რისთვის გამოიყენება ლაზერული ნიველირები?

წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როდესაც ადამიანები სხვადასხვა სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ეყრდნობოდნენ ე.წ. თარაზოთი დადგენილ სიზუსტეს. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით თარაზო მაინც შედის ხელოსნების ხელსაწყოების კოლექციაში.

თუმცა, ლაზერული ნიველირი, არის ტექნოლოგიური ინოვაციისა და წინსვლის დიდი მიღწევა, რამაც ბევრად გაამარტივა საქმიანობა და ოსტატებს მისცა შესაძლებლობა უფრო მეტი სიზუსტით გაერთვათ თავი დავალებებისათვის.

თქვენთვის სასურველი ლაზერული ნიველირის არჩევა შეიძლება ცოტათი რთული იყოს, ვინაიდან არსებობს სხვადასხვა ტიპის ნიველირები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული ეფექტურობის დონითა და ფუნქციებით.

გაინტერესებთ თუ რა არის ლაზერული ნიველირი? ან რომელი უნდა შეიძინოთ? თუ კი, მაშინ თქვენ მოხვდით სწორ ადგილას, რადგან ამ სტატიის მეშვეობით თქვენ გაიგებთ ბაზარზე არსებული, სხვადასხვა ტიპის, ლაზერული ნიველირების ფუნქციებს.

რა არის ლაზერული ნიველირი

ლაზერული ნიველირი არის ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია ლაზერული პროექტორი და მაგრდება სამფეხათი, კედელზე ან ოთახში გარკვეულ წერტილებზე. ლაზერული პროექტორით ის ქმნის უწყვეტი ლაზერის ხაზს, რაც აფიქსირებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სისწორეს.

სწორედ ამ ლაზერული სისწორის დონეს იყენებენ იმაში, რომ შეძლონ გარემოს ზუსტი სისწორით მოწყობა და აგრეთვე სამშენებლო კონსტრუქციების სწორად დაპროექტება.

ლაზერული ნიველირით მარტივად იქმნება ზოგადი ხედვა გარემოს სისწორისა, აგრეთვე სამშენებლო ტერიტორიაზე ამარტივებს სამუშაოებს და გამოიყენება იატაკისა და ჭერის სწორად დამონტაჟებისთვის.

ლაზერული ნიველირების ტიპები   - დღესდღეობით ბაზარზე არსებობს მრავალი სახეობის ლაზერული ნიველირი, რომელთაგანაც იდეალურის ამოსარჩევად უნდა გაითვალისწინოთ ის საქმე, რომლის განხორციელებაც გსურთ.

ჩვენ ახლა გადავამოწმებთ თითოეული ლაზერის ტიპსა და მათ შესაძლებლობებს.

წერტილოვანი გენერატორი  - ლაზერული ნიველირის ყველაზე მარტივი და გავრცელებული ტიპია, რომლის გამოყენებაც ისეთივე მარტივია და ზუსტად ისე ხდება, როგორც თარაზოსი.

წერტილოვანი გენერატორი ლაზერული შუქის მეშვეობით ქმნის მკვეთრ წერტილს, რითიც განისაზღვრება დონე, თუმცა ამ ტიპის გენერატორებს გააჩნიათ შესაძლებლობა იმისა, რომ წერტილების ნაცვლად შეძლოს სხივური ხაზის შექმნა, ხოლო მათი აღმოჩენა შორ მანძილზე შესაძლებელია ლაზერული დეტექტორის გამოყენებით.

გამოყენება   - ამ ტიპის ლაზერული ნიველირი სასარგებლოა, როდესაც გსურთ კედელში ლურსმნის ან ხრახნის ჩამაგრება. 

წერტილოვანი ნიველირი/ვერტიკალური ნიველირი  - ამ ტიპის ნიველირის პროექტირება დამოკიდებულია თქვენს სურვილზე თუ რა სახის საქმისთვის გჭირდებათ ის და შეგიძლიათ აირჩიოთ, წერტილოვანი, კვადრატული ან ხაზის ტიპის ლაზერი.

