როგორ გავახანგრძლივოთ ნოუთბუქის ელემენტის სიცოცხლე

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბატარეები საკმაოდ დიდხანს ძლებს, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ელემენტი მაინც კვდება.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სწორი ხმარების შემთხვეევაში ლეპტოპის ელემენტი დაახლოებით 2-2.5 წელი ასრულებს თავის დანიშნულებას მანამ, სანამ იგი ბოლომდე მოკვდება, თუმცაღა ამ ხნის განმავლობაში მისი ტევადობა ნელ-ნელა მცირდება.

სანამ სტატიის შინაარსზე გადავალთ, გეტყვით, რომ ისურვეზე ყველა წამყვანი ბრენდის უახლესი ნოუთბუქები იყიდება და ხშირად, ლეპტოპები ფასდაკლებითაც გვაქვს განთავსებული.

თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ უამრავი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ გავახანგრძლივოთ ლეპტოპის ბატარეის გამძლეობა, თუმცა ინჟინერთა თქმით, ბევრი მათგანი მითია.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რჩევა, რომელიც ამ თემას უკავშირდება არის ის, რომ ჩვენ არასდროს უნდა დავტენოთ ჩვენი ლეპტოპის ბატარეა 80%-ზე მეტით და არ დავუშვათ მისი შემცირება 20%-ზე დაბლა.

თუმცა მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბატარეის დამუხტვა უნდა მოხდეს 100%-მდე. თუმცა, ჩვენ გვავიწყდება მთავარი, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გამოკითხვაში რჩევებს იძლევიან, არ არიან ექსპერტები და მათი რჩევაც ნაკლებად რელევანტური და სანდოა.

ახლა კი ჩვენ ვისაუბრებთ იმ კონკრეტულ რჩევებზე, რომელიც დაგეხმარებათ გაუხანგრძლივოთ თქვენი ლეპტოპის ბატარეებს გამძლეობა. 

თუმცა აქვე გეტყვით, რომ გვაქვს კიდევ ერთი სტატია, რომელიც გირჩევთ როგორ შეარჩიოთ ნოუთბუქები .

ვარეგულიროთ ეკრანის განათება

პირველ რიგში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ეკრანის განათება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბატარეის გამძლეობასთან. ამის განხორციელება მარტივია და არ მოიცავს შრომატევად საქმეს.

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეკრანის განათების დასარეგულირებლად ჩვენ არ გვჭირდება პარამეტრებში შესვლა, მისი შეცვლა ძალიან მარტივად შეგვიძლია ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით (გააჩნია ნოუთბუქის მოდელს, თუმცაღა უმეტესად ეს კონკრეტული ღილაკები განლაგებულია კლავიატურის ფუნქციების პირველ რიგში, რომლებიც აღნიშნულია შემდეგი სიმბოლოებით - F1, F2 და აშ.).

როდესაც ლეპტოპის ეკრანის სიკაშკაშეს პირველად შევამცირებთ 50%-მდე, ერთი წუთით შეიძლება ვიფიქროთ: <ეს არ არის საკმარისად კაშკაშა>, მაგრამ დაახლოებით 10 წამის შემდეგ თქვენი თვალები მოერგება განათებას და მეტიც, იგი გაცილებით სასიამოვნოდაც კი მოგეჩვენებათ.

გამოვრთოთ ის ფუნქციები, რომლებსაც არ ვიყენებთ

მას შემდეგ, რაც ეკრანის განათების პროცენტულობას შევამცირებთ. თქვენ ასევე უნდა გამორთოთ ყველა ის ფუნქცია ნოუთბუქში, რასაც იმ მომენტში არ იყენებთ. რატომ უნდა განაგრძოს  თქვენმა ლეპტოპმა რადიოების სიგნალების მუდმივი ძებნის რეჟიმი, როდესაც თქვენ Word-ში დოკუმენტის რედაქტირებით ხართ დაკავებული ფრენის დროს ან ბიბლიოთეკაში?

სწორედ Windows 10-ს აქვს Airplane Mode ანუ თვითმფრინავის რეჟიმი, რომელიც ერთიანად რთავს ყველა ისეთ ფუნქციას, როგორიცაა Wifi, Bluetooth და სხვა, რაც გიმარტივებთ საქმიანობას.

გამორთეთ პროგრამები, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში არ იყენებთ

თანამედროვე ნოუთბუქის მეხსიერება მარტივი და დახვეწილია. ჩვენ შეგვიძლია  Firefox- ის, Outlook- ის, Spotify- ის, Photoshop-ისა და მსგავსი პროგრამების ერთდროულად გახსნა, რაც არ აისახება ლეპტოპის სისწრაფეზე, როგორც ეს უწინ იყო.

თუმცაღა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღის განმავლობაში 4-დან 8GB-მდე მეხსიერების გამოყენებაა სტანდარტული და გადაჭარბებულმა პროგრამების დაშვებამ შესაძლებელია სავალალო შედეგი გამოიწვიოს, რაც დასაწყისში აშკარა სულაც არ არის.

<მოკალი ყველა შენი პროგრამა>, ამბობს ვიკი დოან-ნგუენი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური მეცნიერების ინჟინერიის პროფესორის ასისტენტი. ყველაზე დიდი დამნაშავე შესაძლებელია სწორედ პროგრამები იყოს, რომლებიც მუდმივად ურთიერთობენ დისტანციურ სერვერებთან.

რა თქმა უნდა, კარგი და კონფორტულიც შეიძლება იყოს ერთზე მეტი აპლიკაციის გახსნა ერთდროულად, უბრალოდ გაცილებით გონივრულია, რომ გათიშოთ ის, რასაც სინამდვილეში არც კი იყენებთ, რადგან ეს ყველაფერი თქვენი ნოუთბუქის ბატარეის მუშაობასა და პროდუქტიულობას შეუწყობს ხელს.

საბოლოოდ, ნოუთბუქის ბატარეის ექსპლუატაციის ამ მარტივი წესების დაცვით სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენ შესამჩნევად გაზარდოთ ელემენტის მოქმედების ხანგრძლივობა და საკმაოდ დიდხანს თავიდან აიცილოთ ახლის ყიდვის აუცილებლობა.

ხოლო თუ მთლიანად ლეპტოპის ახლით შეცვლა გადაწყვიტეთ, საუკეთესო პირობების მისაღებად ნახეთ ჩვენი კატეგორია - ნოუთბუქები ონლაინ საბანკო განვადებით .

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას  

პოპულარული მოდელები