რამდენიმე რჩევა კარკასული აუზის შესაძენად
October 09, 2019იმისათვის, რომ თავი დაიზღვიოთ და პირველი შეძენისას არასწორი არჩევანი არ გააკეთოთ, მოვამზადეთ ბლოგი, სადაც არის 4 ნაბიჯი თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კარკასული აუზი.
1. გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი
მართალია ჩვენ, პირველი, ბიუჯეტზე ვიქწყებთ საუბარს, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კარკასული აუზის შეძენისას.
კარკასული აუზის ფასები მერყეობს 400-დან 6000 ლარამდე.
ეს აუზები ხელმისაწვდომია განსხვავებულ ფასებში, მაგრამ ფასების სხვაობა არ განაპირობებს აუზის ხარისხს.
დიდი აუზი ისეთივე ხარისხისაა როგორიც სხვა დანარჩენი. სხვაობაა მხოლოდ ფასებსა და ფორმებში.
2. აირჩიეთ ადგილმდებარეობა
კარკასული აუზები შეგიძლიათ დაშალოთ და სხვაგან გადაიტანოთ თუ თავდაპირველი ადგილი არ აღმოჩნდება შესაფერისი.
ადგილის წინასწარ გაზომვა კი დაგეხმარებათ არჩევანში.
გაითვალისწინეთ უსაფრთხო მიდამო. თქვენს აუზსა და დაბრკოლებებს შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 1-დან 1.5 მეტრამდე.
შეეცადეთ არ განათავსოთ თქვენი აუზი უსწორმასწორო ზედაპირზე.
3. გაზომეთ ფართობი
როდესაც საქმე ფართობს ეხება ნუ მიენდობით თქვენს ინსტინქტს. უმჯობესია ზუსტად გაზომოთ შერჩეული ადგილი.
მის გარშემო საკმარისი სივრცე უნდა დარჩეს, რადგან დამხმარე ფეხებს შეიძლება დამატებით ადგილი დასჭირდეს.
ასევე გაითვალისწინეთ აუზის ტიპი, რომელსაც ყიდულობთ. გადაწყვიტეთ, გინდათ მრგვალი, ოვალური, კვადრატული თუ მართკუთხა აუზი.
4. შეარჩიეთ აუზის სიმაღლე და ფორმა
თუ თქვენ უკვე აირჩიეთ იდეალური ადგილმდებარეობა, ეს ნაბიჯი მარტივია.
ერთადერთი, რაც შეიძლება არ იყოს დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე, არის აუზის სიმაღლე. კარკასული აუზების უმეტესობა სიმაღლეში 60-დან 140 სანტიმეტრამდეა.
ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Bestway Power Steel Oval Frame .
Bestway Power Steel Oval Frame
ეს არის მოხდენილი საშუალო ზომის აუზი პატარა ოჯახისთვის, რომელიც დამზადებულია პოლიესტერის სამმაგი მასალისგან.
(თუ პატარა კარკასული აუზი გაინტერესებთ, გაეცანით ყველაზე პოპულარული მოდელის მიმოხილვასაც ).
აუზის სიმაღლე იდეალურია, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ბავშვებისთვის. თუმცა,მას არ მოყვება დამზმარე კიბე. თუ დაგჭირდებათ შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ.
მისი კარკასი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.
კომპლექტს, ასევე, მოყვება ინსტრუქცია, რომლის დახმარებით მარტივად შეძლებთ აწყობას.
ასაწყობად მაქსიმუმ 2 საათია საჭირო.
მახასიათებლები:
- აუზის ზომა - სიგრძე 424სმ; სიგანე - 250სმ; სიმაღლე - 100სმ
- ტევადობა - 7250 ლიტრი
- აქვს წყლის დამცლელი სარქველი
- კარკასი - უჟანგავი ლითონი
- აუზი - არმირებული PVC (პოლივინილქლორიდი)
- შეფუთვის წონა - 57 კგ
Isurve.ge გთავაზობთ კარკასული აუზების ფართო არჩევანს, ნებისმიერი გემოვნებისთვის.
შემოდით ჩვენს საიტზე, აარჩიეთ და გააკეთეთ ხელსაყრელი განვადება!
ჩვენი კურიერი უფასოდ მოგაწვდით საქართველოს მასშტაბით.
პოპულარული მოდელები