როგორ მოვუაროთ გაზქურებსა და ელექტრო ღუმელებს - რეკომენდაციები
October 15, 2020მნიშვნელობა არ აქვს ელექტრო ღუმელი გაქვთ თუ უბრალოდ ინდუქციური ქურა . ორივე შემთხვევაში, მათ მოვლა სჭირდებათ. ის, თუ როგორ უნდა გავწმინდოთ გაზქურები - დამოკიდებულია მასალაზე და დღევანდელ აღწერაში გეტყვით, რომელი საშუალებებია ყველაზე ეფექტური მათ გასაწმენდად და რა შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა ზედაპირის დასასუფთავებლად.
ინდუქციური ქურის დასუფთავება
პირველ რიგში, სანამ გაწმენდას დაიწყებთ, ნახეთ, რომ ზედაპირი ცივი იყოს. გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, ზედაპირს დაასხით საწმენდი საშუალება, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და ამის შემდეგ გადაუსვით ნოტიო ღრუბელი ან ქსოვილი, ხოლო ბოლოს გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით.
ინდუქციური ქურის საწმენდი საშუალებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს საშუალო ფასის სეგმენტში. როგორც წესი, ასეთ საწმენდებს თავად საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლები აწარმოებენ ხოლმე და მათი მთავარი დადებითი ისაა, რომ გაწმენდას უფრო ნაკლები დრო და ძალისხმევა სჭირდება.
მინის საწმენდი საშუალებების შემადგენლობა ძალიან განსხვავებულია ამიტომ, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს კონკრეტულად რისთვისაა განკუთვნილი.
გაითვალისწინეთ:
თქვენ ვერ შესძლებთ ინდუქციური ქურის პანელის გასუფთავებს მანამ, სანამ ქურა ბოლომდე არ გაცივდება
. გაცხელებულ ზედაპირზე შეიძლება მარტივად დაიწვათ ხელი ან შეისუნთქოთ აორთქლებული „ქიმია“.
მას შემდეგ, რაც ქურის პანელს დაასუფთავებთ, ნუ გამოიყენებთ იგივე ღრუბელს ჭურჭლისთვის. მასზე შეიძლება დარჩეს ის მავნე ნივთიერებები, რომლებიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გაითვალისწინეთ - ინდუქციური ქურის ზედაპირის გახეხვა არ შეიძლება დანებით, ბასრი პირებით, მეტალის ბადისებრი ღრუბელითა და ა.შ.
არ გამოიყენოთ ისეთი სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ არის განკუთვნილი მინის ზედაპირისთვის.
როგორ გავწმინდოთ ემალის ზედაპირიანი გაზქურები
ემალი, რაც არ უნდა გაუმჯობესდეს, მაინც ყველაზე არასტაბილური საფარია. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, მათ უჩნდებათ მიკრო-ბზარები. ამავე დროს, ეს არის ყველაზე უპრეტენზიო მასალა სარეცხი საშუალებების არჩევის მხრივ.
გაზქურის გაწმენდა შესაძლებელია ქლორით, ტუტეებით ან მჟავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ ეს ნივთიერებები ერთმანეთს, რადგან საბოლოოდ წარმოიქმნება ისეთი ორთქლი, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
არსებობს მრავალი ხალხური მეთოდი, რომელთაგან ყველაზე ეფექტურია ეს ვარიანტი: 50 მლ ჩვეულებრივი წყალბადის ზეჟანგის, 5 მლ თხევადი საპნისა და 100 გრ სოდის ნარევი წაუსვით ზედაპირზე თანაბრად და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. ცოტახანში გაწმინდეთ ოდნავ სველი ღრუბელით და შედეგს თავადაც იხილავთ.
როგორ უნდა გაწმინდოთ გაზქურის ბადეები
თუ გაზქურას მოსახსნელი ბადე აქვს, მათი გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც - უბრალოდ დაამატეთ ცოტა მეტი სარეცხი საშუალება, ხოლო გარეცხვამდე არ დაგავიწყდეთ სილიკონისა და რეზინის ნაწილების მოსხნა. ეს მეთოდი შესაფერისია ფოლადისა და მინანქრის ბადეებისთვის, მაგრამ არა - თუჯისთვის.
თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გაქვთ, მაშინ სხვა ხერხი სცადეთ: ჩაყარეთ ბადეები ღრმა საცხობ ფორმაში, აავსეთ წყლით და დადგით დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჭუჭყის უმეტესი ნაწილი დარბილდება, ხოლო დანარჩენი მექანიკურად შეგიძლიათ მოაცილოთ. შეგიძლიათ უბრალოდ წყალშიც ჩაალბოთ, მაგრამ გათბობით უფრო ეფექტურია.
ხალხური მეთოდებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა საწმენდი საშუალება. მათ შორის: ძმარი სოდით, უბრალოდ სოდა, თხევადი საპონი, ამიაკისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი და ასევე მდოგვის მშრალი ფხვნილი.
2020 წლის საუკეთესო გაზქურების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები