როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა - მოდელების განხილვა
December 15, 2020თანამედროვე სარეცხი მანქანა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნივთების კომფორტული რეცხვისთვის შეუცვლელი მოწყობილობაა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე მათი ასორტიმენტი ძალიან დიდია ამიტომ, არ არის რთული სწორი სარეცხი მანქანის ყიდვა.
როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ყიდვისას გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ მახასიათებლებზე:
ჩა ტვირთვის ტიპი :
- ფრონტალური - მოვლის თვალსაზრისით მარტივია, იაფია შეკეთება და დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან.
- ვერტიკალური - რეცხვის დროს/პროცესში შესაძლებელია დამატებითი სარეცხის დამატება.
- დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა - მცირე ზომის სარეცხის გასარეცხად. შესაფერისია 3-დან 5 კგ-მდე დატვირთვის მქონე სარეცხი ს მანქანა . თუ დიდი ოჯახი გყავთ, მაშინ უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ 7-10 კგ მოცულობის მანქანებს.
- სიღრმე - თუ სივრცე შეზღუდულია, რეკომენდებულია ვიწრო სარეცხი მანქანის დამონტაჟება, რომლის სიღრმე 34-40 სმ-ს შორის მერყეობს.
- ბ რუნვის სიჩქარე - რაც უფრო მაღალია, მით უფრო სწრაფად გარეცხავს სარეცხს.
- ძრავის ტიპი - საუკეთესო არჩევანია ინვერტორული ძრავა. ვინაიდან ის უფრო მდგრადია და მშვიდადაც მუშაობს.
LG F-10B8ND
სარეცხი მანქანა LG ვიწრო, წინა დატვირთვის მქონე მოწყობილობაა. ინვერტორული ძრავა კი, მაქსიმალურად მშვიდი მუშაობას უზრუნველყოფს.
მანქანის ბარაბანს ბრუნვის 6 ვარიანტი აქვს, რომელიც განკუთვნილია გარკვეული ტიპის ქსოვილისთვის.
მოდელის დამატებითი ფუნქციებია: დისპლეის დაბლოკვის სისტემა, ბარაბანის ავტომატური გაწმენდა, რეცხვის გადადებით დაწყება (19 საათამდე), გაჟონვისგან ნაწილობრივი დაცვა, აგრეთვე SmartDiagnosis ტექნოლოგია - პრობლემების შესახებ მონაცემების ცენტრში გადასაცემად.
მახასიათებლები:
- დატვირთული სარეცხის მაქსიმალური წონა - 6 კგ;
- ჩამონტაჟებული პროგრამების რაოდენობა - 13;
- ტრიალი (რევოლუციების რაოდენობა წუთში) - 1000;
- მოხმარებული ენერგია - 0.17 კვტ;
- მართვა - ელექტრონული ციფრულ ეკრანზე;
- გაშრობა - არა.
დადებითი:
- მუშაობს მშვიდად;
- რეცხავს კარგად;
- მოსახერხებელი და ინტუიციური მართვა.
მინუსები:
- გარეცხვის შემდეგ, კარის რეზინის ლუქში ცოტა წყალი რჩება.
Samsung WW65K42E08W
Samsung სარეცხი მანქანა აღჭურვილია წინა დატვირთვით და სპეციალური ლუქის საშუალებით (მუშაობის პროცესში) შესაძლებელია სარეცხის დამატება. ინვერტორული ძრავა უზრუნველყოფს მშვიდი მუშაობას და სარეცხის დროს, გამორიცხავს ვიბრაციას.
Eco Bubble გენერატორი გადააქცევს სარეცხ ფხვნილს ქაფად და ეფექტურად აშორებს ჯიუტ ლაქებს. Smart Check დაგეხმარებათ პრობლემების იდენტიფიცირებაში და პროგრამის გამოყენებით, გირჩევთ გარკვეულ გზებს.
მოდელის დამატებითი ფუნქციებია: სწრაფი რეცხვა, ბარაბანის ავტომატური გაწმენდა და გაჟონვისგან დაცვა.
მახასიათებლები:
- დატვირთული სარეცხის მაქსიმალური წონა - 6.5 კგ;
- ჩამონტაჟებული პროგრამების რაოდენობა - 12;
- ტრიალი (წუთში რევოლუციების რაოდენობა) - 1200;
- მოხმარებული ენერგია - 0.17 კვტ;
- მართვა - ელექტრონული ციფრულ ეკრანზე;
- გაშრობა - არ არის.
დადებითი:
- მუშაობის დროს არ გამოსცემს ხმაურს;
- გასაგები, მარტივი მართვა;
- კარგად რეცხავს რთულ ჩამჯდარ ლაქებსაც.
მინუსები:
- ყველა პროგრამაში შეუძლებელია საგნების დამატება
პოპულარული მოდელები