როგორ შევარჩიოთ მოგზაურობისთვის მოსახერხებელი ფოტოაპარატები?
September 16, 2019აქტიური მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს სწორედ ფოტოაპარატი წარმოადგენს, რომელიც კარგი სურათების გადაღებასთან ერთად, არ უნდა გვირღვევდეს კომფორტს და ასევე უნდა იყოს მაქსიმალურად კომპაქტური და მოსახერხებელი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უამრავ ადამიანს უყვარს მოგზაურობის დროს საოცარი ფოტოების გადაღება, რადგანაც იგი მნიშვნელოვანი ისტორიებისა და თავგადასავლების მატარებელი შეიძლება იყოს. თუმცა, ბევრი არ არის გათვიცნობიერებული იმაში, თუ რომელი ფოტოაპარატის შეძენა სურს და რა ფასად .
ასე რომ, ამ სტატიაში მინდა გამოვყო ის ზოგიერთი სპეციფიკა, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ კამერის შერჩევისას.
მოგზაურობის დროს ჩვენ ვეცნობით უამრავ ადამიანს, რომლებიც ფულს ხარჯავენ ათასობით დოლარის ღირებულების მოწყობილობებზე, თუმცა სრულიად გაუაზრებლად.
უმეტესობისთვის, არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო ძვირი ღირს კამერა, მით უფრო კარგ ფოტოებს იღებს, თუმცა მათ ავიწყდებათ ის დეტალები, რომლებიც აუცილებელია ჩვენთვის მორგებული ფოტოაპარატის შეძენისას.
დღესდღეობით უამრავი კარგი კამერა არსებობს, თუმცა სხვადასხვა სპეციფიკებითა და დანიშნულებებით, რასაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცოდნა და განათლება სჭირდება.
სწორედ ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, რომ არ დახარჯოთ ფული კამერის იმ მახასიათებლებისთვის, რომლებსაც უბრალოდ არ გამოიყენებთ. ამიტომაც, ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ, იმ დეტალებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ დასაწყისისთვის.
სენსორის ზომა - შესაძლებელია ერთი შეხედვით ეს ძალიან დამაბნევლად ჟღერს, მაგრამ სენსორის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ შეიძლება გსმენიათ ტერმინი ,სრული ჩარჩო (Full Frame) ან დაჭრილი სენსორი (Cropped Sensor).
ე.წ. სრული ჩარჩო, ანუ Full Frame, 35 მმ-იანი სენსორია, რომელიც იდენტური არის ძველი ფილმების კამერის ჩარჩოს ფართობის. მოკლედ, სენსორის ზომა 35 მმ x 24 მმ-ია.
რაც შეეხება Cropped Sensor ანუ დაჭრილ სენსორს, იგი უფრო მცირე ზომისაა. მისი ყველაზე პოპულარული ზომა 1.5-ა. მოკლედ, ამ სენსორის ზომა კი 23.5 მმ x 15.6 მმ-ა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყიდით 20 მმ-იან ლინზას და განათავსებთ მას კამერაზე 1.5 x დაჭრილ სენსორზე (Cropped Sensor), ამ ობიექტივს ექნება იგივე ხედვა, როგორიც 30 მმ-იანი ობიექტივის სრულ ჩარჩოზეა. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ფართო კუთხის ლინზების გადაღება, თქვენ უნდა შეიძინოთ ობიექტივი თქვენი სენსორის ტიპის მიხედვით.
თუმცა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სულიად არ არის მნიშვნელოვანი დამწყებებისთვის, თქვენთვის უბრალოდ მნიშვნელოვანია შეიძინოთ ობიექტივი, რომელიც თქვენს სენსორს ზუსტად შეესაბამება.
რჩევის სახით, შეგვიძლია გითხრათ, რომ დაჭრილი სენსორი ანუ Cropped Sensor გაცილებით მოსახერხებელი შეიძლება იყოს თქვენთვის, როგორც დამწყებთათვის, გარდა ამისა იგი გაცილებით იაფია. რაც შეეხება სრულ ჩარჩოს, მას უმეტესად პროფესიონალი ფოტოგრაფები იყენებენ და მისი ფასიც, შესაბამისად, გაცილებით მეტია.
პიქსელები - დღესდღეობით, კამერის ყიდვის დროს ადამიანები ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწორედ მისი პიქსელების რაოდენობას ანიჭებენ. მოდით აგიხსნით, რატომ არ არის ეს იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ფიქრობთ.
პიქსელი ეს არის მცირე ზომის წერტილების რაოდენობა, რომელიც იქმნება სწორედ მაშინ, როდესაც შუქი თქვენი კამერის სენსორს მოხვდება. 1 მეგაპიქსელს მილიონი პიქსელი აქვს.
დღესდღეობით კი რთულია ისეთი ახალი ფოტოაპარატის პოვნა, რომელსაც 12 მეგაპიქსელზე ნაკლები აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ აპირებთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოების აუქციონზე გაყიდვას, მაშინ ეს რიცხვი თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
12 მეგაპიქსელიანი კამერა საკმარისი უნდა იყოს დამწყები ფოტოგრაფებისა და მოგზაურებისთვის, რადგან 12 მილიონ პიქსელიანი გამოსახულება, ნამდვილად კარგი ხარისხით დაიბეჭდება, დაახლოებით 14 x 9 ინჩამდე ან 38 x 23 სმ.
ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხოლოდ ონლაინ აპირებთ გადაღებული ფოტოების განთავსებას, თქვენს სურათებს სოციალურ ქსელში ბევრად მცირე ზომისას ნახავენ, ვიდრე რეალურად დაიბეჭდება.
ISO - მოკლედ, ISO არის თქვენი კამერის სენსორის მგრძნობელობის დონე. რაც უფრო მეტია მისი რაოდენობა, მით უფრო მეტია სენსორის მგრძნობელობის დონე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები განათებაა საჭირო ფოტოების გადაღებისთვის და პირიქით.
თუ თქვენი კამერა იწყება ISO 100-ზე ან უფრო ქვემოდან და მიდის ISO 6400-მდე, მაშინ ეს ნამდვილად კარგი დიაპაზონია. ეს საშუალებას მოგცემთ, ფოტოები გადაიღოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში - დღისით თუ ღამით. ღამით უკეთესია ISO არ იყოს 800-ზე ნაკლები, ხოლო დღის განმავლობაში დაახლოებით 100-დან 200-მდე გამოიყენეთ.
RAW თუ JPEG - რომელი ფორმატია უკეთესი
თუ ფოტო RAW ფორმატშია გადაღებული, ამ დროს თქვენი კამერა უბრალოდ იღებს ინფორმაციას იმ შუქისგან, რომელიც თქვენს სენსორს ეცემა და იგი გარდაქმნის მას ფოტოში ყველანაირი ინფორმაციის შეცვლის გარეშე.
ეს ნიშნავს იმას, რომ ფაილის ზომა იქნება დიდი, მაგრამ გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელი.
ხოლო თუ თქვენ JPEG ფორმატით იღებთ ფოტოს, თქვენი კამერა ამ ინფორმაცის უცვლელად იღებს იმ შუქისგან, რომელიც თქვენს სენსორს ეცემა და გარდაქმნის მას ფოტოში.
თუმცა RAW ფორმატისგან განსხვავებით, ამ დროს არასასურველი ინფორმაცია მცირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ, პირდაპირპროპორციულად, ფაილის ზომაც იქნება გაცილებით მცირე.
რა განსხვავებაა მათ შორის?
განსხვავება ის არის, რომ როდესაც ფოტოს იღებთ JPEG ფორმატით, თქვენი კამერა ამუშავებს სურათს მაქსიმალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, მისი შიდა პროგრამების საფუძველზე. ამან შეიძლება ფოტოში შეცვალოს ისეთი რაღაცები, როგორიცაა გაჯერება, ჩრდილები და სხვა.
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არედაქტირებს ფოტოს, ე.ი. შლის იმ ინფორმაციას, რაც ნაკლებად საჭიროა, საბოლოოდ კი თქვენ იღებთ დასრულებულ სურათს.
რაც შეეხება RAW ფორმატს, თქვენ იღებთ ფოტოს, სადაც ყველანაირი სახის ინფორმაცია უცვლელი რჩება. ამრიგად, მოგვიანებით თქვენ შეგიძლიათ დაამუშავოთ ფოტო თქვენი სურვილის მიხედვით.
რა თქმა უნდა, თქვენ JPEG ფორმატის ფოტოს დამუშავებაც შეგიძლიათ, თუმცა არა იმდენად, რომ შეძლოთ მაქსიმალური ხარისხის შენარჩუნება. რაც შეეხება RAW ფორმატს, აქ ნარჩუნდება ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა ფერის შეცვლა, სიკაშკაშე, თეთრი ბალანსი და სხვა.
დასკვნის სახით შეგვიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ აპირებთ ფოტოების რედაქტირებას, მაშინ თქვენთვის უკეთესია JPEG ფორმატში ფოტოს გადაღება, ხოლო თუ გსურთ გადაღებული ფოტოსურათის რედაქტირება, მაშინ RAW ფორმატი თქვენთვის იდეალურია.
თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სოციალურ მედიაში ვერ ატვირთავთ ფოტოს იქამდე, სანამ JPEG ფორმატში არ გადაიყვანთ გამოსახულებას. ამის გაკეთება კი მარტივია, Lightroom-ის გამოყენებით.
მას შემდეგ, რაც გაეცანით ზემოთ არსებულ ინფორმაციას, ახლა დროა მთავარი არჩევანი გააკეთოთ კლასიკურ DSLR და სარკისებრ კამერას შორის.
DSLR კამერა იყენებს სარკეს, რათა მაქსიმალურად დაპროექტდეს ხედი. ფოტოების გადაღებისას, სარკე იფეთქებს და შუქი ეცემა სენსორს.
დიდი ხნის განმავლობაში, სწორედ DSLR კამერა იყო საუკეთესო, თუმცა მალევე გამოჩნდა კონკურენტი სარკისებრი კამერის სახით ბაზარზე.
რაც შეეხება სარკისებრ კამერას, მისი ხედვის ველი ელექტრონულადაა პროგნოზირებული LCD ეკრანზე. რადგანაც აქ არ არის საჭირო სარკე, ეს კამერები გაცილებით მცირე და მსუბუქი ზომისაა.
სინამდვილეში კი, ნებისმიერი კამერა, რომელსაც არ აქვს სარკე, მოიხსენიება როგორც უკაბელო კამერა, მათ შორის თქვენი სმარტფონებიც.
საბოლოოდ, რეკომენდაციის სახით, ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ მოგზაურისთვის, რომელიც არ არის პროფესიონალი ფოტოგრაფი , გაცილებით კონფორტული და მოსახერხებელი სწორედ სარკისებრი კამერა იქნება და არა DSLR.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები