როგორ შევარჩიოთ ბალახის ელექტრო სათიბი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
January 28, 2021მოვლილი და ლამაზი გაზონი თუ გსურთ, მაშინც აუცილებლად უნდა იფიქროთ ბალახის საკრეჭების ყიდვაზე, რადგან ელექტრო სათიბები საუკეთესოდ ასრულებენ ყველანაირ დავალებას და მნიშვნელოვნად ზოგავენ თქვენს დროს.
საუკეთესო ელექტრო სათიბების რეიტინგის შედგენისას, გავითვალისწინეთ მოდელების შემდეგი მახასიათებლები:
- ჭრის ელემენტის ტიპი და მისი სიგრძე - ხაზი, დისკი, დანა;
- პროდუქტიულობა - წთ;
- ძრავის ადგილმდებარეობა;
- სახელურების ფორმა და დიზაინი, რომლებიც გავლენას ახდენენ გამოყენებადობაზე;
- დამატებითი ფუნქციების არსებობა;
- ღირებულება;
- კომპლექტაცია.
Patriot PT 500
მოდელი ერთ-ერთი ბიუჯეტური ელექტრო სათიბია, რომელიც შექმნილია მცირე ეზოსა და ნაკვეთის დამუშავებისთვის. 500 ვტ-იანი ძრავის წყალობით, რომელიც მდებარეობს ბოლოში, შეუძლია ადვილად გაუმკლავდეს სხვადასხვა სარეველას.
სათიბის წონა მხოლოდ 2.5 კგ-ს შეადგენს და რეგულირდება ოპერატორის სიმაღლის მიხედვით, ამიტომ მასთან მუშაობა შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე - ქალბატონებს.
Patriot PT 500-ის D ფორმის სახელური გთავაზობთ კომფორტულ მუშაობას, ხოლო გამოყენების სიმარტივეს ასევე უზრუნველყოფს ინსტრუმენტის დაბალი ხმაურის დონე.
გაითვალისწინეთ: ელექტრო სათიბთან მუშაობისას უნდა ჩაიცვათ დახურული ფეხსაცმელი და გაიკეთოთ უსაფრთხოების სათვალე.
ყველა მართვის ღილაკი განლაგებულია დასაკეც სახელურზე, გადართვა კი ხდება ფართო ღილაკით.
უპირატესობები:
- კარგი სიმძლავრე;
- მსუბუქი წონა;
- საჭრელი დანის დიდი სიგანე;
- დაბალი ფასი;
- ოპერაციის დროს კომფორტისა და უსაფრთხოების მაღალი დონე.
Bosch EasyGrassCut 23
Bosch ბალახის საკრეჭები შესაფერისია მცირე ადგილებში მუშაობისთვის . შედარებით დაბალი ძრავის სიმძლავრე (280 W) საშუალებას გაძლევთ მოაშოროთ წვრილღეროიანი სარეველები.
საჭერლი დანის სიგანე 23 სმ-ია, რომელიც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას. მოწყობილობის დაბალი წონის გამო, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, დაღლილობასა და დისკომფორტს არ იგრძნობთ.
მოდელს მოყვება სპეციალური საფარი, რომლის წყალობითაც მუშაობა დამატებითი დაცვის გარეშეც შეგიძლიათ, მაგრამ მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის, უმჯობესია სათვალის გამოყენება.
ბალახის სათიბს D ფორმის სახელური აქვს, რომელიც უზრუნველყოფს ხელსაწყოს მოსახერხებელ მართვას. ბარი იკეცება, ამიტომ მოწყობილობის ტრანსპორტირება და შენახვა მარტივია.
არსებობს ვიბრაციის საწინააღმდეგო სისტემა - ხმაურის დაბალ დონესთან ერთად, მუშაობას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. მოწყობილობის სიმაღლე ადვილად რეგულირდება მომხმარებლის სიმაღლის შესაბამისად.
უპირატესობები:
- მსუბუქი წონა და მანევრირება;
- ძნელად მისადგომი ადგილების დამუშავების შესაძლებლობა;
- ელეგანტური დიზაინი;
- ხელმისაწვდომი ღირებულება.
ნაკლოვანებები:
- დენის კაბელის მოკლე სიგრძე.
პოპულარული მოდელები