როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ჭოჭინა პატარებისთვის
December 10, 2020ჭოჭინა იმ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობაა, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება. ეს არის ბორბლიანი სავარძელი, რომელსაც აქვს პატარა მაგიდის ფორმა. ხარისხიანი ჭოჭინები კი ბავშვისთვის სტაბილური, გასართობი და უსაფრთხოა.
ჭოჭინები კარგი საშუალებაა არა მხოლო პატარებისთვის, არამედ დედებისთვისაც, რომლებსაც გარკვეული თავისუფლება ეძლევათ საშინაო საქმეებისთვის. ჩვენ შევაფასეთ მშობლების მოსაზრებები და პედიატრების რეკომენდაციების საფუძველზე წარმოგიდგენთ საუკეთესო ჭოჭინების მცირე ჩამონათვალს.
როგორ შე ვ ა რჩიოთ ხარისხიანი ჭოჭინა?
მოწყობილობის არჩევისას, გასათვალისწინებელია კონკრეტული მახასიათებლები, რადგან თითოეული მოდელი შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად:
- კლასიკური - მთლიანი მოწყობილობა ბორბლებით, ფუძის გარშემო. განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე შეუძლიათ ჯდომა;
- სტანდარტული - ასეთი პროდუქტი განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც უკვე ისწავლეს დგომა, მაგრამ არ შეუძლიათ წონასწორობის შენარჩუნება და სიარული;
- ტრანსფორმატორი - პროდუქტი ასრულებს როგორც ჭოწინას ფუნქციას, ისე - სარწევი საწოლის, რისთვისაც შესაძლებელია ბაზის დაშლა და გარდაქმნა;
- სახტუნაო - ეს არის კლასიკური ჭოწინების ვარიანტი, რომელიც აღჭურვილია ზანბარებიანი ელემენტებით.
JETEM SCOOTER
რეიტინგს ხსნის Jetem Scooter ჭოჭინა, რომელსაც აწარმოებენ გერმანიაში 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის. მოწყობილობა სტაბილური, უსაფრთხო და მსუბუქია, რადგან დამზადებულია პლასტმასისა და ალუმინისგან.
აღნიშნული ჭოჭინები განკუთვნილია 12 კგ-მდე წონის ბავშვებისთვის.
სავარძელი რეგულირდება სიმაღლეში, რომელსაც ერგონომიული საზურგე აქვს, რითაც იცავს ბავშვის სუსტ კუნთებს და საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს სწორი პოზა. ზამბარები გათვალისწინებულია მხტუნავების ფუნქციის გამოსაყენებლად.
იმისათვის, რომ ბავშვი სავარძლიდან არ გადმოხტეს, საყრდენი ფეხები ფიქსირდება გარკვეულ მდგომარეობაში. ბორბლები დამზადებულია რბილი სილიკონისგან, რომელიც არ კაწრავს იატაკს.
ბავშვის წინ, მაგიდის თავზე განთავსებულია გასართობი ცენტრი მსუბუქი და მუსიკალური ელემენტებით. შესაძლებელია აღნიშნული სათამაშო პანელის ამოღება და საკვები დაფით შეცვლა.
უპირატესობები:
- ხტომის რეჟიმი;
- ერგონომიული სავარძელი;
- ზურგის საყრდენი;
- მოსახსნელი საფარი.
უარყოფითი მხარეები:
- სილიკონის ბორბლები;
- დიდი წონა.
NUOVITA VETTURA
რეიტინგის შემდეგი საბავშვო ჭოჭინა განკუთვნილია აქტიური ბავშვებისთვის. ეს არის საინტერესო, მრავალფუნქციური მოწყობილობა, რომლის გამოყენება შესაძლებელია მრავალფეროვანი მეთოდით - როგორც ჭოჭინა, ჯამპერი , სათამაშო ცენტრი და სხვა.
- აღჭურვილია სავარძლების რეგულირების სამი რეჟიმით, რათა ბავშვს შეეძლოს იატაკზე ფეხით დადგომა.
- სავარძლის დანადგარი საშუალებას იძლევა იმოძრაოს ნებისმიერი მიმართულებით, ხოლო სასურველი პოზიციის დასაფიქსირებლად, გათვალისწინებულია სპეციალური სამაგრი ელემენტები.
- ბაზა სტაბილურია და აღჭურვილია 4 ბორბლით. წინა ბორბლები დამზადებულია პლასტმასისგან, უკანა ბორბლები - რეზინის მასალისგან, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭიდებას, თუნდაც გლუვ იატაკზე. სავარძელი დამზადებულია მარტივად მოსავლელი მასალისგან - პოლიესტერისგან.
- ჯამპერის რეჟიმი ძალიან პოპულარულია აქტიურ ბავშვებში, რაც ხელს უწყობს გართობის მრავალფეროვნებას.
- წინა ნაწილში მოთავსებულია დაფა/მაგიდა, ხოლო გვერდებზე განთავსებულია დიდი დეკორატიული ბორბლები. სათამაშო პანელზე ნახავთ ყველაფერ საინტერესოს - საჭეს, სარკეებს, სხვადასხვა ღილაკსა და მოციმციმე ინდიკატორებს. დამატებით აქვს ხმოვანი კლავიშები, რომელთა დაჭერისას ისმის სხვადასხვა ხმა და მელოდიები.
უპირატესობები:
- ოთხი რეჟიმი;
- მბრუნავი სავარძელი;
- საინტერესო დიზაინი.
- უარყოფითი მხარეები:
- 4 ბორბალი;
- დიდი წონა;
- წინა ბორბლები დამზადებულია პლასტმასისგან.
პოპულარული მოდელები