როგორ ავარჩიოთ პურის საცხობი აპარატი

თუ თქვენ ხართ ის ადამიანი ვისაც უყვარს სახლში დამზადებული პური, მაგრამ არასდროს გიცდიათ თქვენთვითონ გაგეკეთებინათ დროის უქონლობის გამო, მაშინ მე გირჩევთ შეიძინოთ პურის საცხობი აპარატი .

თქვენ უბრალოდ უნდა მოათავსოთ ინგრედიენტები საცხობში, დააყენოთ შესაბამის პროგრამაზე და დაელოდოთ 90 წუთი ან უფრო ნაკლები. ამით თქვენით მოამზადებთ პურს სახლის პირობებში ზედმეტი ძალისხმევისა და დანამატების გარეშე.

რა არის პურის საცხობი?

უმეტესად ჩვეულებრივ პურის საცხობი შედგება საცხობი ლანგრისგან, რომელიც არ იწვავს, ჩამაგრებული ნიჩბებისგან, რომელიც ცომის მოსარევადაა განკუთვნილი და ის დამონტაჟებულია საცხობის ცენტრში.

თქვენ არ გიწევთ ზედმეტი ძალისხმევა დახარჯოთ თქვენთვის პურის მომზადებაში, რადგან ამას თქვენს მაგივრად პურის საცხობი გააკეთებს.

ჩვენ განვიხილეთ ის რამოდენიმე თვისება, რომელიც უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, ახლა კი მოდით განვიხილოთ ის დეტალები რომელთა ცოდნაც არის საჭირო სანამ დანადგარს ვიყიდით.

რამდენი სახის პურის საცხობი არსებობს?

ამჟამად პურის საცხობის ორი ტიპი გვხვდება: ვერტიკალური და ჰორიზონტალური.

ვერტიკალური აპარატის პური გრძელი და აგურის ფორმისაა, განსხვავებით ჩვეულებრივი პურისა. ის ასევე პატარა ადგილს იკავებს.

ამ აპარატის პური ძალიან კარგი გამოდის თუ მის ინგრედიენტებს სწორად შევარჩევთ. მაგალითად, ფქვილი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, უმჯობესია თუ პურის ფქვილს გამოვიყენებთ და ასევე საფუარსაც სწორად შევარჩევთ.

ჰორიზონტალური აპარატის პური: თუ თქვენ ის ადმანიანი ხართ, რომელიც ყურადღებას აქცევს პური როგორ გამოიყურება, მაშინ მე გირჩევთ ჰორიზონტალური პურის საცხობს, რომელსაც ყველა მაღაზიაში შეხვდებით.

ამ პურის აპარატს აქვს ორი მიქსერი გარდა ერთისა, რომელიც ვერტიკალურ პურის საცხობ აპარატს აქვს. ასევე ამ აპარატში შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ფქვილიც.

როგორი ზომები არის ხელმისაწვდომი?

პურის საცხობ აპარატი არის სხვადასხვა ზომების და მოცულობის, ქვემოთ ჩამოგიწერთ ზოგად კლასიფიკაციას მათი ზომების მიხედვით.

რჩევა - ჩვეულებრივ 0,5 ლიტრიანი საცხობი აცხობს 8 ნაჭრიან პურს, 1 ლიტრიანი აცხობს 12 ნაჭრიანს, ხოლო 1,5 ლიტრიანი - 16 ნაჭრიან პურს აცხობს.

ბრენდები:

საუკეთესოდ, ორი წამყვანი ბრენდი ითვლება, Kenwood-ის პურის საცხობები  და Panasonic-ის პრემიუმ ხარისხის აპარატები .

რომელი ფუნქციების მიხედვით უნდა შევარჩიოთ ის?

ამ თავში მოცემული იქნება ის ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს პურის საცხობ აპარატს.

გადატანის რეჟიმი  - თქვენ შეგიძლიათ მოათავსოთ ინგრედიენტები საცხობში და უბრალოდ დააყენოთ დროზე თუ როდის გსურთ პური იყოს მზად და თქვენ სასურველ დროს მიიღებთ ახლად გამომცხვარ პურს.

ცომის რეჟიმი - ეს საშუალებას მოგცემთ რომ მოზილოთ ყველანაირი ცომი, რომელიც გამოიყენება პიცისთვის, მაკარონისთვის და ფუნთუშასთვის. ეს რეჟიმი იდეალურია დამღლელი დღის დღეებში.

ექსპრეს რეჟიმი  - თუ თქვენი დღე ძალიან გადატვირთულია და უმეტესად ყოველთვის გეჩქარებათ, მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ პურის საცხობი ექსპრეს რეჟიმით.  ამ რეჟიმის წყალობით თქვენ შეძლებთ პური სულ რაღაც 58 წუთში მოამზადოთ.

ავტომატური დამატება - თუ თქვენ გსურთ დაამატოთ თხილი ან საფუარი, ამ პროგრამის მეშვეობით არ მოგიწევთ ოპტიმალური დროის შერჩევა მის დასამატებლად. უბრალოდ მოათავსეთ ისინი შესაბამის ადგილას  და ჩართეთ აპარატი.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას   

პოპულარული მოდელები