როგორ შევიძინოთ ბლენდერი - გზამკვლევი

როდესაც ვსაუბრობთ, ახალ ბლენდერზე, ვითვალისწინებთ არსებულ ფართო ასორტიმენტს. მათ შესაძენად თქვენ შესაძლოა გემეტებოდეთ როგორც $ 30, ისე $ 500 - ზე მეტი. ზოგადი პრინციპის თანახმად, მეტის გადახდა გულისხმობს უკეთეს ხარისხსა და მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

მიუხედავად ამისა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც, ერთი მხრივ, ჩვენში არსებული მოლოდინები, მათ შორის მაღალი ხარისხისა და ღირებულების მქონე მოდელებს, უზარმაზარი წნეხის ქვეშ აქცევს, რაც საბოლოოდ, იმედგაცრუების საგანია.

თუმცა, ადამიანებს აქვთ სასიამოვნო გაოცების გამოცდილებაც, როდესაც შეძენილი პროდუქტი, მოლოდინს აჭარბებს. არსებული გზამკვლევი დაგეხმარებათ, შეიძინოთ საუკეთესო ბლენდერი თქვენი საჭიროებისა და ბიუჯეტიsთვის.

კლასიფიკაცია - თქვენ აუცილებლად უნდა ისარგებლოთ განსხვავებული მოდელებით იმ შემთხვევაში :

  • როდესაც გსურთ, პერიოდულად მოამზადოთ მილქშეიქი ან ხილისა და იოგურტის ნაზავით შექნილი დილის სასიამოვნო სასმელი.
  • როცა არჩევანს აკეთებთ მხოლოდ ხილის წვენსა და სახლში დამზადებულ ნუშის კრემზე.

წარმოგიდგენთ ბლენდერის ოთხ განსხვავებულ ტიპს, სხვადასხვა საჭიროებისათვის:

პრემიუმი  და უმაღლესი კლასი  - ტერმინები, პრემიუმი და უმაღლესი კლასი, მწარმოებლების მიერ აქტიურად გამოყენებადი ცნებებია. აღნიშნული პროდუქციის ხარისხი თავისთავად გულისხმობს გაცილებით მეტ შესაძლებლობას, ვიდრე გვაქვს სტანდარტული ბლენდერის შემთხვევაში.

დამატებით ფუნქციებში მოიაზრება, როგორც ნუშის კრემისა თუ ცხელი წვნიანის მომზადება, ისე სხვა სახის უპირატესობები.

სტანდარტული  - ამ ტიპის, უფრო იაფი მოდელები საუკეთესო საშუალებაა ბლენდერისთვის მცირე ძალისხმევით საჭირო პროდუქტის მოსამზადებლად, როგორიც არის მილქშეიქი თუ ხილის  ფრეში.

დაივიწყეთ ცხელი წვნიანი ან მხოლოდ ხილისგან დამზადებული წვენი და შეცვალეთ ის უფრო სქელი ფაქტურის მქონე ყინულის კოქტეილით.

პერსონალური  - წინამორბედებთან შედარებით, ბლენდერის აღნიშნული სახეობა მიზნად ისახავს, მომხმარებელთა იმ კატეგორიის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელთაც უყვართ შეიქის ტიპის ნაწარმისა და იოგურტის ბაზაზე შექმნილი სასმელების მომზადება.

ბლენდერის კონტეინერების შეკვრით, ვიღებთ სამოგზაურო ქილის მსგავს ჭურჭელს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მოგზაურობისას. არსებული ნაწარმი არ არის გაnკუთვნილი მძიმე დატვირთვით, ინტენსიური მოხმარებისთვის.

იმერსიული  - ბასრი დანის მქონე, ამ ცილინდრული ფორმის მოწყობილობის მოსამზადებელ პროდუქტში ჩაშვებით, იღებთ ფაქტობრივად იმავე შედეგს, რასაც ქვაბში მომზადებისას. აღნიშნული სახეობა ბლენდერის დამატებით ფუნქციას უფრო წარმოადგენს, ვიდრე მის ჩამნაცვლებელ ვარიანტს. 

მახასიათებლები

კონტეინერი  - ყველაზე რეიტინგული ბლენდერების უმეტესობა წარმოდგენილია პლასტმასის კონტეინერით, რომელიც უფრო მსუბუქია და შუშისგან განსხვავებით, ნაკლებად მტვრევადი. პლასტმასის ძირი შთანთქავს დაგროვილ სუნსა და ლაქას, შესაბამისად, ყოველი მოხმარების შემდეგ, სწრაფად და მარტივად იწმინდება.

იმის მიუხედავად, თუ რა მასალისგან არის დამზადებული, ეცადეთ, შეარჩიოთ ფართო პირის მქონე კონტეინერი, რათა გაიმარტივოთ როგორც მოხმარების, ისე წმენდის პროცესი.

