როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სახლისთვის ან ბინისთვის
October 08, 2020როგორც ვიცით, სარეცხი მანქანების ბევრი განსხვავებული მოდელი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან დიზაინის მიხედვით ნამდვილად განსხვავდება, ამასთან ერთად ეს პროდუქტი ბაზარზე დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება.
დღევანდელ აღწერაში გვსურს შემოგთავაზოთ სხვადასხვა ტიპის სარეცხი მანქანები , რომლებიც შეგიძლია თქვენთვის სასურველ ადგილზე განათავსოთ. ბლოგში წარმოდგენილი იქნება ძალიან საინტერესო, გამოსადეგი ინფორმაციები, რომლებიც საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, შერჩევის პროცესში დაგეხმარებათ.
სრული ზომის ჭურჭლის სარეცხი მანქანები
სტანდარტული (სრული ზომის) ჭურჭლის სარეცხი მანქანები , ძირითადად განკუთვნილია მრავალშვილიანი ოჯახისთვის. 60x60x85 სმ (სიგანე x სიღრმე x სიმაღლე) ზომის დამსახურებით, მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ ერთდროულად 12-14 ჭურჭლის კომპლექტი გარეცხოთ. (თქვენი აზრით ეს ზედმეტად დიდი მაჩვენებელია? სულაც არა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში უნდა მოვათავსოთ არა მხოლოდ თეფშები, ჭიქები და კოვზები, არამედ ქვაბები და ტაფები , რომლებსაც ასევე ხშირად ვიყენებთ კერძების მომზადების პროცესში.).
უფრო მეტი მოცულობის გარდა, სრულმასშტაბიან მანქანებს აქვთ კიდევ ერთი უპირატესობა - როგორც წესი, აქვთ უფრო სრულყოფილი ფუნქციები და მრავალი დამატებითი შესაძლებლობები.
ვიწრო ჭურჭლის სარეცხი მანქანები
მცირე ზომის სამზარეულოს მფლობელებისათვის, სრული ზომის ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის ადგილის მოძებნა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მაგრამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლები ამ პრობლემის საკუთარი ხერხებით გადაწყვეტას გვთავაზობენ - დიახ, თუკი თქვენს სამზარეულოში თითოეული სანტიმეტრი არსებითად მნიშვნელოვანია, მაშინ შეგიძლიათ ვიწრო ჭურჭლის სარეცხი მანქანები შეიძინოთ. სტანდარტული სიმაღლითა და სიღრმით (85 სმ და 60 სმ), მათ აქვთ უფრო მცირე სიგანე - დაახლოებით 45 სმ.
ვიწრო მანქანების მოცულობა, სრულმასშტაბიან მოდელებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ასევე ნაკლებია - 8-10 ჭურჭლის ნაკრები. ასეთი ჭურჭლის სარეცხი ორი ან სამი ადამიანის მოთხოვნილებებს შესანიშნავად აკმაყოფილებს. ამიტომ, იდელაურია პენსიონერებისთვის, წყვილისთვის, უკიდურეს შემთხვევაში - ერთშვილიანი ოჯახებისთვის.
კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა
კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები ნამდვილი მინიატურული შედევრია, რომელსაც დაახლოებით 45x55x45 სმ ზომები აქვთ. ამიტომ, მათი განთავსება შესაძლებელია სამზარეულოს მაგიდაზეც კი.
კომპაქტური მოდელების მოცულობა, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მოკრძალებულია - მხოლოდ 4-6 ჭურჭლის ნაკრები. ასეთი ჭურჭლის მანქანები შესაფერისია ახალგაზრდებისთვის ან წყვილებისთვის.
ჭურჭლის სარეცხის ტიპები ინსტალაციის მიხედვით
ჭურჭლის სარეცხი მანქანები შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:
- სრულად ჩაშენებული;
- ნაწილობრივ ჩაშენებული;
- განცალკევებით მდგომი;
- კომპაქტური, სამზარეულო მაგიდაზე მოსათავსებელი.
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა
მთლიანად ჩაშენებული ჭურჭლის სარეცხი მანქანები ადვილად ჯდება თითქმის ნებისმიერ სამზარეულოს ინტერიერში: ტექნიკა იმალება დეკორატიული ავეჯის პანელის მიღმა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მფლობელს ეცოდინება მისი არსებობის შესახებ. ასეთი მოდელების მართვის ღილაკები მდებარეობს კარის ზედა ნაწილში.
ნაწილობრივ ჩაშენებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ასეთი მოდელები სრულად ჩაშენებული მანქანებისგან ერთადერთი იმით განსხვადება, რომ მანქანის პანელი მოთავსებულია სამზარეულოს წინა მხარეს. ანუ, იგი არ არის დაფარული და დამონტაჟებულია კარის გარეშე.
განცალკევებით მდგომი ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ასეთი მანქანის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი შეიძლება განთავსდეს სამზარეულოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი თქვენ მოგიხერხდებათ და გეკომფორტულებათ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჯდება ახალი ტექნიკა სამზარეულოს ინტერიერში. უხდება კი იგი არსებულ გარემოს?
ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფერები არც თუ ისე მრავალფეროვანია - თეთრი, ვერცხლისფერი, შავი. (ამასთან, ეს ფერები იმდენად მრავალფეროვანია, რომ სავარაუდოდ, შესძლებთ თქვენი სამზარეულოსთვის შესაფერისი მოდელის შერჩევას).
კომპაქტური, სამზარეულო მაგიდა ზე მოსათავსებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა
მაგიდის ჭურჭლის სარეცხ მანქანებს ყიდულობენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში - როდესაც მცირე ზომის სამზარეულოში შეუძლებელია სრულყოფილი ზომის მოწყობილობების განთავსება.
ვერ ვიტყვით იმას, რომ იდეალური ტიპის მოდელია, რადგან ერთ შემთხვევაში მანქანები განკუთვნილია მხოლოდ ჭურჭლის 4 ნაკრებისთვის, მეორე შემთხვევაში - რეცხვის ხარისხი ხშირად ცუდია, ხოლო მესამე შემთხვევაში - ვერ შეძლებთ დიდი ზომის ქვავებისა და ტაფების გარეცხვას.
პოპულარული მოდელები