წერტილოვანი ლაზერები გვხვდება სხვადასხვა ტიპისა და სახეობის ნიველირებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ისეთ დაბალ ფასადაც კი, როგორიცაა 40$ და აგრეთვე ისეთ მაღალ ფასად, როგორიცაა 500$.

უმეტეს შემთხვევაში მაღალი ფასის პროდუქტს აქვს უკეთესი ლაზერული გამოსახულება, ვიდრე დაბალი ხარისხისას. დაბალი გამოსახულების მქონე მოდელებს ძირითადად იყენებენ სახლის პირობებში, ხოლო მაღალი გამოსახულების მქონეს - გარე საქმიანობებში.

გამოყენება   - ამ ტიპის ნიველირის გამოყენება ხდება ზედაპირებზე არსებული წერტილების დასამუშავებლად, მაგალითისთვის: სასარგებლოა სურათის ჩამოსაკიდებლად ან თაროს აწყობისთვისa და სწორად ჩამოკიდებისთვის.

ხაზის ლაზერული ნიველირი    - ხაზის ლაზერული ნიველირი ასხივებს ხაზებს წერტილიდან წერტილამდე, თავისი მრავალჯერადი LED დიოდების მეშვეობით, რომელიც თქვენს მიერ იმართება ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც და გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ხაზის გამოსხივება მოხდეს 19.8 მეტრიდან 30.5 მეტრამდე.

ტრადიციული მოდელების უმეტესობა არის განკუთვნილი შიდა გამოყენებისთვის, თუმცა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა უზრუნველყო ის, რომ მოხერხდა უფრო ეფექტური და რთული მოდელების წარმოება, რომელთა გარე გამოყენებაც საკმაოდ კარგად ხერხდება.

სინათლის სიმძლავრე და პულსური ნათება განსაზღვრავს ლაზერის შესაძლებლობებს, გამოყენებული უნდა იქნეს სახლში, თუ გარეთ. ამ ტიპის ლაზერის ღირებულება მერყეობს 40$-სა და 650$-ს შორის.

გამოყენება   - ხაზის ლაზერული ნიველირი ძირითადად გამოიყენება იატაკის გასასწორებლად, ჭერის დასამონტაჟებელად, ფილების დასაგებად. გარე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გემბანის იატაკის შესაქმნელად. თქვენი საქმიანობის შესასრულებლად შესაძლებელია, რომ იგი დაამონტაჟოთ სამფეხაზე.

წრიული ლაზერული ნიველირი   - ნიველირის ეს მოდელი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გამოასხივოს 360 გრადუსიანი დონის ხაზი, საკმაოდ დიდ მანძილზე. როდესაც სხივს იყენებენ დიდი მიწის მონაკვეთზე, ლაზერული დეტექტორით, ამ ლაზერის დაფიქსირება ხდება დაახლოებით 60 მეტრზე.

წრიული ლაზერული ნიველირი შეიქმნა გარე გამოყენებისთვის და იძლევა ზედმიწევნით ზუსტ შედეგს და გამოიყენება მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. ეს მოდელი არის ყველაზე ძვირი ლაზერული ნიველირი, რომელიც შესაძლოა ათასობით დოლარი ღირდეს.

წრიული ლაზერული ნიველირის ზოგიერთ მოდელს, რომელიც ხელით იმართება, გააჩნია საკუთარი დონის განმსაზღვრელი, ხოლო როდესაც საქმე გვაქვს უფრო მაღალი ხარისხის მოდელებთან, ისინი დისტანციური მართვის შესაძლებლობას იძლევიან.

აგრეთვე არის რამდენიმე ტიპის წრიული ლაზერული ნიველირი, რომელთა სიდიდის გამო აუცილებელი ხდება, რომ დამაგრდნენ ტრაქტორზე, რასაც იყენებენ საძირკვლის დამონტაჟების დროს.

გამოყენება   - ამ ტიპის ნიველირები საუკეთესოდ გამოიყენება გარე სამუშაოებისთვის. წრიული ნიველირების მეშვეობით შესაძლებელი ხდება მილების გაყვანა, საძირკვლების ჩაყრა და გზებზე სანიაღვრე სისტემების მონტაჟი.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას   

პოპულარული მოდელები