რეგულირება  -  რთულია, შეარჩიოთ უნივერსალურად აღიარებული, საუკეთესოდ რეგულირებადი მოწყობილობა, ამიტომ არჩევანი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

Touchpad მექანიზმი ყველაზე მარტივად იწმინდება, თუმცა რთულად მართვადია. მაგალითად: იმისთვის, რომ ჩართოთ, ან გამორთოთ მოწყობილობა, ღილაკზე თითის დაჭერა შესაძლოა რამდენჯერმე მოგიწიოთ.

სიჩქარის ცვლილება მარტივია, თუმცა ხშირად ეს იწვევს ჭუჭყის ნაპრალებში დაგროვებას.

Dial მექანიზმიც მარტივად წმენდადია, თუმცა სასურველი სიჩქარის მისაღებად, თქვენ, ფაქტობრივად, ყველა პარამეტრთან შეხება გიწევთ.

წმენდასთან დაკავშირებული სიმარტივის მიუხედავად, აღნიშნული ტიპის გამოყენებისას არჩევანში საკმაოდ შეზღუდული ხართ.

სიჩქარე  - ბლენდერს შესაძლოა ქონდეს როგორც 2 კატეგორიის სიჩქარე, ისე 17. ზოგად ნორმად  3 ეტაპად რეგულირებადი მოწყობილობა მიიჩნევა. 12 ის ან მეტის შემთხვევაში, სიჩქარეთა ერთმანეთისგან განსხვავება რთულდება.

პულსის მექანიზმი, რომელიც ჩართვის ღილაკზე თითის დაჭერით, ელვის სისწრაფით იწვევს ბლენდერის მუშაობას, მოითხოვს მეტი სიზუსტით წარვმართოთ პროცესი, როდესაც დელიკატურად დასამუშავებელ პროდუქტს ვამზადებთ.

უმაღლესი კლასის არაერთი მოდელი აღჭურვილია ძალიან მოსახერხებელი პროგრამული მექანიზმით, რომელიც გვიმარტივებს სხვადასხვა ტიპის პროდუქტის მომზადებას.

ენერგია  - დღეს, ბაზარზე მარტივად წააწყდებით 300-დან 1000 ვატამდე, ან უფრო დიდი ენერგიის მქონე ბლენდერებს, რომელთა სიმძლავრეც, მწარმოებელთა განმარტებით, უკეთესი ხარისხის პირობაა. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ საქმე მხოლოდ ამ კომპონენტში არ მდგომარებს.

როგორც გავარკვიეთ, მჭრელი მოწყობილობის დიზაინი და კონტეინერის ფორმა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გამონაკლისია იმერსიული ტიპის ბლენდერი, რომელშიც ელ. ენერგიის სიმძლავრე მდგრადი მოხმარების პირდაპირი შედეგია.

გარანტია  - ისევე, როგორც ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში, ბლენდერის ზომა და შესაძლებლობები განაპირობებს მწარმოებლის მოლოდინს იმის შესახებ, თუ რა დროს გასტანს მისი ვარგისიანობა.

უმაღლესი კლასის ბლენდერებს სტანდარტულად 7-8 წლის გარანტია აქვთ, ხოლო უფრო ეკონომიური მოდელების ვარგისიანობაზე პასუხისმგებლობას მწარმოებელი, ზოგჯერ მხოლოდ 1 წლით იღებს.

შენახვის შესახებ  - შენახვის თვალსაზრისით, ბლენდერის ტიპები მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგიერთი სახეობა დანარჩენზე მარტივად მოხმარებადია. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია მათ შემთხვევაში, ვინც ფლობს მცირე სამზარულოს.

სუპერ კომპაქტური დიზაინის წყალობით, იმერსიული ბლენდერი მარტივად თავსდება უჯრაში და იკავებს გაცილებით ნაკლებ სივრცეს, ვიდრე უმაღლესი კლასის კატეგორიის ნაწარმი. აღსანიშნავია, რომ პერსონალური ბლენდერებიც ძალიან კომპაქტურია, რაც შენახვას ამარტივებს.

თუ თქვენ აპირებთ, რომ ისარგებლოთ უფრო მოცულობითი ვარიანტით, მაშინ გირჩევთ, გამოიყენოთ მოდელი, რომელიც არ აღემატება 17 ინჩს, რომლის სამზარეულოს ქვედა კაბინაში მოთავსებით, მნიშვნელოვან სივრცეს შეინარჩუნებთ.

(აგრეთვე, რეკომენდირებულია ზომების წინასწარი აღება, რადგან კაბინების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ზომაზე პატარაა).

ყურადღება მიაქციეთ ბლენდერთან დაკავშირებული აქსესურების რაოდენობას. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია მრავალჯერადი მოხმარების შემრევი კონტეინერებით, რაც აუმჯობესებს პროდუქტის მრავალმხრივ გამოყენებას, თუმცა იკავებს საკმაოდ დიდ ადგილს თქვენს სივრცეში.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებასა და შეძენილი მოწყობილობის პროდუქტიულად გამოყენებაში.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას   

პოპულარული მოდელები