როგორ შევარჩიოთ ხელოვნური ნაძვის ხე - რეკომენდაციები

ყოველი ახალი წლის წინ, გაფაციცებით ვათვალიერებთ მაღაზიებს და თან ისე, რომ თავში ბევრი აზრი გვიტრიალებს - მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევა, საახალწლო სუფრისთვის უგემრიელესი კერძის რეცეპტის პოვნა, ყოველდღიური საქმეები და, რა თქმა უნდა, საახალწლო ნაძვის ხის არჩევა!

„ხელოვნური ნაძვის ხე თუ ცოცხალი?“ - ყველასთვის პოპულარული კითხვაა.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ცოცხალი ნაძვის ხე , თუმცა ყოველ შაბათ-კვირას მოგიწევთ ცოცხითა და მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება. ასე რომ, თუ ზედმეტი თავის ტკივილი არ გჭირდებათ და დასვენების კომფორტულად გატარება გსურთ, მაშინ უფრო ახლოს გაგაცნობთ ხელოვნურ ნაძვის ხეებს.

ბლოგში თქვენ იხილავთ მარტივ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შე არჩიოთ ხელოვნური ნაძვის ხე  თქვენი სახლისთვის. მაშ ასე, დავიწყოთ თითოეული დეტალის მიმოხილვა.

სერთიფიკატები

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ  სერთიფიკატების ხელმისაწვდომობას, რომლებიც ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე მიუთითებენ. თუ ყუთზე არ არის შესაბამისი ნიშანი, შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ ნაძვის ხე. ამისათვის აიღეთ რამდენიმე წიწვები და შეეცადეთ ფრთხილად წაუკიდოთ. თუ ისინი ძალიან სწრაფად აალდება, მაშინ არ ღირს ასეთი მოდელის შერჩევა და  იპოვეთ უფრო უსაფრთხო ვარიანტი.

მწარმოებელი

ჩინეთი - წარმოებისთვის ხშირად იყენებს მეორეხარისხოვან მასალებს, რომლებიც ტოქსიკურია და სწრაფად კარგავს თავის მიმზიდველ გარეგნობას;
ევროპა - ევროპული ხელოვნური ნაძვები  აკმაყოფილებს ხარისხის ყველა სტანდარტს.

მასალა

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში ხელოვნური ნაძვების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, თითოეული მათგანი მასალის ტიპის მიხედვით განსხვავდება.

PVC ნაძვი - ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე საყვარელი მოდელია. 2.5 მმ-მდე სისქის წიწვები რბილია და არ იწვება. სახლისთვის შეგიძლიათ იპოვოთ ხელმისაწვდომ ფასში.

ხელოვნური ფიჭვები ძალიან ფუმფულა და მოცულობითია. მაღაზიები გთავაზობთ სხვადასხვა ზომის და სიმაღლის ფიჭვის ხეების ფართო სპექტრს;

ნაძვები ჩამოსხმული რეზინისგან - უფრო ძვირი ღირს, რადგან მისი ტოტები და  რბილი წიწვები თითქმის არ განსხვავდება ცოცხალი ნაძვის ხისგან.  რეზინისგან დამზადებული მოდელები რამდენიმე  წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ, ვიდრე სხვა მასალებისგან დამზადებული ნაძვები . გარდა ამისა ეკოლოგიურად სუფთაა, ადვილად ასაწყობი და ცეცხლგამძლეა.

ომა

დაფიქრდით სად გსურთ ნაძვის ხის განთავსება? როგორ მორთავთ თქვენს სახლს არდადეგებისას? რამდენი ადგილი შეგიძლიათ გამოყოთ ხელოვნური ნაძვისთვის?

მაგიდის პატარა ნაძვები შესანიშნავად თავსდება ნებისმიერ ოთახში. მაღალი ნაძვის ხეები გაშლილი გვირგვინით (5.5 მ-მდე სიმაღლით) კარგად შეეფერება ფართო ოთახებსა და დარბაზებს. თუ ბინაში ცხოვრობთ და ნაძვის ხის განთავსება კუთხეში გირჩევნიათ, მაშინ  2.5 მ-მდე სიმაღლის ნაძვი შესანიშნავად მოერგება თქვენს ინტერიერს.

წიწვების ფერი და LED განათებები

მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა ფერის ხელოვნურ ნაძვებს: თეთრი, მწვანე, წითელი, ოქროსფერი და ა.შ.  ტოტებ დათოვლილი ნაძვის ხეები , ჩამონტაჟებული LED-ები და არაჩვეულებრივი ფერები თქვენი საახალწლო დღესასწაულის განწყობას კიდევ უფრო ზღაპრულად აქცევს.

შეხედეთ თქვენს სახლს, როგორი სახის ნაძვის ხეს წარმოგიდგენიათ? კლასიკური მწვანე ფერის გაშლილი ტოტებით? თუ ინტერიერს უკეთ მოერგება თეთრი სილამაზე თავისი ჩამონტაჟებული LED განათებებით? შეარჩიეთ ზუსტად ის მოდელი, რომელიც თქვენს განწყობას კიდევ უფრო აამაღლეს.

სასურველი მოდელის შერჩევისთვის კი გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ ჩვენი მაღაზიის საიტს, სადაც უამრავი სხვადასხვა სიმაღლის, მოცულობის, ფერის, ფასის ხელოვნური ნაძვის ხეები დაგხვდებათ  და რაც ყველაზე მთავარია - ხელმისაწვდომ ფასში!

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რომელი მოდელი მოგეწონებათ, ნებისმიერი ნაძვის ხე განვადებით შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან და შეძენილ პროდუქციას სულ რაღაც 1 დღეში სრულიად უფასოდ მოგაწვდით ჩვენი კურიერი. 

პოპულარული მოდელები