პომპა და კომპრესორი - საუკეთესო არჩევანი

 წყლის პომპების შესაძლებლობები და მახასიათებლები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ტუმბოები შეიძლება განკუთვნილი იყოს როგორც სუფთა წყლისთვის, ასევე დაბინძურებული წყლის ამოსატუმბად.  გარდა ამისა,ზოგიერთი მოდელი გამოიყენება კონკრეტულად ბაღის ნაკვეთების მორწყვისთვის.

საუკეთესო ამოსატუმბი პომპები სუფთა წყლისთვის

ასეთი მოდელები გამოიყენება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით წყლის ამოტუმბვა ხდება საჭირო. მოწყობილობები გამოიყენება სარწყავ სისტემებთან, ასევე მონტაჟდება საცურაო აუზებთან,  წყლის კასრებთან და სხვა რეზერვუარებთან.

Metabo TDP 7501 S

ჩამონტაჟებული ტუმბოს გამშვები სარქველი ხელს უშლის ზედმეტი სითხის მილში გადინებას, რაც აძლევს იმის  საშუალებას, რომ ნაკლები დატვირთვის იმუშაოს და გაზარდოს პროდუქტიულობა.

ძალიან გამძლე პლასტმასისგან დამზადებული კორპუსი, საიმედოდ იცავს მოწყობილობის ძირითად ელემენტებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს მათ სტაბილურ მუშაობას.

ტუმბოს  ენერგიის საშუალო მოხმარებაა 1000 ვტ, ხოლო მაქსიმალური პროდუქტიულობაა - საათში  7500 ლიტრი წყალი.  მფლობელის საჭიროებების გათვალისწინებით, ჩამრთველის დონის კორექტირება უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას მოწყობილობის  რეჟიმების დაყენებაში, რაც თავისთავად ძალიან კომფორტულია.

უპირატესობები :

  • ერგონომიული სახელური;
  • მრავალი ადაპტერების დაკავშირების შესაძლებლობა;
  • ძლიერი ძრავა;
  • მაღალი დონის შესრულება

ნაკლოვანებები:

  • დიდი წონა

Metabo პომპა  განკუთვნილია ბაღის სარწყავად, რომელსაც სამი შესაერთებელი ადაპტერი გააჩნია.

Leberg GP250 UT000008999

მოდელის ძირითადი მახასიათებლებია ხანგრძლივი მომსახურების ვადა და კომფორტული გამოყენება. მუშაობის  დროს  აქვს ხმაურის დაბალი დონე,  რაც  იძლევა იმის საშუალებას, რომ  დამონტაჟდეს საცხოვრებელ ზონაში ან იმუშაოს ღამით. მინაბოჭკოვანი კორპუსის წყალობით,  მოწყობილობა მსუბუქი და მდგრადია.

უპირატესობები:

  • დაბალი ხმაურის დონე;
  • გამოყენების სიმარტივე და მოხერხებულობა;
  • გამძლეობა;
  • ავტომატური მუშაობა;
  • ქსელის გრძელი  კაბელი (10 მეტრი)

ნაკლოვანებები:

  • ჩაძირვის  არც ისე დიდი სიღრმე

Leberg წყლის კომპრესორი  უპრობლემოდ ფუნქციონირებს, მაშინ როდესაც ის დამონტაჟებულია აუზებში ან სუფთა წყლის ჭაბურღილებში.  აღნიშნული სატუმბი   წყალმომარაგების პრობლემების ერთჯერადი გადაწყვეტაა, რომლის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ.

Gardena 4000/2 Classic

მოდელის შენახვისა და ტრანსპორტირების მოხერხებულობა უზრუნველყოფილია ტელესკოპური სახელურითა და კაბელის სხეულზე შემოხვევის შესაძლებლობით. წყლის ტუმბო დიდ ადგილს არ იკავებს და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც რეგულარულად,  ასევე პერიოდულად - საგანგებო ვითარების შემთხვევაში.

კომპრესორის ძრავის სიმძლავრეა 500 ვტ, ხოლო მუშაობის დროს ხმაურის დაბალი დონე იძლევა იმის საშუალებას, რომ დაამონტაჟოთ საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს და ამუშაოთ არა მხოლოდ დღისით - არამედ ღამითაც.

უპირატესობები:

  • მშვიდი სამუშაო;
  • მშრალი გაშვებისგან დაცვის ფუნქცია;
  • მართვისა და მოვლის სიმარტივე;
  • ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა

ნაკლოვანებები:

  • დაბალი პროდუქტიულობა

წყლის პომპა Gardena  საშუალებას გაძლევთ,  გამოიყენოთ წვიმის ან ჭის წყალი საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის . ტუმბო შესაფერისია დაბალსართულიან შენობებსა და კერძო სახლებში დასამონტაჟებლად.

Marina CAM 80/22

იტალიელი მწარმოებლისგან შემოთავაზებული წყლის კომპრესორის ძრავის სიმძლავრე 800 ვტ-ია,  ხოლო მუშაობის მაჩვენებელი -3.6 მ³  საათში. გარე კორპუსი,  მათ შორის მილიც, დამზადებულია მეტალისგან.

დადებითი:

  • ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა - 10-13 წელი;
  • დაცულია მშრალი გაშვებისგან - წყლის კომპრესორი უბრალოდ არ ჩართვება;
  • კომპაქტური ზომა 28x50x50 სმ ადვილად თავსდება მჭიდრო სივრცეებში

მინუსები:

  • დროთა განმავლობაში,  წნევის გადამრთველის არხები ბინძურდება ჭუჭყით, რაც აუარესებს მუშაობის მაჩვენებელს;
  • ძალზედ მგრძნობიარეა ძაბვის მიმართ და საჭიროა ქსელთან დაკავშირებული იყოს სტაბილიზატორის საშუალებით;
  • ჰიდროაკუმულატორში მოთავსებულია სუსტი რეზინის პალატა, რომელიც პერიოდულად უნდა შეიცვალოს.

პოპულარული მოდელები