რომელი ბრენდის ხელსაწყოების ნაკრებია ყველაზე პოპულარული საქართველოში?
April 19, 2019ვინაიდან ხელსაწყოების ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და ამასთან ბაზარზე უამრავი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტი გვხვდება, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის ერთგვარი სტატისტიკა შეგვეთავაზებინა.
30-ზე მეტ ბრენდს შორის, რომელიც ამ კატეგორიაში ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში გახლავთ წარმოდგენილი , გამორჩეული ძირითადად გერმანული და ტაივანური მწარმოებლებია, თუმცა საკმაო პოპულარობით სარგებლობენ პოლონური და ჩინური ხელსაწყოების ნაკრებებიც .
ბრენდების მიხედვით საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
- Toptul - ტაივანური ხელსაწყოები, რომელსაც ყველაზე დიდი არჩევანი აქვს და ძალიან საიმედოა. ხელოსნებს და სხვა დაინტერესებულ მომხმარებლებს შორის ის განსაკუთრებით მოთხოვნადია და ითვლება, რომ ყველაზე ხარისხიანია. ფასიც, შესაბამისად პრემიუმია, თუმცა მისი გადახდა და მითუმეტეს განვადებით, ნამდვილად ღირს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ: Toptul-ის ოფიციალური საიტი .
- Mannesmann - ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ნაკრები, რომელსაც სხვა კომპლექტაციის მოდელებიც რომ ჰქონდეს, გარდა 215-იანისა, ალბათ ყველაზე პოპულარული იქნებოდა, ვინაიდან ამ ზომის ნაკრებებს შორის ის უპირობო ლიდერია.
- Yato - პოლონური ძალიან მაღალი ხარისხის ხელსაწყოები, ტოპტულის მსგავსად ასევე ძალიან დიდი ასორტიმენტით და გამძლე ხელსაწყოებით. შედარებით მაღალ ფასად, ვიდრე იაფიანი ანალოგები.
- Ingco - ჩინური, თუმცა ძალიან მოთხოვნადი და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ გამძლე ხელსაწყოების ნაკრები DIY კატეგორიაში. საკმაოდ თავისებური, სპეციალურად ამ ბრენდისთვის შექმნილი დიზაინისა და კომპლექტაციის ერთობლიობით.
- Schpindel - ახალი გერმანული ბრენდი, რომელიც აქამდე ელექტრო ხელსაწყოებით გახლდათ ცნობილი, თუმცა 2019 წლიდან 94-იან და 150-იან ნაკრებებს გვთავაზობს და როგორც მოსალოდნელი იყო, ნელ-ნელა თუმცა მყარად იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე.
პოპულარული მოდელები