რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თმის საკრეჭის ყიდვისას?

თმის საკრეჭი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია ისურვეს თმისა და წვერის მოვლის კატეგორიაში.

მოდელების სიმრავლიდან და თვისობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო იქნება, თუ მათი შერჩევისას გასათვალისწინებელ რჩევებს შევთავაზებთ.

გარდა ტექნიკური მონაცემებისა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როგორ ვიყიდოთ თმის საკრეჭი იაფად , ამ და სხვა ყველა კითხვაზე პასუხს სწორედ ქვემოთ მოცემულ პოსტში მიიღებთ.

რა უნდა ჰქონდეს კარგ თმის საკრეჭს?

  • მძლავრი მოტორი.  ხარისხიანმა თმის საკრეჭმა საკმარისად მძლავრად უნდა იმუშაოს, თუმცა ამასთან ჰქონდეს დაბალი ხმა და გაგრილების კარგი სისტემა.  რაც შეეხება უკაბელო მოდელებს, მათი ბატარეა გამძლე უნდა იყოს ხანგრძლივი სესიებისთვის.
  • საკმარისი პირების სიგრძე, ყველა მოთხოვნილებისთვის.   ზომის რეგულირება მნიშვნელოვანია, მათ შორის, კარგი იქნება, თუ საკრეჭს ექნება პირები სპეციალური ადგილებისთვის, მაგალითად ტრიმერი და ა.შ.
  • აქსესუარების მარტივად შეცვლის შესაძლებლობა.  ამისთვის რამდენიმე წამზე მეტი არ უნდა დაგჭირდეთ.
  • მჭრელი პირები.  მაქსიმალურად თანამედროვე მასალისგან დამზადებული, რომელიც დიდხანს შეინარჩუნებს ჭრის საუკეთესო თვისებებს.
  • დამხმარე აქსესუარები.  თმის საკრეჭების მოვლა როგორც წესი ძალიან მარტივია. თუმცა მაღალი ხარისხის მოდელებს მოყვებათ სპეციალური ზეთი პირებისთვის და ჯაგრისები, სისუფთავის შესანარჩუნებლად.

აქ შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი რჩევები ინგლისურ ენაზე .

ყიდვამდე გაითვალისწინეთ:

თუ საკრეჭი აქამდეც გქონიათ და მისი გამოყენება სრულყოფილად იცით, გირჩევთ უფრო ძვირადღირებული, პრემიუმ მოდელი იყიდოთ, ხოლო თუ პირველად გადაწყვიტეთ მისი შეძენა, მაშინ არჩევანი საშუალო ფასის საკრეჭზე გააკეთოთ.

წინასწარ გათვალეთ, რა ტიპის აქსესუარები გჭირდებათ და გიღირთ თუ არა მათში დამატებითი თანხის გადახდა.

ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ისურვეზე შეძენილ ყველა თმის საკრეჭს 1 ან 2 წლიანი ქარხული გარანტია, უფასო მიტანის სერვისი და ონლაინ საბანკო განვადების ყველაზე მარტივი შესაძლებლობა მოყვება.

პოპულარული მოდელები