რა ტიპის ტელევიზორები არსებობს ბაზარზე?

თანამედროვე რეალობაში ფაქტობრივად ყოველდღე ვაწყდებით უამრავ რეკლამას, რომლებიც გვთავაზობენ ესა თუ ის ტიპის ტელევიზორები ვიყიდოთ და მათ დადებით, ხშირად ინოვაციურ თვისებებს უსვამენ ხაზს.

დღევანდელი სტატიის მიზანია, სრულყოფილად მიმოვიხილოთ ტელევიზორის ტიპები , მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე, თავდაპირველი სახიდან უახლესი მოდელების ჩათვლით.

ტელევიზორების ისტორია შორეული 1927 წლიდან იწყება და დღეისთვის მათი ათამდე სხვადასხვა ნაირსახეობა შეიძლება განვიხილოთ:

CRT

მოდელი, რომლის მსგავსის ყიდვაც მე-20 საუკუნის ბოლომდე შეგეძლოთ. ეს გახლდათ ყუთი, ე.წ <ლამფებით> მომუშავე, რომლის ეკრანიც ათასობით მწვანე, წითელი ან ლურჯი ფერის წერტილისგან შედგებოდა, გამოსახულების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მოდელების გაყიდვებს უფრო თანამედროვე, LCD ეკრანებმა მხოლოდ 2007 წელს გაუსწრეს.

LCD იგივე პლაზმურ ეკრანიანი ტელევიზორები

თხევადკრისტალური ეკრანები, უკეთესი ხედვის კუთხითა და იმ დროისთვის არნახულად კარგი გამოსახულების ხარისხით. ისინიც ერთგვარ სანათებზე ფუნქციონირებდა, თუმცა მუშაობის პრინციპი და ტექნოლოგია აბსოლუტურად სხვა გახლდათ.

HD (მაღალი გარჩევადობა)

მაღალი გარჩევადობის (HD) ტელევიზორებს სტანდარტულთან შედარებით 5-ჯერ უკეთესი ხარისხის ჩვენება აქვთ (როგორც წესი 1280x720 ან 1920x1080 განზომილებით).

მარტივად რომ ვთქვათ, მათ მეტი ხაზი და უფრო დეტალური, ფერადი ეკრანი აქვთ, რამაც სხვათაშორის, ტელევიზიებს საშუალება მისცათ HD ჩვენებაზე გადასულიყვნენ და 2006 წლიდან ახალმა ისტორიამ აიღო სათავე.

3D (სამი განზომილება)

2010 წლის ბოლოს მსოფლი კინოთეატრებში ახალი თრენდი გამოჩნდა - 3D. ეს არ გახლდათ ტელევიზორები, თუმცა ამან საშუალება მისცა დიდ კინო სტუდიებს გადაეღოთ ახალი ფილმები სპეციალურად ამ ტექნოლოგიისთვის. უნდა ითქვას, რომ უშუალოდ სამგანზომილებიანი ტელევიზორების სეტების გაყიდვები ჩავარდა, არ იყო რა კომფორტული მჯდარიყავით სავარძელში და სათვალეები გკეთებოდათ სახლის პირობებში. ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს აქვს ნაყურები ერთხელ მაინც სახლში ამ ტექნოლოგიით გადაღებული ფილმისთვის ან გადაცემისთვის მსგავსი სათვალეებით.

LED TV

LCD-ს მსგავსი ტექნოლოგია, კიდევ უფრო წვრილი ნათურებით. 

არსებობს ორი ტიპის LED ტელევიზორები: პირველი, რომელიც ერთობლივად იყენებს ლედ ნათურებისა და <მოძველებული> ლამფების ტექნოლოგიას, თუმცა ბევრად უფრო ენერგოეფექტურია და მეორე, სადაც ბოლომდე ლედ ნათურები გახლავთ გამოყენებული და ჩვენების უკეთესი ხარისხით, თუმცა მაღალი ფასითა და ენერგიის ნაკლები დაზოგვის უნარით ხასიათდება.

Smart TV

ტელევიზორები, რომლებსაც ჩაშენებული ინტერნეტთან წვდომა გააჩნიათ. დღესდღეობით ყველა მთავარი მწარმოებლის გაყიდვების ლიდერებს სწორედ Smart მოდელები წარმოადგენს. ის ფაქტობრივად არის კომპიუტერი და ტელეფონის კი ტელევიზორში. მაგალითისთვის, აშშ-ს მოსახლეობის 37% გასული წლის ბოლოს სწორედ სმარტ მოდელით სარგებლობდა.

აქვე არ გამოგრჩეთ პოსტი საუკეთესო თანამედროვე სმარტ ტელევიზორების შესახებ.

OLED TV

OLED (ანუ ორგანული მანათობელი დიოდები) ტელევიზორები LED-ის თანამედროვე ნაირსახეობაა. მისი ნათურები კიდევ უფრო თხელია, დაახლოებით 1 მმ სისქის.

თითოეული პიქსელი ინდივიდუალურად ანათებს და 1000-ჯერ უფრო <სწრაფია>, ვიდრე მისი წინამორბედები. ამიტომ, მისი საშუალებით განსაკუთრებით სასიამოვნო საყურებია სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.

Ultra HD ან 4K ტელევიზორები

ამ მოდელების მინიმალური გაფართოება 3840×2160-ია, 4-ჯერ მეტი პიქსელით ვიდრე Full HD-ის შემთხვევაში.

მათი მთავარი უპირატესობა მაქსიმალურ დეტალურობაში მდგომარეობს. ყვავილებიდან ფეხბურთელების სახის ნაკვთებამდე ყველაფერი ძალიან რეალისტური და ნამდვილ, გარეთ თვალით აღქმულ კადრთან მიახლოებულია.

პოპულარული მოდელები