებნეთ ისეთი მოდელები, რომლებშიც სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად გადატანილია ქვედა ნაწილში - ანუ, ფუნჯზე, რომელიც იატაკზე სრიალებს.
უსადენო მოდელებში, რომლებიც მუშაობენ აკუმულატორზე, მათი დიზაინის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ძრავა და მტვრის კონტეინერი ყოველთვის განლაგებულია სახელურთან უფრო ახლოს.
ვერტიკალური მტვერსასრუტების დადებითი მხარეები:
- მსგავსი მოდელები ხშირად წარმოდგენილია ვერტიკალურ მდგომარეობაში „პარკირების“ შესაძლებლობით - ამიტომ ისინი უფრო ნაკლებ ადგილს იკავებენ.
ვერტიკალური მტვერსასრუტების უარყოფითი მხარეები:
- ზოგიერთ შემთხვევაში, დენის მოწყობილობები შეიძლება იყოს უფრო ხმაურიანი, ვიდრე სტანდარული მოდელები;
- ოდნავ მეტი წონის გამო, ასეთი მტვერსასრუტების მანევრირება, მითუმეტეს კიბეების დასუფთავება ცოტა რთულია;
- დენის კაბელის სიგრძე ხშირ შემთხვევაში მოკლეა.
სტანდარტული (მშრალი-სველი წმენდის) მტვერსასრუტი
გამორჩეულია ნაცნობი, საიმედო და ეფექტური დიზაინით. საჭიროების შემთხვევაში, მტვერსასრუტები აღჭურვილია სხვადასხვა საქშენით, რომლებიც განკუთვნილია ძნელად მისადგომი ადგილების დასასუფთავებლად.
სტანდარტული მტვერსასრუტების დადებითი მხარეები:
- უკეთესია ძნელად მისადგომი ადგილების გასაწმენდად;
- სტრუქტურულად უფრო საიმედო მტვერსასრუტებია, ვიდრე ვერტიკალური;
- მაღალი სიმძლავრის მიუხედავად, ასეთი მოწყობილობების ძრავები უფრო მშვიდად მუშაობენ.
სტანდარტული მტვერსასრუტების უარყოფითი მხარეები:
- შენახვის მხრივ, უფრო მეტ ადგილს იკავებენ;
- ზოგიერთი მოდელის გამოყენება საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით ეს ეხება სველი წმენდის მტვერსასრუტებსა და აკვაფილტრით აღჭურვილ მოწყობილობებს.
და ბოლოს, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მოდელს, რომელიც საილუსტრაციოდ ნამდვილად კარგი მაგალითია:
Bosch BGL35MOV40
ძლიერი მშრალი წმენდის მტვერსასრუტია , რომლის კაბელის სიგრძე 8.5 მეტრია. მოყვება ასევე მოქნილი შლანგი და ტელესკოპური მილი, რომელზეც შესაძლებელია ჯაგრისის დამაგრება.
450 ვატამდე სიმძლავრის მქონე მტვერსასრუტი საშუალებას მოგცემთ, რომ 10-11 მეტრის რადიუსში კომფორტულად დაასუფთავოთ ოთახები.
დადებითი მახასიათებლებია:
- მაღალი შეწოვის ძალა;
- მუშაობის დროს ხმაური მნიშვნელოვნად შემცირებულია;
- კომპაქტური და მანევრირებადი. დიდი დიამეტრის უკანა ბორბლები აადვილებს მტვერსასრუტის გადაადგილებას;
- კომპლექტში შედის ტურბო ფუნჯი ხალიჩების, მატყლის, ძაფების, თმისა და მსგავსი ნამსხვრევებისგან დასუფთავებისთვის;
- აღნიშნული მოწყობილობები მზადდება გერმანულ ქარხნებში
მინუსები:
- ფერების არჩევანში შეზღუდვაა;
- მიუხედავად იმისა, რომ მტვერსასრუტი აღჭურვილია დამატებითი საქშენებით, ავეჯისთვის ისინი ცალკე უნდა შეიძინოთ.
პოპულარული მოდელები